„სტრასბურგში, პირველი სიის ჩავარდნას გაუგონარ პროცესებს ვუკავშირებ“ - თეა წულუკიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 13:29

იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნის საკითხი შეაფასა. მინისტრი პირველი სიის ჩავარდნას იმ პროცესებს უკავშირებს ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, რომლებშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა:

„პირველი სიის ჩავარდნას იმ გაუგონარ პროცესებს ვუკავშირებ ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, რომლებშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი გუშინაც კი, საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის პარალელურად მუშაობდნენ, მაგრამ საქართველოს ღირსეულმა კანდიდატებმა და ღირსეულთა შორის ღირსეულმა გუშინ აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო ევროპელი დეპუტატების,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

წაკითხულია 48 ჯერ

Related items

  • თეა წულუკიანი სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე განცხადებას აკეთებს

    მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი აღნიშნულზე კომენტარს აკეთებს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ 1 სექტემბერს მიმართა და ამჟამად საქართველო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება.

    "ჩვენი მხრიდან ყველაფერია სამართლებრივად გაკეთებული, რათა უკრაინის პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს ჰქონდეთ დოკუმენტაცია როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმალურადაც. პროცედურები დავიცავით და ველოდებით უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. თუ რას გადაწყვეტს უკრაინული სასამართლო, წინასწარ ვერავინ განჭვრეტს. თავად საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა ამოწურულია და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

    იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ერთადერთი, ვისთვისაც საინტერესოა სააკაშვილი, არის საქართველოს მთავარი პროკურატურა.

     

     

  • სტრასბურგში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

    საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს შენობაში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. 

    დამსწრეებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, თორბიორნ იაგლანდმა მიმართეს.

    „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე შექმნილი ქეთი მატაბელის და გიორგი გუგუშვილის ნამუშევრები საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს ევროპული კონვენციის ხელმოწერიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად გამოიფინა.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობისა და მაღალი რანგის შეხვედრების გამართვის პარალელურად, ქართველი დეპუტატები კულტურულ ღონისძიებებსაც მასპინძლობენ.

     

  • თეა წულუკიანი ვიზალიბერალიზაციაზე

    „მთავარია, ის, რომ შედეგი მაინც პოზიტიურია,“ - ასე აფასებს თეა წულუკიანი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების ფაქტს.

    საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, მთავრია, რომ ევროპარლამენტში მწვავე დებატების მიუხედავად, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის კუთხით, პოზიტიური შედეგი დადგა.

    „ვიხილეთ მწვავე დებატები ევროპარლამენტში, ვიხილეთ საქართველოს და მისი სამომავლო პერსპექტივის მხარდამჭერი ძალიან სერიოზული განცხადებები ევროპარლამენტარებისგან, თუმცა ვიხილეთ ისიც, რომ ეს მართლაც რთული პროცესი იყო, რაც ხელისუფლებამ გაიარა, რადგან არა ერთი ევროპარლამენტარი იყო წინააღმდეგი იმ გადაწყვეტილების, რომლის მისაღებადაც ჩვენ ხალხთან ერთად, საქართველოს მოსახლეობასთან და თითოეულ მოქალაქესთან ერთად, გავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები,“ - აცხადებს თეა წულუკიანი. 

  • მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა

    საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. პროექტი  მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.
     საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული  აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.
    ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.  დღეს მოქმედი რედაქცია არეგულირებს მხოლოდ ოჯახურ ძალადობას. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული ცვლილებებით ფართოვდება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და იგი მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც; კერძოდ: შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში. შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის უქმდება მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. შემაკავებელი ორდერი პოლიციელის მიერ მისი გამოცემისთანავე შევა ძალაში, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის შემთხვევაზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. თუკი მოქმედი კანონმდებლობით ოჯახური ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, ასევე, დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში ეძლევა 30-დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლ ქალზეც. ძალადობის მსხვერპლი ქალი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა. სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია. ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებას აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი ძალადობის მსხვერპლის მიმართ არსებობდა. „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით, ვალდებული იქნება, ძალადობის მსხვერპლ ქალს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.

    ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია, სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. იმ პირების მიმართ, რომლებსაც, ზოგადად, პროფესიული საქმიანობის განხორცილებისას კონფიდენციალობის ვალდებულება ეკისრებათ (ექიმები, მასწავლებლები, ადვოკატები), განისაზღვრება საგამონაკლისო შემთხვევა − აღნიშნულ პირებს ეს ვალდებულება არ შეზღუდავთ, რომ კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევის თაობაზე, თუკი არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. მასწავლებელი და მანდატური ვალდებულნი იქნებიან, სკოლის დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირსაც მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე. 

    ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან ეკრძალებათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება; ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში, მას იარაღი ჩამოერთმევა.
    სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ადევნება განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი; ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ეს ქმედება  ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.
    აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება იძულებითი სტერილიზაციაც. კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისათვის, შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.

    სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 1332-ე მუხლიც, რომელიც ითვალისწინებს ქალთა გენიტალიების დამახინჯების კრიმინალიზაციას. ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა. ქალთა გენიტალიების დამახინჯება ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.

    იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

    მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების კანონად მიღების შემდეგ ქალთა უფლებები საქართველოში  ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული, საქართველოს კანონმდებლობა კი შესაბამისობაში მოვა  სტამბულის კონვენციასთან, რომელიც ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ჩამოაყალიბონ  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები. კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნით იქმნება ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედებათა განხორციელებასთან  დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ კონვენციის მოთხოვნების დაცვას.
     
     

  • ფოტოები, რომელმაც საზოგადოება თეა წულუკიანის ორსულობაზე აალაპარაკა

    როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გათხოვდა. თეა წულუკიანი 41 წლისაა, მისი რჩეული ნუგზარ კაკულია - 32 წლის. 

    მინისტრის მეუღლე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორია. ნუგზარ კაკულია სასწავლო ცენტრს 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 12 სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა.

    როგორც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, "ნუგზარ კაკულია 1984 წელს თბილისში დაიბადა. აქვს მენეჯერული მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება. არის მარკეტინგის ანალიტიკური მიმართულების სპეციალისტი. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულები კარატეში, არის შავი ქამრის მფლობელი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

    Rating

    რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, რომელმაც საზოგადოებას გაუჩინა ეჭვი, რომ მინისტრი ფეხმძიმედაა. 

    წულუკიანი ორსულად არის? კითხულობენ ფოტოს კომენტარებში.



    RatingRating




     

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური