წინა წელთან შედარებით საქართველოს საზღვარზე ვიზიტორთა რაოდენობა 20,9 %-ით გაზრდილია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 12:40

შინაგან საქმეთა სამინისტრო ,საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემებს აქვეყნებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2017 წლის სექტემბრის თვე 763 729 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 20,9 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 822 835 ვიზიტი განხორციელდა, რაც 19,2%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 783 594-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,8%- ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის სექტემბრის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 380 895 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,8%);

ბ) ტრანზიტი - 182 356 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 22,6%);

გ) სხვა - 200 478 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,7%).

2017 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ რუსეთიდან (+32%), აზერბაიჯანიდან (+15,6%), სომხეთიდან (+11,8%), თურქეთიდან (+10,5%), უკრაინიდან (+0,2%) და ირანიდან (+80%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა და იტალია (შესაბამისად 33%, 32%, 29%, 21%, 18%, და 16%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (35%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (93%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (30%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 26%-იანი ზრდა"- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხულია 360 ჯერ

Related items

  • 482,3 კარატიანი ზურმუხტის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტი

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. 

    გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ქვა - 482,3 კარატის ზურმუხტი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი ძვირფასი ქვა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. 

    საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

  • ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტი

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი,  სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.

    საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2017 წლის 09 თებერვალს, საბაჟო - გამშვები პუნქტი, ,,სარფის“ გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, მისი მართვის ქვეშ მყოფ ,,IVECO’’ - ს მარკის ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოში გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ცეცხლსასროლი იარაღები. საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ცეცხლსასროლი,  სანადირო და პნევმატური იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. 

    საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

  • საქართველოს საზღვარზე, გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2016 წელის, ოქტომბერში საქართველოს საზღვარზე,  გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვექნებს:

    2016 წლის ოქტომბრის თვე 527 157 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,5 %-ით მეტია.

    რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 406 188 ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,1%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს 2 372 351 განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 19,7% ით მეტია.

    ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის ოქტომბერში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

    ა) ტურისტი - 215 620 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 40,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 20,9%);

    ბ) ტრანზიტი - 121 511 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23%, კლება წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,6%);

    გ) სხვა - 190 026 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36,1%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%).

    2016 წლის ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-2,1%), აზერბაიჯანიდან (+10,1%), თურქეთიდან (-16,6%), რუსეთიდან (+13%), უკრაინიდან (+15,8%) და ირანიდან (+344,3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბერშიც გამოირჩნენ ლატვია, ლიტვა, გერმანია და იტალია (შესაბამისად 27%, 12%, 8%, და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (35%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (30%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (59%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 13%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

  • „როგორც კი თურქეთის შიგნით ჩვენი მოქალაქეების გადაადგილება იქნება უსაფრთხო, საზღვარს გავხსნით“

    დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საზღვრის გახსნა დამოკიდებულია ოპერატიულ მუშაობაზე და იმ მონაცემებზე, რასაც თურქეთიდან მივიღებთ. „როგორც კი საბოლოოდ მოხდება დადასტურება, რომ თურქეთის შიგნით გადაადგილება იქნება აბსოლუტურად დაზღვეული ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ არ შეექმნებათ საფრთხე, რა თქმა უნდა, გავხსნით საზღვარს. მე მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაგებით მოეკიდონ ყველაფერს. ეს არის პირველ რიგში, ზრუნვა მათთვის, მათი უსაფრთხოებისთვის და ამიტომ არის მიღებული ეს ზომები“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა

  • საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა  წარმოგიდგინა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემები გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

    2016 წლის ივნისის თვე 517 038 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,1 %-ით მეტია.

    რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 636 313 ვიზიტი განხორციელდა, რაც 12,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

    ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ივნისში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

    ა) ტურისტი - 1 011 458 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18,1%);

    ბ) ტრანზიტი - 521 746 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,8%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -2,8%);

    გ) სხვა - 1 102 887 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17%).

    2016 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+1,9%), სომხეთიდან (-3,9%), თურქეთიდან (-7,2%), რუსეთიდან (+4,4%) და უკრაინიდან (+35,3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, და საფრანგეთი (შესაბამისად 29%, 20%, და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (27%) და უზბეკეთი (31%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (39%) და მოლდოვა (22%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (95%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 23%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 9%-იანი ზრდა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური