საქართველოში ამინდი გაუარესდება - უახლესი დღეების პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017 10:44

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 - 11 ოქტომბერს საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

12 - 14 ოქტომბერს შედარებით გამოიდარებს. 15 ოქტომბრიდან კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

წაკითხულია 644 ჯერ

Related items

  • საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

    სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ორი დღის განმავლობაში ნალექია მოსალოდნელი. დღეს, დღის ბოლოდან 10 მაისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
    მათივე ცნობით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

  • ჯიპიაი ჰოლდინგმა ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება უკვე დაიწყო

    სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება  უკვე მობილური აპლიკაციის GPIMobile-ს მეშვეობით პატრულის გამოძახების გარეშეა შესაძლებელი

     9-10 მარტს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებისა და  ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ქოლ ცენტრში 20-ზე მეტი  განაცხადი დაფიქსირდა, რომელთა უმრავლესობა, 14 განაცხადი, ავტომობილებზე მოდის.  კომპანიის ანაზღაურების სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყო ზარალის შეფასებისა და დარეგულირების პროცესი. 

    დაზღვეული ავტომობილები ძირითადად  საგნების ვარდნის და ძლიერი ქარის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა.  „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ავტოდაზღვევის მფლობელებს, ამიერიდან, მსგავს შემთხვევებში, საშუალება ექნებათ პატრულის გამოძახების გარეშე, მობილური აპლიკაციის GPIMobile-ს მეშვეობით, დისტანციურად გააკეთონ განაცხადი და 1 დღეში აინაზღაურონ 1000 ლარამდე ზარალი.

    ძლიერი ქარის შედეგად  ასევე დაზიანდა   კომერციული ობიექტები  და კერძო საკუთრებაში არსებული სახლები, რომლებიც დაზღვეულია ქონებისა დაზღვევის პოლისებით.

  • დღეს საღამოდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 4 ივლისის დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება, რაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას, ქარს, დროგამოშვებით ძლიერს, ზღვაზე შტორმს, ელჭექს და ნალექებს გამოიწვევს. 5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აგრილდება, მოსალოდნელია ნალექი (უმეტესად დასავლეთ საქართველში), ზოგან ძლიერი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.

  • საქართველოში დღეს საღამოდან ამინდი გაუარესდება

    საქართველოში დღეს საღამოდან ამინდი გაუარესდება და 9 ივნისამდე წვიმაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში განაცხადეს, დღეს საღამოდან საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. კერძოდ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ელჭექის დროს ზოგან ქარის შკვალური გაძლიერება მოხდება. 
    აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მომატება.

  • საქართველოს ტერიტორიაზე თოვლია მოსალოდნელი

    "17 თებერვლამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე  ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი  შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით. გაძლიერდება ქარი დასავლეთის მიმართულებით.   მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი,"-  განუცხადა  newsday.ge-ს   გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დი...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური