ლიბერთი ბანკი შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ხელშეწყობას განაგრძობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 13:19

დღეს, ლიბერთი ბანკის დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი რეჰაბის დირექტორმა დავით შველიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაგრძელებას მოაწერეს ხელი.

მემორანდმუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი 2017 წლის ბოლომდე განაგრძობს სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობლობის სტატუსის მქონე იმ ბენეფიციარების რეაბილიტაციის დაფინანებას, რომლებიც ჯერჯერობით ვერ მოხვდნენ სახელმწიფო პროგრამაში.

შპს ,,ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი რეჰაბი“ 2016 წლის დეკემბერში დაფუძნდა და 2017 წლის 1-ლი კვარტალის ბოლოდან ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისა ქვეპროგრამებში.

ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, აღჭურვილია სათანადო სარეაბილიტაციო ინვენტარით და გააჩნია მკურნალობისათვის საჭირო ადაპტირებული გარემო.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისათვის, ჯერ კიდევ არასაკმარისი საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში ბენეფიციართა დიდი რაოდენობა ამ მომსახურეობით დღეისათვის ვერ სარგებლობს, რის გამოც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ დავიწყეთ კერძო სექტორში, განსაკუთრებით კი სოციალური პროგრამების განხორციელებაში აქტიურად ჩართული ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება და უნდა აღვნიშნო, რომ ლიბერთი ბანკის სახით ძალიან ღირსეული და ქველმოქმედი პარტნიორი შევიძინეთ. დღეისათვის მათ მიერ დაფინასებულია 200 ბენეფიციარის 6.600 პროცედურა და ბანკი 2017 წლის ბოლომდე განაგძობს მათი რეაბილიტაციის ხელშეწყობას“ - დავით შველიძე, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი რეჰაბის დირექტორი

„სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირების ხელშეწყობა. მათი უმრავლესობა ჩვენი ბანკის მომხმარებელია, აქიდან გამომდინარე, უშუალო შეხება გვაქვს მათ პრობლემებთან. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ადაპტირებული სერვისების შეთავაზება, მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის გამოვლენა და გამოყენება. შედეგის მისაღწევად ბანკი თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც კონკრეტული სერვისების მიწოდების გამოცდილება აქვთ“ - ალექსი ხოროშვილი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი

წაკითხულია 347 ჯერ

Related items

  • ლიბერთი ბანკი პენსიონერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს

    „ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც პენსიის მიმღები მომხმარებლები  სამედიცინო სერვისებს სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით მიიღებენ.

    განსაკუთრებული პირობებით ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები  2018 წლის ბოლომდე ისარგებლებენ და 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ ჩაიტარონ კვლევები გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების, სახსრების და სხვა მიმართულებებით.

    მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა სატელეფონო ცენტრის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 219 01 90. დაჯავშნილი ვიზიტისას აუცლებელია ლიბერთის სოციალური ბარათისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ადგილზე წარდგენა. ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია თითეული პაკეტის სრულად შეძენის შემთხვევაში. პაკეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. http://bit.ly/2KHlkKO

    „დღეიდან ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით  სარგებლობა მხოლოდ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს შეუძლიათ. „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას მარტივი პირობებით, წინასწარი ჩაწერის საფუძველზე სთავაზობს. პროგრამა 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება და წლის განმავლობაში „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე რეგიონების მაცხოვრებლები“ - განაცხადა ნიუ ჰოსპიტალის დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა.

    „სოციალური პასუხისმგებლობის  ახალი პროგრამის ფარგლებში აქტიურად ვაგრძელებ პროექტების შემუშავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

    მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვეზრუნა ჩვენი მომხმარებლების ამ სეგმენტზე და აუცილებელი სამედიცინო კვლევები სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით შეგვეთავაზებინა’ – განაცხადა „ლიბერთი“-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

  • ლიბერთი ბანკმა რებრენდინგი დაიწყო
    ლიბერთი ბანკის ახალ კორპორატიულ სტილზე წამყვანმა ბრიტანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა იმუშავეს.
    ლოგოსა და სახელწოდებაშიც „ლიბერთი ბანკი“ გამარტივდა და დარჩა მხოლოდ სიტყვა „ლიბერთი“.
    ლოგო მარტივი, უშუალო, კრეატიული და თანამედროვეა.  „ბ“ ასო განსაკუთრებით უსვამს ხაზს ახალ კონცეფციას - სიმარტივეს, გახსნილობას და თავისუფლებას.
    ახალი ვიზუალური სტილი ბანკმა 25 ივნისს სოციალურ ქსელებში ვიდეოთი გამოაქვეყნა. ვიდეო ერთგვარი ანონსია რებრენდინგის, რომელიც ლოგოთი დაიწყო და სამომავლოდ ყველაფერს მოიცავს - სერვის ცენტრებს, ციფრულ არხებსა და პროდუქტებს."
  • ლიბერთი ბანკი "გლობალური ფულის კვირეულს" შეუერთდა
    ლიბერთი ბანკმა  "გლობალური ფულის კვირეულის" (Global Money Week) ფარგლებში  საქართველოს  სამ ქალაქში,  ზუგდიდში, ქუთაისსა და ოზურგეთში  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შეხვედრები გამართა.
    ბანკის რეგიონალური ფილიალების მმართველებმა მოსწავლეებს  საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს, რომლის მიზანია მომავალ თაობებში ფინანსური განათლების ამაღლება.
    ,,ამ შეხვედრების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის შეგვექმნა ზოგადი წარმოდგენა ბანკზე, ფულზე და ფულის ხარჯვისა და დაგროვების თავისებურებებზე. ჩვენთვის სასიამოვნოა მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება საბანკო პროდუქტებისა და  მომსახურების შესახებ.  ძალიან საინტერესოდ წარიმართა მათთან დიალოგი, რომელიც იმედს ვიტოვებთ მათ სამომავლოდ დაეხმარებათ საკუთარი ფინანსები გონივრულად მართონ„ - განაცხადა გურიის რეგიონალური ფილიალის მმართველმა, გიორგი აბსარიძემ.
    „გლობალური ფულის კვირეული" (Global Money Week) საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ინიციატივით ყოველწლიურად, მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისება.
    აღნიშნული კვირეული საქართველოს ეროვნული ბანკის კოორდინირებით ტარდება და  წლევანდელი კვირეულის დევიზია „ფინანსური საკითხები მნიშვნელოვანია".
  • მარტივი იპოთეკური სესხი - ლიბერთი ბანკმა ახალი იპოთეკური სესხების გაცემა დაიწყო

    დღეიდან, ლიბერთი ბანკის კლიენტებს შეეძლებათ მარტივი და შეღავათიანი პირობებით იპოთეკური სესხის აღებანებისმიერი სახის უძრავი ქონების შესაძენად, ასაშენებლად ან გასარემონტებლად.

    მარტივი იპოთეკური სესხი გაიცემა ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. სესხი არ ითვალისწინებს გაცემის, მომსახურების და წინსწრებით დაფარვის საკომისიოებს - მსესხებელი გადაიხდის მხოლოდ პროცენტს, რომელიც ამავე დროსიქნება ფიქსირებული სესხის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში.

    მარტივი იპოთეკური სესხის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი მზად არის გაითვალისწინოს უძრავი ქონების გარდა, სხვამიზნობრიობაც. მაგალითად ავეჯის, საოჯახო ტექნიკის ან ავტომობილის შეძენა.

    მარტივ იპოთეკურ სესხთან ერთად, მსესხებელს შეეძლება 5 000 ლარამდე ლიმიტის მქონე საკრედიტო ბარათის მიღება.

    ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმიანობის დირექტორი, არმენ მატევოსიანი:

    ,,მე პირადად და მთელს ჩვენს გუნდს, გულწრფელად გვიხარია, რომ ბანკში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებისშემდეგ, მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ განახლებული, ნამდვილად შეღავათიანი და რაც მთავარიამარტივი პირობების მქონე იპოთეკური სესხი. იმედია, ეს სათანადოდ იქნება შეფასებული ჩვენი კლიენტების მხრიდან დადაეხმარება მათ თავიანთი საოცნებო სახლის შეძენაში ან არსებულ იპოთეკურ სესხზე პირობების გაუმჯობესებაში. ჩვენიგუნდი აქტიურად მუშაობს,  რომ თითოეულმა კლიენტმა სესხის კარგ პირობებთან ერთად, მაქსიმალურად კომფორტული დასწრაფი მომსახურება მიიღოს“. 

  • სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    13 მარტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

     მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი, 1 წლის განმავლობაში (2018 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 40-ზე მეტ მცირე საოჯახო ტიპის სახლის (35) და მიუსაფართა თავშესაფრის (6) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბანკმა ამ მიმართულებით საკმაოდ სოლიდური სახსრები გაიღო.

     „ლიბერთი ბანკისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობა, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითია კერძო სექტორის და სახელმწიფო უწყების თანამშრომლობისა. უკვე მესამე წელია ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფართა თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს ანაზღაურებს, რაც დიდი დახმარებაა იქ მცხოვრები ბავშვებისა და თავად სერვის–პროვაიდერებისათვის. გამოთავისუფლებული თანხა საშუალებას მოგვცემს 40 მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მიუსაფართა თავშესაფარში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სერვისები და ვიზრუნოთ ბავშვთა განვითარებაზე. მადლობა ლიბერთი ბანკს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისათვის“– აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ.

     ,,ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში 2018 წელსაც ვაგრძელებთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას. ამ პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ პროექტებს, რომლებიც კერძო სექტორიდან მხარდაჭერას და მატერიალურ თანადგომას საჭიროებენ - ჩვენ ვართ იქ სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით. ‘ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკი პენსიონერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს

ლიბერთი ბანკი პენსიონერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს

„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამ...

პოპულარული

« ივლისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური