"ჩემი ბიჭი ძველ ფორმას იბრუნებს" - ნანუკა ჟორჟოლიანი "როსტოს" ციხეში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 13:38

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" ლევან როსტოშვილის (როსტო) გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც ფოტოდან ირკვევა როსტო ციხეში სპორტით, კერძოდ კი კალათბურთით არის დაკავებული. 

"ჩემი ბიჭი ძველ ფორმას იბრუნებს ციხეში. ზოგი ჭირი მარგებელია" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფოტოს კომენტირებისას.

 

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 20 ივლისს გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული მსახიობი ლაშა კურტანიძეც. მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილს - 8 წლით, ლაშა კურტანიძეს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

წაკითხულია 1289 ჯერ

Related items

  • "წარმოიდგინეთ ბნელი გვირაბი, უჰაერო სივრცე... შეადარეთ მათი ხელფასი ხელისუფლების პრემიებს"- ნანუკა ჟორჟოლიანი

    მეტროს მემანქანეების გაფიცვას ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება:

    "წარმოიდგინეთ ბნელი გვირაბი, უჰაერო სივრცე სადაც ეს ხალხი ძირითად დროს ატარებს. იკითხეთ მათი ხელფასი, შემდეგ ეს ხელფასი შეადარეთ ხელისუფლების მიერ გამოწერილ პრემიებს, მერე გულზე ხელი დაიდეთ და თქვით რასაც ფიქრობთ.

    სოლიდარობა მეტროს თანამშრომლებს."- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • "გუშინ რომ ბიჭი გარდაიცვალა, დედა ჰყოლია ემიგრაციაში... ვერ ჩამოუსწრო!" - ნანუკა ჟორჟოლიანი

    ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი ბიჭის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

    "გუშინ რომ ბიჭი გარდაიცვალა, დედა ჰყოლია ემიგრაციაში. ისრაელში. მთელი გზა მოდიოდა იმაზე დარდით, რომ დაჭრილი ჰყავდა შვილი. ვერ ჩამოუსწრო! სკოლის მოსწავლე შვილს!! რომლის კარგად ყოფნისთვის იყო გადახვეწილი სხვა ქვეყანაში!"



  • "ასაკში მყოფი, ვადაგასული ადამიანი სექსს მთავაზობს" - ნანუკა ჟორჟოლიანი (ვიდეო)

    "ასაკში მყოფი, ვადაგასული ადამიანი სექსს მთავაზობს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

  • "მზად ვარ ბერას სტუდია დავუთმო" - რატომ აღარ მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს ნანუკა ჟორჟოლიანი ერის მამად

    ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ გადაცემას იხსენებს, სადაც ბიძინა ივანიშვილს ერის მამა უწოდა. 

    "ხშირად მახსენებენ ამ გადაცემას. განსაკუთრებით იმ ნაწილს, სადაც ვამბობ, რომ ბიძინა ქვეყნის მამაა. მეკითხებიან, რამ შეცვალა ჩემი ხედვა, მართლა მგონია რომ ამ კითხვას დებილები 

     

    სვამენ, მაგრამ რაკიღა (ახალი ამოჩემებაა ეს სიტყვა:დ) რამდენჯერმე მკითხეთ გიპასუხებთ.

    1. დღესაც გავაკეთებდი იგივე გადაცემას. ძალიან მაგარი ექსკლუზივი იყო. უფრო მეტიც, დღესაც მზად ვარ ბერას სტუდია დავუთმო. არანაკლებ საინტერესო რესპოდენტია დღესაც.

    2. რაც შეეხება ქვეყნის მამას, რომელსაც მგონი ვუწინასწარმეტყველე. იყო ერთი ჯიგარი, ფულიანი ბიძა, რომელიც ყველას ეხმარებოდა, არსად ჩანდა. ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა. აი, ამიხსენით რატომ არ უნდა მომწონებოდა.

    რა ხდება დღეს? "ქველმოქმედებაში" დახარჯული ყველა ლარი ამოიღო ბიუჯეტიდან. თქვენი ჯიბეებიდან. 

    ქვეყანას მთიდან მართავს და ლარად ყიდულობს ყველაფერს, რაც უბრალოდ მოსწონს. მისი შემოსავალი გაასმაგდა, მაგალითისთვის, წარსულში თითქმის გაკოტრებული ქართუ ბანკიც საკმარისია და ამ დროს, რომ მეკითხებით რა შეიცვალაო, მართლა დებილები მგონიხართ. რაკიღა (ხომ გაგაფრთხილეთ ეს სიტყვა შემიყვარდა), ტვინი გამიბურღეთ, გიპასუხეთ."-წერს ჟორჟოლიანი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური