როგორ გამოიყურება რუსკა მაყაშვილი მშობიარობის შემდეგ - მსახიობმა სამშობიარო დატოვა (ფოტო)

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 23:33

პოპულარული წამყვანი რუსკა მაყაშვილი რომელსაც რამდენიმე დღის წინ შვილი შეეძინა, სამშობიაროდან უკვე სახლში დაბრუნდა. რუსკა როგორც ყოველთვის სამშობიაროდან გამოსვლის დროსაც მხიარულ ხასიათზე იყო. ფოტოს „ნიჭიერის“ ფეისბუკგვერდი ავრცელებს:

„ყველაზე ყოჩაღი რუსკა!

უკვე სამშობიაროდანაც გამოვიდა და სახლშია საყვარელ მეუღლესთან და უსაყვარლეს პატარა ილიასთან ერთად“- წერია „ნიჭიერის“ ფეისბუკგვერდზე

წაკითხულია 94 ჯერ

Related items

  • რუსკა მაყაშვილი ბიჭის დედა გახდა

    მსახიობი რუსკა მაყაშვილი ბიჭის დედა გახდა. პატარას ილია დაარქვეს.

    რუსკა მაყაშვილის რჩეული რაგბისტი სანდრო ნიჟარაძეა.

  • "იმედი მაქვს შეცდომაში შეგიყვანეს და ამიტომ მოგიწია სხვების მოტყუება'' - ნანუკა ჟორჟოლიანი რუსკა მაყაშვილს

    „ნიჭიერის“ სკანდალთან დაკავშირებით გამოხმაურებები გრძელდება, რუსკა მაყაშვილის მიერ ფეისბუკზე გავრცელებულ პოსტს, რომ პროექტი თავად „რუსთავი2“ -მა დახურა, რ2-ის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა:

    „Ruska Makashvili -იმედი მაქვს უბრალოდ შეცდომაში შეგიყვანეს და ამიტომ მოგიწია შენც სხვების მოტყუება, თითქოს ნიჭიერი დახურეს. ეს ასე არაა. ნიჭიერი უბრალოდ გადავიდა სხვა არხზე, უკეთესი შეთავაზების გამო. სიმართლე არ შეიძლება იყოს ორი, ან სამი. ის ერთია, რაც შეეხება პროექტს, მიყვარდა და მიყვარს.ისევე, როგორც შენ. სადაც არ უნდა იყო, ძალიან მაგარი ხარ“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • "4 თვე ფეხმძიმე უფასოდ ვმუშაობდი - რუსკა მაყაშვილი "ნიჭიერის" სკანდალზე

    მსახიობი რუსკა მაყაშვილი მისი "რუსთავი 2"-დან ტელეკომპანია "იმედში" გადასვლასთან დაკავშირებულ კრიტიკას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

    „დავიწყეთ „ნიჭიერი" და ძალიან მარტივად ერთხელ დავწერ და მეტი ამ თემას აღარ დავუბრუნდები! „რუსთავი 2"-მა დახურა ყველა მთავარი შოუ, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადგა და დახურა იმიტომ, რომ მთავარი და პრიორიტეტული ჩვენთვის პოლიტიკააო! ხოდა დამშვიდდით, დაწყნარდით, გადმოერთეთ „იმედზე" და უყურეთ ქვეყნის ყველაზე მაგარ შოუს, რომელზეც „რუსთავი 2"-მა თავად თქვა უარი! რაც შეეხება პოლიტიკას და „ვინმეისტობას", არასოდეს არავისი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები! მსახიობი ვარ, მიყვარს ჩემი საქმე და ვერანაირ პოლიტიკას ვერ შევწირავ! თუ რამე კითხვები გაქვთ პირდაპირ „რუსთავი 2"-ს ჰკითხეთ! მე ჩემს საქმეს მივხედავ!

    P.S ხოდა რაც შეეხება ფულს „X ფაქტორზე" 4 თვე ფეხმძიმე უფასოდ ვმუშაობდი, მარტო მე კი არა მთელი პროდაქშენი, რომელიც საუკეთესოა მთელს საქართველოში! სწორედ ეს სუპერ გუნდი აკეთებს „ნიჭიერს" იმედზე, სწორედ ამ სუპერ გუნდს „რუსთავი 2"-მა დაუხურა ქვეყნის მთავარი შოუები! გილოცავთ ახალ წელს!"- წერს რუსკა მაყაშვილი.

    შეგახსენებთ, მაყურებელს, შოუს ახალი სეზონის ხილვა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში შეეძლება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური