თავდაცვის მინისტრი საუდის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017 17:18

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საუდის არაბეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ აბდულ რაჰმან ბინ სალეჰ ალ-ბანიანს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა საუდის არაბეთის გენერალური შტაბის დელეგაციასთან ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერალ ალ-ბანიანს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში კიდევ უფრო გააქტიურებს.

მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო-ტექნიკურ საკითხებზე გამახვილდა.

საუდის არაბეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.

წაკითხულია 33 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ ოპერაციულ ოფიცერს ხვდება

    ამ წუთებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ ოპერაციულ ოფიცერს, დოქტორ ბენედიქტ ფრანკეს ხვდება. მხარეები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს. ყოველწლიურად ფორუმზე უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეები და ექსპერტები არიან წარმოდგენილი და მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

    პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკვე მეოთხედ დასახელდა, როგორც მსოფლიოს საუკეთესო Think-tank-კონფერენცია.

  • თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ ოპერაციულ ოფიცერს ხვდება

    ამ წუთებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ ოპერაციულ ოფიცერს, დოქტორ ბენედიქტ ფრანკეს ხვდება. მხარეები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს. ყოველწლიურად ფორუმზე უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეები და ექსპერტები არიან წარმოდგენილი და მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

    პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკვე მეოთხედ დასახელდა, როგორც მსოფლიოს საუკეთესო Think-tank-კონფერენცია.

  • თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.

    შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რაც რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს. საუბარი შეეხო ერთობლივ სწავლებებსა და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრებმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას აგვისტოში, საქართველოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში ურთიერთობის მზარდ დინამიკას გაუსვა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორივე ქვაყანას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

    გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. აზერბაიჯანის მხარეს კი, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, თავდაცვის ატაშე, მაიორი ფუატ იბრაჰიმოვი და დელეგაციის სხვა წევრები წარმოადგენდნენ.

    თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა პირისპირ შეხვედრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან გამართა.

  • თავდაცვის მინისტრი ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ იონას ვიტაუტას ჟუკასს შეხვდა.

    ლევან იზორიამ ლიტველ სტუმართან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა და პერსპექტივები განიხილა. მხარეებმა ყურადღება ეროვნული თავდაცვის გეგმის მომზადების პროცესში ლიტვის გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს. საუბარი „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციის განხორციელებას, წვევამდელთა პროგრამის მიმდინარეობის, ასევე რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ამოქმედების საკითხებს შეეხო. თავდაცვის მინისტრმა და ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო სწავლებებში ქართველი და ლიტველი სამხედროების მონაწილეობის, ასევე სამხედრო განათლების სფეროში შესახებაც იმსჯელეს.

    შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი და ლიტვის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

    ლიტვის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ხვალ დასრულდება.

  • გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება

    საქართველოს პირველად ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს. ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

    საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნების ფონზე დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ვიზიტი მინისტრების შეხვედრით გაგრძელდა. ლევან იზორიამ კოლეგას გერმანიის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის და სამომავლო პერსპექტივების საკითხები განიხილეს. მინისტრებმა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანელ კოლეგას ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებაც მიაწოდა, რომლის განხორციელებასაც ქართული მხარე აშშ-სთან ერთად 2018 წლიდან იწყებს. საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით გერმანული მხარის მიერ გაწეულ დახმარებასაც შეეხო.

    საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ურსულა ფონ დერ ლაიენის სტუმრობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB), რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური