11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 00:15

ვერძი
ხვალ თქვენი ორატორული და ორგანიზატორული შესაძლებლობები სრულად უნდა გამოიყენოთ, რადგან მხოლოდ თქვენ შეძლებთ, კოლეგები მეგობრული, კოლექტიური მუშაობის მნიშვნელობაში დაარწმუნოთ. თქვენი მცდელობის შედეგად, ჩამოყალიბდება ერთიანი, მონოლითური ორგანიზმი, რომელიც ნებისმიერ, ყველაზე რთულ დავალებასაც იოლად გაუმკლავდება. ნუ ეცდებით წარმატებული ექსპერიმენტის ოჯახში ჩატარებას, რადგან ამჟამად მისი წევრები ერთობისთვის განწყობილი არ არიან.

 

კურო
ხვალ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში დიდი წარმატება გელით. სამსახურში გაიგებთ, რომ პერსპექტიულ თანამდებობაზე დანიშვნის კანდიდატი ხართ. პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი, რაც თქვენთვის საინტერესო ადამიანს უკავშირდება. თქვენამდე მოვა ინფორმაცია, რომ ის ძველ სიყვარულს დაშორდა, რასაც თქვენკენ პირველი ნაბიჯის გადადგმად შეაფასებთ.

 

ტყუპები
ერთფეროვანმა გარემომ დაგღალათ და იმის ნაცვლად, რომ მოსაწყენი ცხოვრება გაიხალისოთ, სევდა შეგიპყრობთ და რაც ყველაზე ცუდია, ჯავრს გარშემომყოფ ადამიანებზე იყრით. გაითვალისწინეთ, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება სამწუხარო შედეგებს მოგიტანთ. შესაძლოა, მეუღლესთან სერიოზული კონფლიქტი წამოიწყოთ და ბრალი ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში დასდოთ. ამის შემდეგ თქვენს ქორწინებას სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

 

კირჩხიბი
ხვალ დიდი ცვლილებები გელით. გამორიცხული არაა, თქვენს სამსახურში გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც ადრე ახლო ურთიერთობაში იყავით. ექსპარტნიორთან ახალი ურთიერთობის დასამყარებლად, მას ძველი რომანის დავიწყებას შესთავაზებთ, თუმცა ამას თავად ვერ შეძლებთ და ემოციები, რომელსაც ოდესღაც განიცდიდით, ისევ დაგიბრუნდებათ.

 

ლომი
ჩვეულებრივი და სხვებისგან არაფრით გამორჩეული დღე გელით. იმდენი აუცილებლად მოსაგვარებელი საქმე დაგიგროვდათ, რომ თავის აწევასა და კოლეგებთან გასაუბრებას იშვიათად შეძლებთ. საღამოს სახლში, უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გაატარებთ. ამასთანავე, ყველა მათგანი საკუთარი საქმით იქნება დაკავებული, ამიტომ, ფაქტობრივად, მარტო იქნებით, რაც ძალიან სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ.

 

ქალწული
ხვალ რომელიღაც ახლობელ ადამიანთან დაკავშირებით, სასიამოვნო სიახლეებს შეიტყობთ. მისი წარმატება გულწრფელად გაგიხარდებათ, თუმცა, გულის სიღრმეში შურსაც იგრძნობთ. ალბათ, ამიტომ შეიკავებთ თავს ოჯახურ ზეიმზე დასწრებისგან, სადაც თქვენი ნათესავიც უნდა იყოს. თავის გასამართლებლად უამრავ მიზეზს გამონახავთ, თუმცა ზოგიერთი ნათესავი ბანკეტზე თქვენი არყოფნის ნამდვილ მიზეზს მაინც მიხვდება.

 

სასწორი
სასწორები წარსულში დაწყებული პრობლემის მოგვარებას ხვალ გააგრძელებენ. ოპონენტებთან მიმართებაში პირველ ნაბიჯს გადადგამთ, მაგრამ ის თქვენს ამ ქმედებას ვერ შეაფასებს. მასთან საუბრით მხოლოდ ერთ ადგილს დატკეპნით, სანამ ლაპარაკში ანეკდოტს ან სახალისო ისტორიას არ გაიხსენებთ. ეს მარტივად მოხსნის დაძაბულ ატმოსფეროს, მაგრამ გულზე შვებას ნამდვილად ვერ მოგანიჭებთ. მოგიწევთ, აღიაროთ, რომ თქვენ და თქვენი ოპონენტი არასდროს შერიგდებით.

 

მორიელი
მორიელები ხვალ შეცდომის გამოსწორებას შეეცდებიან. ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ თქვენმა პარტნიორმა იმ ტყუილის შესახებ დაივიწყოს, რომელიც რატომღაც საკუთარ თავს აკადრეთ. მეორე ნახევართან შერიგება ძვირად დაგიჯდებათ, თუმცა, შინაგან ჰარმონიას მაინც ვერ მიაღწევთ. იმისთვის, რომ თქვენს ურთიერთობაში სიმშვიდემ დაისადგუროს, სამუდამოდ მოგიწევთ ტყუილზე უარის თქმა.

 

მშვილდოსანი
ამ დღეს მშვილდოსნები კეთილ საქმეს ჩაიდენენ. დიდი ალბათობით, საკუთარი ნებით დაუთმობთ სარფიან შემოთავაზებას მეგობარს, რადგან მიიჩნევთ, რომ ეს მას უფრო სჭირდება, ვიდრე თქვენ. თქვენი მეგობარი შეაფასებს თქვენს ალტრუისტულ ქმედებას, თუმცა, შემოთავაზებაზე უარს იტყვის. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება.

 

თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ პროფესიონალიზმს მეტი ყურადღება დაუთმოთ. რთული საკითხის წინაშე აღმოჩნდებით, რომლის გულგრილად გადაწყვეტა სასურველი არ არის. თუკი ისე მოიქცევით, როგორც ნამდვილი პროფესიონალი და ამ დავალებას ფრიადზე შეასრულებთ, თანამდებობრივი დაწინაურება და პრემია გელოდებათ.

 

მერწყული
ვარსკვლავები არ გირჩევენ სიჯიუტის გამოჩენას მნიშვნელოვანი ოჯახური საკითხის გადაჭრის დროს. არანაირი თხოვნა და მტკიცება არ გადაგაფიქრებინებთ საკუთარ პოზიციას და თქვენი აზრით, ეს ერთადერთი ჭეშმარიტებაა. ოჯახის წევრებთან შეთანხმებას ვერ მოახერხებთ, თუმცა ეს ყველაფერი დროებითია. სამსახურებრივ საქმიანობაში ამგვარი პრობლემები არ გელოდებათ.

 

თევზები
სამუშაოს შესრულების დროს შეგიძლიათ, თამამად ჩართოთ კრეატივი. ამგვარ ექსპერიმენტს დადებითად არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი დირექტორიც შეაფასებს. პირად საქმეებში თქვენი თამამი ექსპერიმენტები სრულიად საპირისპირო შედეგს მოგიტანთ. თქვენი პარტნიორი უარს იტყვის თქვენს მხარდაჭერაზე, მოგიწყობთ სკანდალს და უპატივცემლობაში დაგადანაშაულებთ.

წაკითხულია 452 ჯერ

Related items

  • 17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    იყავით მეტად გაბედული. თქვენი განწყობა სამსახურის საქმეებსა და საყვარელი ადამიანის ქცევაზე იქნება დამოკიდებული. 

    კურო
    დაიცავით საკუთარი ინტერესები, მაგრამ იყავით დიპლომატიური. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

    ტყუპი
    დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ყურადღებას საჭიროებს ჯანმრთელობა. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველების მიმართ. 

    კირჩხიბი
    თავისუფალი გრაფიკით იმუშავეთ. შვილების მიმართ მეტად მომთხოვნი და ზოგჯერ მკაცრი უნდა იყოთ. საყვარელი ადამიანი თავის ერთგულებას დაგიმტკიცებთ. 

    ლომი
    პარტნიორებთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. 

    ქალწული
    მოთოკერთ ემოციები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცივი გონებით მიიღეთ. გამოგიჩნდებათ ადამიანი, რომელსაც გულს გადაუშლით. 

    სასწორი
    ყურადღება გმართეთ რუტინული საქმეების მოგვარებისას. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი შეხვედრა. ნუ იკამათებთ ახლობლებთან. 

    მორიელი
    ჩაინიშნეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა, რათა არაფერი გამოგრჩეთ. ერთგულ და გამოცდილ პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. 

    მშვილდოსანი
    ნუ იაქტიურებთ, მშვიდად დააკვირდით მოვლენებს. ზოგიერთი დეპრესიულ შემოტევას იგრძნობს. თუ ქრონიკული დაავადებებისადმი გაქვთ მიდრეკილება, მიიღეთ ზომები. 

    თხის რქა
    ადვილად იპოვით გამოსავალს ყველაზე რთული საქმიდან, სიტუაციიდანაც კი. კარგი დღეა ცოდნის გარშემო მყოფებისთვის გასაზიარებლად. 

    მერწყული
    ნუ გაართულებთ ურთიერთობას უფროსთან, კოლეგებთან, მშობლებთან. პოზიტივით განეწყვეთ. თუ ვიღაცამ ვერ გაგიგოთ, არ დაგეზაროთ, მისთვის საკითხი გასაგებ ენაზე აუხსნათ. 

    თევზები
    კარგი დღეა მგზავრობისა და მიმოწერისთვის. მეტი დრო დაუთმეთ უცხოელებთან ურთიერთობას. უცხო ენის შესწავლას. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით. 

  • 16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    რთული საკითხების მოგვარება და ზოგჯერ გარისკვაც მოგიწევთ. იყავით დაკვირვებული და გამოცდილი კოლეგების იმედი გქონდეთ. ნუ ხართ ზედმეტად ეჭვიანი.

     

    კურო

    დაეხმარეთ გარშემო მყოფებს სირთულეების დაძლევაში. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

     

    ტყუპი

    ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. თქვენს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული კარიერული წინსვლა, რეპუტაცია. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

     

    კირჩხიბი

    იყავით დაკვირვებული და მიზანმიმართული. გახსოვდეთ, რომ საკუთარ საქციელზე მხოლოდ თქვენ უნდა აგოთ პასუხი. მეტი ყურადღება გმართებთ შვილებისადმი.

     

    ლომი

    სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. მოერიდეთ დაპირისპირებას ნათესავებთან.

     

    ქალწული

    მეტად გულისხმიერი და ნაკლებად სარკასტული უნდა იყოთ. კარგი დღეა საქმიან პარტნიორებთან მიმდინარე საკითხების გასარკვევად.

     

    სასწორი

    მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. საკუთარ თავს უარს ნუ ეტყვით სიამოვნების მომნიჭებელ წვრილმანებზე. ყურადღება გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას.

     

    მორიელი

    გაუფრთხილდით საკუთარ თავს. იყავით დაკვირვებული და ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ითათბირეთ მხოლოდ ერთგულ ადამიანებთან.

     

    მშვილდოსანი

    ყურადღება მიაქციეთ დაწყებულ პროექტებს. გვერდით მხოლოდ გამოცდილი ადამიანები უნდა გყავდეთ. აკონტროლეთ ინსტინქტები და ემოციები.

     

    თხის რქა

    კარგად გათვალეთ ყოველი ნაბიჯი. ყური დაუგდეთ რჩევებს, მაგრამ ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გამონახეთ დრო შინაური ცხოველებისთვის, საოჯახო საქმეებისთვის.

     

    მერწყული

    დღეს ცხოვრებისეული გამოცდა გექნებათ ჩასაბარებელი სამსახურში, ახლობლებთან მიმართებაში. სიფრთხილე გმართებთ ემოციებთან და სიტყვებთან.

     

    თევზები

    იყავით მეტად დიპლომატიური, გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. დღეს გადაწყვეტილებები ცივი გონებით უნდა მიიღოთ.

  • 13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    მეტი მზრუნველობა გმართებთ ჯანმრთელობის, ახლობლების მიმართ. მოაწესრიგეთ საოჯახო საქმეები. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

    კურო

    გამოიძინეთ, მეტად დაისვენეთ. მეტად მოინდომეთ, რომ გაიუმჯობესოთ რომანტიკული ურთიერთობა.

     

    ტყუპი

    ზოგიერთი ინტერიერის შეცვლას გადაწყვეტს. მეტად იზრუნეთ მშობლებზე. საღამოს მეგობრებს შინ უმასპინძლეთ.

    კირჩხიბი

    მეტად დაისვენეთ. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის. დაგეხმარებიან საინტერესო და ზრდილობიანი ადამიანები.

     

    ლომი

    ახლობლები ვალდებულებებისა და საქმეებისგან გაგათავისუფლებენ და დასვენებას შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ დიეტას, გარდერობს, ინტერიერს.

     

    ქალწული

    იდეალური ადამიანები და საგნები მიიქცევენ თქვენს ყურადღებას. მოიმატებს სენტიმენტალურობა. განაწყენებულ მეგობრებს თავად შეურიგდით.

     

    სასწორი

    საიდუმლოს შენახვა უნდა შეძლოთ. დღეს შეიძლება რუხი კარდინალის რულიც შეასრულოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

     

    მორიელი

    ურთიერთობების დღეა. მეტად გამოავლინეთ ინტერესი ლიტერატურისადმი. კარგი დღეა მიმოწერის, მოლაპარაკებების, გეგმების განხილვისთვის.

     

    მშვილდოსანი

    გამოავლინეთ ინტელექტი, კარგი მანერები. მოერიდეთ ავანტიურობასა და ფეთქებადობას. კარგი დღეა საყვარელი ადამიანისთცის საჩუქრის შესაძენად.

     

    თხის რქა

    დღეს ბევრისთვის გმირი იქნებით. გააუმჯობესეთ მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობა. იყავით პრაქტიკული და დაკვირვებული.

     

    მერწყული

    იყავით მეტად მოსიყვარულე, ყურადღებიანი პარტნიორის მიმართ. ყურადღება გმართებთ კვების, დასვენების, ჯანმრთელობისა და ფინანსებისადმი.

     

    თევზები

    დილა დასვენებას დაუთმეთ. ნუ იკამათებთ ახლობლებთან. განსაკუთრებით, წვრილმანებზე. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული შეხვედრა დაუთქვით.

  • 12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    მეტი დრო დაუთმეთ რუტინული საქმეების შესრულებას. სამსახურში შეიძლება ორი რამის გამო დარჩეთ გვანობამდე: რომანი კოლეგასთან ან მეტი ფულის გამომუშავების სურვილი.

    კურო

    მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას. შეიძლება შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდეთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად რომანტიკული და უპრეტენზიო უნდა იყოთ.

    ტყუპი

    საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან მოერიდეთ უსიამოვნებას, განსაკუთრებით, ფულის გამო. ნუ ხართ ზედმეტად ეჭვიანი. საღამო შინ, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

    კირჩხიბი

    კარგი დღეა მგზავრობისთვის, საჩუქრების შესაძენად. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა შვილებთან და ახლო ნათესავებთან. მეტი დრო დაუთმეთ სახლის კეთილმოწყობას.

    ლომი

    გსურთ ყველას ასიამოვნოთ და საჩუქრებით აავსოთ. რის გამოც მოიმატებს გაუთვალისწინებელი ხარჯი. მეტი დრო დაუთმეთ საშინაო საქმეებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

    ქალწული

    ნუ ხართ გაღიზიანებული და ზედმეტად თვითდაჯერებული. დღეს საჭირო ადამიანებთან გელით შეხვედრა, რომლებისგანაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას შეძლებთ.

    სასწორი

    იყავით მიზანმიმართული, მაგრამ არა აგრესიული. მოერიდეთ ფიზიკურ გადატირთვას. სხვა დღისთვის გადადეთ ქირურგიული ოპერაციები. სანერვიულო მიმატებს სამსახურებრივი რომანის ან ფარული სასიყვარულო კავშირის გამო.

     

    მორიელი

    ნუ ხართ სარკასტული და ეჭვიანი. გარშემო მყოფებს მცირე არასრულყოფილება უნდა აპატიოთ. საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. ზოგიერთი ახალ მეგობარს გაიჩენს.

    მშვილდოსანი

    მოერიდეთ გადაწყვეტილების ცხელ გულზე მიღებას და ავანტიურას. იყავით მეტად დიპლომატიური, ღიმილიანი. გარშემო მყოფები ხშირად შეაქეთ, მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას.

    თხის რქა

    მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა მგზავრობისა და საზღვარგარეთ არსებული ბიზნესის გასაუმჯობესებლად. იყავით საქმიანი, მაგრამ ნურც რომანტიკას დაივიწყებთ.

    მერწყული

    ინტელექტის გამოვლების საშუალება მოგეცემათ. რთულ საკითხებსაც კი მარტივად მოაგვარებთ. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი. კარგი დღეა მკურნალობის დასაწყებად.

    თევზები

    ნუ აჩქარდებით, დაკვირვებულად იმოქმედეთ. გაფრთხილდით, რათა არავინ მოგატყუთ. გაერკვიეთ დეტალებში. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

  • 9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ და მეტი ნიჭი და შესაძლებლობა უნდა გამოავლინოთ. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

     

    კურო

    ფორტუნა თქვენ მხარესაა. ნუ იწუწუნებთ, ყველაფერს იდეალურად გაართმევთ თავს. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტი დიპლომატიურობა გმართებთ.

     

    ტყუპი

    საქმიანი შეხვედრებით დატვირთული დილა გელით. შუადღე საოჯახო საკითხების მოგვარებას დაუთმეთ; საღამო - რომანტიკულ პაემანს. გაუმხილეთ საყვარელ ადამიანს გრძნობები.

     

    კირჩხიბი

    მაინცდამაინც ნუ იტრაბახებთ საკუთარი მიღწევებით. განსაკუთრებით მოშურნეებთან. საღამოს ნათესავებს ოჯახური ვახშამი მოუწყვეთ.

     

    ლომი

    შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი პროფესიონალი ნიჭი. გარშემო მყოფები თქვენგან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას ელიან. საღამოს მეგობრებთან ერთად გაერთეთ.

     

    ქალწული

    საინტერესო დღე გელით, იღბალი საჩუქრებს გიმზადებთ. სამსახურის საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით და გართობისთვისაც დაგრჩებათ დრო.

     

    სასწორი

    სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, დარწმუნდით, რომ გავლენიანი მფარველები მხარს დაგიჭერენ. გაახალისეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

     

    მორიელი

    დღეს საკუთარი თავით იამაყებთ. ყველა დაგეგმილ საქმეს ადვილად გაართმევთ თავს. შეძლებთ დაწყებული პროექტების დასრულებას. რომანტიკული ნაცნობობა გელით.

     

    მშვილდოსანი

    მართალია, ყველაფერი იცით, მაგრამ დღეს პროფესიონალების, გამოცდილი ადამიანების რჩევებს უნდა დაუგდოთ ყური. გააუმჯობესეთ პირადი ურთიერთობა. საღამო საყვარელი ადამიანთან ერთად გაატარეთ.

     

    თხის რქა

    პოზიტიური და შრომისმოყვარე ხართ. კარგი დღეა პროექტების დასასრულებლად, საჭირო ინფორმაციის მისაღებად. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მზრუნველი.

     

    მერწყული

    ურთიერთობებისა და შეხვედრების დღეა. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. გამონახეთ დრო გართობისა და შოპინგისთვის.

     

    თევზები

    საშუალება მოგეცემათ გარშემო - სამსახურში, ოჯახში მეგობრული და პოზიტიური ატმოსფერო შექმნათ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუწყვეთ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური