ევროკავშირის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 17:46

ევროკავშირის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში, 2017 წ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის რეპრეზენტატიული კვლევა საქართველოში, რომელიც დაფუძნებული იყო 1000 ადამიანთან პირისპირ ჩატარებულ ინტერვიუზე. ქვემოთ მოცემულია კვლევის  ძირითადი შედეგები - დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინფოგრაფიკებსა და ანგარიშებში ქვემოთ მოცემული ბმულების მეშვეობით.

კვლევის ძირითადი შედეგები

  • საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის ზრდის ტენდენცია აღინიშნება, სადაც მოსახლეობის 59%-ი  დადებითი აზრისაა ევროკავშირის შესახებ. აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
  • საქართველოს მოქალაქეთა 83% დადებითი აზრისაა ევროკავშირთან არსებული ურთიერთობების შესახებ - ეს მაჩვენებელი დაახლოებით 75% იყო შარშან, რაც საგრძნობლად აღემატება რეგიონში არსებულ იმავე საშუალო მაჩვენებელს - 61%-ს.  
  • საქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს, რაც აღემატებაგაეროს (56%) და ნატოს (54%) ანალოგიურ მაჩვენებლებს.
  • საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი (58%) კარგად არის ინფორმირებული ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და მათი თითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ეფექტურია (ეს მაჩვენებელი 59% იყო 2016 წელს, მაშინ როდესაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელი  53%-ს შეადგენდა).

ბმულები

2017 წლის ანგარიში, საქართველო  - ინფოგრაფიკა, საქართველო, 2017 წ: http://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2017-georgia  

რეგიონული მიმოხილვა (აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა): http://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2017-regional-overview

ზოგადი ინფორმაცია

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“  ინიციატივით 2017 წლის მარტი-მაისის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა. ყოველწლიური კვლევები უკვე მეორე წელია მიმდინარეობს, კვლევის პირველი ეტაპი კი 2016 წელს განხორციელდა. 

 

წაკითხულია 244 ჯერ

Related items

  • სერგი კაპანაძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

    პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგი კაპანაძეევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა. 

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას ევროინტეგრაციის გზაზე.

    შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების ხარისხზე, ზოგადად ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დაიძლიოს ეს გამოწვევები. ასევე ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

  • დაინიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში

    სექტემბრის დასაწყისში კარლ ჰარცელი დაინიშნა ევროკავშირის ელჩად საქართველოში.
    ქვეყანაში ევროკავშირის პირველი დიპლომატის რანგში ელჩი ჰარცელი ზედამხედველობას უწევს ორმხრივ ურთიერთობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ევროკავშირის წარმომადგენლობის საქმიანობას, მათ შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს და თანამშრომლობას.
    ის წარმოადგენს ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებს და  ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში უშუალო დაქვემდებარებაში მუშაობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გასატარებლად.

  • პრემიერ-მინისტრი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანს შეხვდა, რომელიც თბილისში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" გახსნასთან დაკავშირებით იმყოფება. 

    შეხვედრისას ხაზი გაესვა აღმოსავლეთ სამეზობლოში პირველი ევროპული სკოლის საქართველოში გახსნის მნიშვნელობას, რომელიც 6 ქვეყნის მოსწავლეებს მაღალი ხარისხის საბაკალავრო განათლებისა და ევროპულ კვლევებში საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომის მიღების შესაძლებლობას აძლევს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ევროკავშირს აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

    მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან დიალოგის ახალ - უმაღლეს ფორმატზე, რომლის პირველი შეხვედრაც, ევროკომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით,  ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება.

    საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე - საგზაო რუკაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას, თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

    დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის განვითარების მიმართულებით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის მიერ 45 მილიონი ევროს გამოყოფას, რაც სწორედ ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

    მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომპლექსურ დღის წესრიგზე, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  სივრცის შესახებ შეთანხმებების წარმატებით განხორციელებაზე, ასევე - ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • შეუერთდით „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას - განაცხადების მიღება დაწყებულია!

    ინიციატივა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ (YEAs)  იწვევს 18-25 წლის ახალგაზრდებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან განაცხადების შესატანად იმისათვის, რომ შეუერთდნენ საერთაშორისო ახალგაზრდულ მოძრაობას.  განაცხადები მიიღება 2018 წლის 12 სექტემბრამდე. სულ შერჩეული იქნება ინიციატივის 100 ახალი მონაწილე.

    „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ არიან აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც  სრულყოფილად ფლობენ ინგლისურ ენას და არიან ევროკავშირის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის მოქალაქეები. ისინი იცნობენ ევროკავშირის საქმიანობას საკუთარ ქვეყანაში და დაინტერესებულები არიან საკუთარ ქვეყანასა და ევროკაშირს შორის პარტნიორობის იდეის პოპულარიზაციით.

    "ახალგაზრდა ევროპელი ელჩების" ინიციატივაში მონაწილეობამ ჩემთვის უფრო მკაფიო გახადა მისი, როგორც ღია პლატფორმის მნიშვნელობა იდეების, ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ეს ყველაფერი ერთად საერთო ევროპულ მომავალს ჰქმნის", - ამბობს ნინო გოზალიშვილი.

    წარმატებული კანდიდატები, რომლებიც გაივლიან შერჩევას,  ჩაერთვებიან სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებაში, რომლებიც ორიენტირებულია დიალოგის განვითარებაზე  სხვა ქვეყნების ახალგაზრდობასთან; ისინი ასევე იქნებიან საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდობის წარმომადგენლები საზღვარგარეთ. ისინი გაუზიარებენ სხვებს გამოცდილებას და ცოდნას ევროკავშირის პროგრამების და ინიციატივების შესახებ, განიხილავენ ახალგაზრდების განათლების და დასაქმების საკითხებს, განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივებს საკუთარი ქვეყნების და მთელი რეგიონის მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ არიან „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელის წამყვანი ძალა, რომელიც დღესდღეობით 3300 აქტიურ წევრს აერთიანებს.

     „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელის მიზანია გაზარდოს სოციალურად აქტიური ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ინფორმირებულები არიან ევროკავშირის პროექტების და ინიციატივების შესახებ საკუთარ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე ხელი შეუწყოს აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ახალგაზრდების თანამშრომლობას. ქსელმა საქმიანობა დაიწყო 2016 წლის ივნისში პროექტის „EU NEIGHBOURS east“  ფარგლებში.

    ინიციატივა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ წარმოადგენს ევროკავშირის პროექტის „ღია სამეზობლო - პარტნიორული კავშირების გაძლიერება კომუნიკაციის გზით: ადამიანებს შორის ურთიერთობა აღმოსავლეთ პარტნიორობის საშუალებით“ („EU NEIGHBOURS east“) ნაწილს.

    დამატებითიინფორმაცია:

    https://www.euneighbours.eu/en/east/eu-in-action/youth/learn-more-get-involved

    https://www.facebook.com/groups/1762832023967493/

    შემოიტანეგანაცხადიდაგახდიახალგაზრდაევროპელიელჩი:

    https://docs.google.com/forms/d/1_VkQcLOGEIwOcYs0WD02zB2Okq6z7ZK8iTGV0u4FS-I/viewform?edit_requested=true

  • ევროპული სკოლის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი საქართველოში

    ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“ გაიხსნა, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

    21 დღის განმავლობაში ახალგაზრდები დასვენებასთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობაში ჩაერთვებიან, გაეცნობიან ახალგაზრდული ინიციატივების საუკეთესო მაგალითებს სხვადასხვა სფეროში, ასევე ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი ქვეყანა წარმოაჩინონ და ახალი მეგობრები შეიძინონ.

    პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური