გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 11:58

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

წაკითხულია 459 ჯერ

Related items

  • გიორგი მღებრიშვილმა არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა

    შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამატებითი ღონისძიებების განახორციელებას ითვალისწინებს. აღნიშნული ბრძანება ძალაში დღეს შევიდა.

    ბრძანების შესაბამისად, სამართალდარღვევების პრევენციის, ასევე, მათზე დროული და შესაბამისი რეაგირებისთვის, საქართველოს თითოეულ რეგიონში შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ მოსალოდნელი საფრთხეების გამომწვევი მიზეზების გამოვლენისა და რისკების მუდმივი შეფასებისათვის საპოლიციო ძალების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა დაგეგმვას და მათი ჩატარების ორგანიზებას.

    წელს, პირველად, შს მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან არჩევნების დღემდე, პასუხისმგებელი ჯგუფები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ:

    წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის სათანადო ზომების მიღებას, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებას, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსალოდნელია ძალადობა ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სხვაგვარი დარღვევა, რაც საფრთხეს უქმნის წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესს.

    კენჭისყრის დღეს - 21 ოქტომბერს პასუხისმგებელი ჯგუფები სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ:

    საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 59-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ტერიტორიული ჯგუფების მართვაში არსებული საპოლიციო ძალების მეშვეობით, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განახორციელებას, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისათვის.

    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში, საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მეშვეობით, კენჭისყრის შენობაში პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას.

    ბრძანება, ასევე, ითვალისწინებს პოლიციელთა ვალდებულებას, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი.

  • გიორგი მღებრიშვილი ყატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

    საქართველოს შსს-სა და ყატარის შსს-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.

    შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ყატარის სახელმწიფოს ელჩს, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ–ხალიფას შეხვდა.

    მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, ასევე, სამართალდაცვით და პოლიციური განათლების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების დეტალებზე იმსჯელეს, რომლებსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.

    გიორგი მღებრიშვილმა სტუმარს უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები.

    შს მინისტრი ყატარის სახელმწიფოს ელჩს საქართველოს შსს–ს მიერ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების მიზნით, საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ დონეზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ ესაუბრა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, 13 პარტნიორ ქვეყანაში პოლიციის ატაშეების წარგზავნამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის კუთხით.

  • ცესკოსა და შსს-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

    მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს 2017 წლის ოქტომბერში გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, უსაფრთხო საარჩევნო გარემო - ის პრიორიტეტი და აღიარებული საერთაშორისო სტანდარტია, რომლის უზრუნველყოფაც აუცილებელია არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

    „მშვიდობიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უმნიშვნელოვანესი საფუძველია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელშეწყობით, ცესკოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ამ მიმართულებით უფრო ეფექტური მომსახურება გაგვეწია ამომრჩევლებისთვის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არჩევნების უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა დონეზე, აკმაყოფილებდეს მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ამავდროულად, გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული ასპექტი და არსებული გამოცდილება. დღეს აქ სწორედ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ მემორანდუმის გაფორმებით კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ამ პრიორიტეტის მნიშვნელობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ საკითხისადმი სისტემური, პროფესიული მიდგომა და მკვეთრად გამიჯნული ფუნქციები უწყებებს შორის იყო შედეგის მომტანი. დღეს ამ დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ საჯაროდ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მზაობას უზრუნველვყოთ ყველასათვის საარჩევნო უფლების თავისუფლად განხორციელება  და უსაფრთხო საარჩევნო გარემო“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

    დოკუმენტი არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად მხარეთა თანამშრომლობას, ასევე ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს და ამ სამუშაო პროცესს მხარდაჭერას უწევს  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).

    „არჩევნების მაღალ დონეზე, დასავლური სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებისთვის უმთავრესი პირობაა საარჩევნო კანონის მაქსიმალურად დაცვა, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნა. მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად დაგეგმვა და წარმართვა იქნება წინაპირობა იმისა, რომ 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

    აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველად გასულ წელს გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მხარეებმა 2016 წლის პარლამენტის არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებები, მათ შორის ტრენინგები და სამუშაო შეხვედრებიც გამართეს.

     

     

  • შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ხელოვნური წყალსაცავიდან ამოიტანეს

    შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი - "მი-8" ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური წყალსაცავიდან ამოიტანეს. საფრენი აპარატის წყლიდან ამოტანის სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სამაშველო ღონისძიებაში შესაბამისი მძიმე ტექნიკა იყო ჩართული.

    ვერტმფრენის წყლიდან ამოტანის პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი დაეწრო.

    შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს დღეს თბილისში, ექსპერტიზაზე გადაიტანენ.

    მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური წყალსაცავიდან წყლის აღების დროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა.

  • ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა

    საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი /მი-8/ ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დღეს დილით მოულოდნელად ჩამოვარდა. ვერტმფრენი რეზერვუარის ავსების მომენტში, წყალში ჩავარდა. 

    ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის 3 წევრი ჯერ ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამჟამად კი, თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში გადამოჰყავთ. სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მათ მძიმე დაზიანებები არ აქვთ. მათ მხოლოდ გარეგანი დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    ბორჯომის ხეობაში, წყლის რეზერვუართან, სადაც სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მივიდა. მინისტრი ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური