უკანალზე უნდა ვკოცნიდეთ ემიგრანტებს, რამეთუ წურბელებივით,მომჯდარი ვართ მათ ნაშრომზე - გოგი წულაია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 11:40

„სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს შექმნას სამუშაო ადგილები და სოციალურად დაუცველების რაოდენობა შეამციროს, თორე ქვეყანა ამდენს უკვე ვერ გაუძლებს,“ - ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის” მერობის კანდიდატმა ქუთაისში, გოგი წულაიამ, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი აზრით, ქუთაისში და ზოგადად საქართველოში ემიგრანტების დაბრუნება და მათი დაფასება აუცილებელია.

დასაბრუნებელია ემიგრანტებიც და მადლობა უნდა ვუთხრათ მათ და უკანალზე უნდა ვკოცნიდეთ, რამეთუ, წურბელებივით, პოლიტიკოსები მომჯდარი ვართ მათ ნაშრომზე. ისინი არჩენენ ამ წუთას სახელმწიფოს. თუ ვინმე რამეს ვჭამთ, ემიგრანტები აკეთებენ ამას, მათ დაბრუნებაზე უნდა ვიფიქროთ,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

„დემოკრატიული მოძრაობის” მერობის კანდიდატის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქუთაისში ყველა ბიუროკრატიული ხარჯი შემცირდება, გაიყიდება მერიის შენობა და გაიყიდება არასაჭირო მანქანები, ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ზედმეტი თანამშრომლებიც გათავისუფლდებიან.

წაკითხულია 7189 ჯერ

Related items

  • მონპელიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ღამეებს ღია ცის ქვეშ ათევენ

    საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოდან საფრანგეთის მონპელიეში უკიდურესი გაჭირვების გამო გაიქცნენ, ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ. ქუჩას "ქართველების კარვების" ქუჩა შეარქვეს.

    ქართველი ემიგრანტები იბრძვიან გადარჩენისთვის და ცდილობენ, ევროკავშირის წევრი ქვეყანა დაარწმუნონ, რომ თავშესაფარი მისცეს. მათი თქმით, საქართველოს დატოვება უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების გამო მოუწიათ.

    „იმის გამო წამოვედით, რომ ჩემი ძმა სამკურნალოა, საავადმყოფოში წევს. ოპერაცია გაუკეთეს. არ გვაქვს საცხოვრებელი, არ გვეხმარება არავინ. ვართ გარეთ,“- განაცხადა საქართველოს მოქალაქემ.

    ქართველი ემიგრანტების თქმით, მონპელიეში მათ აღარ იღებენ, ამის მიზეზად კი ისინი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ასახელებენ. მათ განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, რისი საფუძველიც არ აქვთ.

    „საცხოვრებელი სახლი საქართველოში არ გვაქვს, არც სამუშაო. ჩვენ ვითხოვთ მკურნალობას და დროებით გაჩერების უფლებას. აღარ იღებენ არავის იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენ პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვთ და საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ძალიან უჭირს ხალხს საქართველოში ცხოვრება.

    წყარო: რუსთავი 2

  • რეკომენდაცია ლიბიაში გამგზავრების სურვილის მქონე საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

    ლიბიაში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის  გამო,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ლიბიაში გამგზავრებისა და მის ტერიტორიაზე გადაადგილებისაგან, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო გზით, ვინაიდან ადგილზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, ქმედითი დახმარება გაუწიოს საქართველოს მოქალაქეებს ლიბიის ტერიტორიაზე.

  • ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

    როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები  უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ან უნდა იყვნენ რეგისტრირებული საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მათ 2018 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება ელექტრონულად, საკონსულოს ვებ-გვერდის საშუალებითაც შეუძლიათ - geoconsul.gov.ge.

    „რაც შეეხება საზღვარგარეთ განთავსებულ საარჩევნო უბნებს - ცესკო, საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში გეგმავს  საარჩევნო უბნების გახსნას. კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები შეიქმნება არაუგვიანეს 28 სექტემბრისა და მათი მისამართები დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებგვერდზე. მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ფუნქციონირებას, საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს ასევე შეეძლებათ საუბნო საარჩევნო კომისიებში მისვლა და საარჩევნო რეგისტრაციის გავლა.

    საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ონლაინ ჩათის მეშვეობით მომართონ ცესკოს ნებისმიერ საარჩევნო საკითხზე ან/და დაგვიკავშირდნენ სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე: +599 32 2 51 00 51“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

  • სასოწარკვეთილი ქართველი ემიგრანტის ისტორიის მოსმენის შემდეგ გერმანელმა მოსამართლემ გადაწყვეტილება შეცვალა

    სოციალურ ქსელში გერმანიაში მცხოვრები ხათუნა გეგეჭკორი, ქართველი ემიგრანტის შესახებ წერს.

    "მეგობარს სათარგმნელად წავყევი სასამართლოზე. შემოიყვანეს პატიმარი, წაუკითხეს ბრალდება - საბუთების გაყალბება, გერმანიაში შემოსვლა ყალბი პასპორტით, ბანკის ანგარიშის გახსნა ყალბი პასპორტით, სამედიცინო დაზღვევა ყალბი პასპორტით (გერმანიაში ეს არის ძალიან სეიოზული დანაშაული). პროკურორმა - განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის 1 წელი და 5 თვვე ციხეო, მერე ადვოკატმა დაიცვა და ბოლოს ქართველი პატიმარიც ასაუბრეს: ეს მქვია, ამ დროს დავიბადე, ეს სკოლა დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, მერე სამშობიაროში ვიმუშავე ექიმად, მერე სამსახური დავკარგე, ორი შვილი მყავს, ერთი ავადმყოფი, გავყიდე მანქანა და სახლი, მაგრამ მაინც ფული მჭირდებოდა, გერმანიაში პაკეტების დამტარებლად შემომთავაზეს ჯობი თუ ხორვატიული პასპორტი მექნებოდა და რა მექნა გავაყალბეო, ფოსტალიონად ვმუშაობდი და ბავშვებს ბინის ქირას ვუხდიდიო :( მერე პაუზა, მოსამართლე აჯამებდა მონაცემებს და ბოლოს თქვა, თქვენ რომ გერმანიში დაბადებულიყავით, ალბათ შეიძლება რომელიმე საავადმყოფოში მთავარ ექიმად გემუშავათო, რადგან სამწუხაროდ საქართველოში საშუალება ვერ იპოვეთ ავადმყოფი შვილისთვის მიგეხედათ, ევროპაში ფოსტალიონობა გადაწყვიტეთო, ეს სასოწარკვეთილი ადამიანის საქვიელიაო....და ბოლოს თქვა - თქვენს ადგილზე მეც ასე მოვიქცცეოდიო!!! პატიმარი ტიროდა, ყველამ თავი ჩახარა, მე სანამ ქვითინს ავტეხავდი, სასწრაფოდ დავტოვე დარბაზი...."- წერს გეგეჭკორი. 

    პოსტის კომენტარებში ვკითხულობთ, რომ მოსამართლემ ქართველი ემიგრანტი სასჯელისგან გაათავისუფლა. თუმცა, კანონის თანახმად მას გერმანიის დატოვება მოუწევს.

  • ათენში სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

    ათენში დღეს კონგოში დატყვევებული მფრინავის, სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია გაიმარა. ათენში ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტები სოსო ოსორაულის გამოსახულებიანი ფოტოებით შეიკრიბნენ და ამ ფორმით დატყვევებული საქართველოს მოქალაქის და მისი ოჯახის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. 
    აქციის მონაწილე ემიგრანტებმა შეკრებისა და ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შემდეგ , ათენში საქართველოს საელჩოს შენობასთან გადაინაცვლეს და დამცავ ღობეზე სოსო ოსორაულის ფოტოები გააკრეს, წარწერით: ,,ნუ გამწირავთ”, რითაც მათ საქართველოს ხელისუფლებას აქტიური მოქმედებებისა და მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებისკენ მოუწოდეს, რათა რაც შეიძლება მელე დაუბრუნდეს დატყვევებული სოსო ოსორაული საკუთარ ოჯახსა და ოთხ შვილს. 
    ორგანიზატორთა განცხადებით, აქციები პერმანენტული სახის იქნება და დატყვევებული ქართველი მფრინავის გათავისუფლებამდე გაგრძელდება .

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური