საკონსტიტუციო ცვლილებები - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017 13:12

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

„ევროკავშირმა წლის დასაწყისშივე გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საფუძვლიანი შესწორებების შეტანა ფართომასშტაბიანი და ყოვლისმომცველი კონსულტაციების საფუძველზე წარიმართებოდა და განამტკიცებდა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ჩვენ მივესალმეთ საქართველოს პარლამენტის მტკიცე განზრახვას ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების გამართვისა და მისი რეკომენდაციების კონსტიტუციაში სრულად ასახვის შესახებ.

ევროკავშირის წარმომადგენლობა იზიარებს ვენეციის კომისიის გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეფორმა დაასრულებს საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესს.

მიუხედავად ზემოთქმულისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების გადავადებასთან დაკავშირებით. ასევე, კომისია გამოთქვამს რამდენიმე კონკრეტულ რეკომენდაციას რელიგიის თავისუფლების საკითხზე და მართლმსაჯულების სფეროში.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციურ ძალებსა და პროცესის სხვა მონაწილეებს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებს, ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს, რომ კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის საკითხზე უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სათანადოდ არ იქნა გამოყენებული.

ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით გამოვთქვამთ რწმენას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ერთგული დარჩება თავისი განზრახვისა, დაუშვას საარჩევნო ბლოკების შექმნა და შემოიღებს სამპროცენტიან ბარიერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის;

ასევე, გააუქმებს ბონუსს გამარჯვებული პარტიისთვის მას შემდეგ, რაც სრულად იქნება შემოღებული პროპორციული საარჩევნო სისტემა2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს ყველა შესაბამის პოლიტიკურ მოთამაშეს, გააგრძელონ ერთად მუშაობა ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესის დასასრულებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხულია 43 ჯერ

Related items

  • „ჩვენი საარჩევნო სისტემა არ ასახავს საზოგადოების განწყობას“ - ვახუშტი მენაბდე (ვიდეო)

     „ჩვენს კონტიტუციაში, ცხადია, არის დაუბალანსებელი მომენტები, თუმცა ეს იმიტომ, რომ პრემიერს აქვს იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ამ სისტემაში პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევას, ეს კიდევ უფრო დაუბალანსებელს გახდის ჩვენს კონსტიტუციას და კიდევ უფრო გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის როლს. დღეს ხალხი ირჩევს და არის თეორიული შანსი, რომ სხვა პოლიტიკური გემოვნების იყოს პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკური გემოვნების იყოს უმრავლესობა. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში მთლიანად ეს იქნება უმრავლესობის გემოვნებასთან თანხვედრაში მყოფი“ - განაცხადა კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ვახუშტი მენაბდე პასუხობს.

  • ,,ერთიანმა დემოკრატიულიმა მოძრაობა'' საქართველოში უბლოკო სტატუსის გამოაცხადებას მოითხოვს

    "ერთიანი დემოკრატიული მოძრაობა''   საქართველოში უბლოკო სტატუსის გამოაცხადებას მოითხოვს. გიორგი ახვლედიანმა პარტიის წევრებთან ერთად   პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოთხოვნა შეიტანა.  პარტიას ინიციატივის განსახლველად 200 000 ხელმოწერაა სჭირდება. 

  • დანიის უარი ევროკავშირს

    დანიამ უარი უთხრა ევროკავშირს უფლებაზე, დაიწყოს საზღვრების დამატებითი კონტროლი. ეს საკითხი გადაწყვიტა მოსახლეობამ. მოსახლეობის 53 პროცენტი ევროკავშირის დამატებითი რეგულაციების შემოღების წინააღმდეგია. 

    დანიის მემარჯვენე ცენტრისტულ მთავრობას ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირის სამართლის საყოველთაო დებულებების ამოქმედება სურდა, თუმცა დანიის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

  • რუსეთის მუქარა ნატო-ს და პასუხი დიდ ბრიტანეთს

    რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას მოსკოვი საპასუხო ქმედებებით უპასუხებს.პესკოვის თქმით, ნატო თავისი ქმედებებისთვის "გამოგოგნილ საბაბებს" იყენებს და ეს საბაბი "მოჩვენებითი" საფრთხეა რუსეთიდან. დიმიტრი პესკოვმა ასევე, "სამწუხარო" უწოდა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ.

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მაიკლ ფელონის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსული აგრესიისგან დასაცავად, ლონდონი რეგიონში მცირერიცხოვან სამხედრო კონტინტენგს გააგზავნის.

  • ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

    ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტმა), თავის პლენარულ სხდომაზე, ევროკავშირსა და  საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რატიფიცირების საკითხზე მომხსენებელი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი კლაუდია დურხშლაგი (ავსტრიის სახალხო პარტია - ÖVP) იყო. 

    რატიფიცირების პროცესს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურციც დაესწრო. ბატონმა კურცმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსთან ავსტრიის თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას და აღნიშნა რომ, საქართველოსთან ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას ეს ურთიერთობები თვისობრივად მაღალ დონეზე აჰყავს. 

    აღნიშნული შეთანხმება, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა, ა.წ. 30 ივნისს დაამტკიცა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური