მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 11:38

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

"მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სატესტო რეჟიმის ფარგლებში, რომელიც მეტროს ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს, 29 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში, მეტროს მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს მეტროსადგურ „დელისამდე“.

გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით, რომლებიც იმოძრავებენ მეტროსადგური „დელისიდან“ ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის” -აღნისნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხულია 574 ჯერ

Related items

  • „საქართველოს რკინიგზა“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისებს ამატებს

    „საქართველოს რკინიგზა“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისებს ამატებს. როგორც რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისი-ზუგდიდის მიმართულებებით ახალი შემადგენლობა ემატება, ხოლო თბილისი-ოზურგეთის მიმართულებით - სხვადასხვა კლასის ვაგონები. 
    „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად სს „საქართველოს რკინიგზა“ 13 აპრილიდან ამატებს ახალ შემადგენლობას (№878/877) თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე.
    ოთხ ვაგონიანი ელექტრომატარებელი 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს შეასრულებს რეისებს. რეისები შესრულდება ახალი განრიგით. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 08:50 საათზე და ზუგდიდში ჩავა 14:15 საათზე, ზუგდიდან გამოვა 19:15 საათზე და თბილისში ჩამოვა 00:35 საათზე.
    ასევე, ღამის სამგზავრო მატარებელს თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (№602/601) და ღამის და დღის სამგზავრო მატარებლებს, რომლებიც მოძრაობენ თბილისი-ოზურგეთი-თბილისის (№654/653 და №12/11) მიმართულებით, ემატება სხვადასხვა კლასის სამგზავრო ვაგონები.
    ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.

  • "არ უნდა ჩახვიდე და მორჩა," - რომან გოცირიძე "მგზავრების" კონცერტის შესახებ

    ”მგზავრების” სანკ-პეტერბურგში ჩატარებული კონცერტის შესახებ, ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

    ”მგზავრებმა” სანკ-პეტერბურგში კონცერტისას მაყურებლებს 9 აპრილს დაღუპულებისადმი წუთიერი დუმილით პატივისცემის გამოხატვა სთხოვეს. ბევრმა ეს მათი რუსეთში გასტროლების გამამართლებელ არგუმენტად ჩათვალა, რაშიც არ ვეთანხმები. 

    როცა ადამიანები განსატვირთად, საღამოს ხალისიანად გასატარებლად მოდიან კლუბში, სადაც ჭამენ, სვამენ და ერთობიან, პოლიტიკურად არ უნდა დაუმძიმო დღე. ეს არაეთიკურია და საბჭოთა პროპაგანდის ნაირსახეობაა. 
    არ უნდა ჩახვიდე და მორჩა. 
    რუსეთში 80 პროცენტი პუტინისტია და არა ყველა. იქაც იბრძვის ხალხი. ამ კონცერტზეც არა მგონია პუტინისტები ყოფილიყვნენ უმრავლესობაში. ეს ჯგუფიც ეგზოტიკურია და სპეციფიკურ (კარგი გაგებით) მსმენელს თუ მოიზიდავს. რობი უილიამსზე ფაშისტიც მივა და ლიბერალიც. 
    ”ნუ ჩამიშხამე რა საღამო თქვენი კომპლექსებით”-ეს იქნებოდა მათი პირველი გაფიქრება.
    საბჭოთა წარსული მათაც დაგმობილი ექნებათ და არც გაიფიქრებდნენ, რომ რუსეთი დღესაც ოკუპანტია,"- წერს ექსპერტი.

  • შარმ-ელ-შეიხის რეისის ყველა მგზავრი დაღუპულია

    ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული ავიალაინერ „А-321» -ის ყველა მგზავრი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ეგვიპტის მთავრობა ავრცელებს. „რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტრეოფის შედეგად, არ არიან გადარჩენილები“, – ნათქვამია ოფიციალური ეგვიპტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
    ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაშველებმა კატასტროფის ადგილზე 100 გვამი აღმოაჩინეს, რომელთა შორის 17 ბავშვი იყო. რუსულ საინფორმაციო საშუალებებში ინფორმაცია იმის შესახებაც ვრცელდებოდა, თითქოს კატასტროფის ადგილზე დაშავებულთა ყვირილის ხმები ისმოდა, რომლებიც შველას ითხოვდნენ.რუგორც რუსული ტელეკომპანიები იუწყებიან, ეგვიპტის პრეზიდენტმა უკვე გამოყო 4 თვითმფრინავი, რათა დაღუპული რუსეთის მოქალაქეების ცხედრები ქალაქ ელ-მაადიდან ქაიროს გარეუბანში გადაიტანონ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 1 ნომბერი რუსეთში გლოვის დღედ გამოაცხადა.ეგვიპტური ახალი ამბების პორტალი „ალ-მასრი ალ-იაუმი“ წერს, რომ რუსულ ლაინერს ვარდნის დროს ცეცხლი ეკიდა. ადგილობრივი ჟურნალისტები თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მიწაზე დაცემამდე, თვითმფრინავის ძრავა იწვოდა.
    „ჩვენ დავინახეთ ლაინერი, რემელსაც ცეცხლი ეკიდა და მიწას დიდი სისწრაფით უახლოვდებოდა. ამის შემდეგ კი, საშინელება მოხდა“,- აცხადებს ეგვიპტელ ჟურნალისტებთან ტრაგედიის თვითმხილველი ადგილობრივი.ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ სამგზავრო თვითმფრინავი „A-321“ ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ -შეიხიდან დღეს დილით 06:21 საათზე აფრინდა. რეისი 9268-ის ბორტზე 217 მგზავრი (მათ შორის 17 ბავშვი) და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. 25 წუთის შემდეგ, ის რადარებიდან გაქრა. რუსულმა ავიალაინერმა კატასტროფა ეგვეპტეში, სინაის ნახევრაკუნძულზე განიცადა. უკვე ცნობილია თვითმფრინავის ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრთა ვინაობა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
    უკვე ცნობილია მომხდარი ავიაკატასტროფის პირველი ვერსიაც. ეგვიპტის ხელისუფლების განცხადების თანახმად, თვითმფრინავის ჩამოვარდნა ძრავის გათიშვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ლაინერმა მართვაზე კონტროლი დაკარგა. ეგვიპტის ხელისუფლებამ უკვე შექმნა სამთავრობო კომისია, რომელიც ტრაგედიის მიზეზებს გამოიძიებს.

  • ეგვიპტეში რუსული სამგზავრო ავიალაინერი ჩამოვარდა

    ეგვიპტის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შაბათს რუსული სამგზავრო ავიალაინერი Airbus-321 სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე 217-ი მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრთა შორის 17 ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა. წინასწარი მონაცემებით ყველა მათგანი დაღუპულია.
    რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 შარმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. აფრენიდან 23 წუთში თვითმფრინავი რადარების ეკრანებიდან მოულოდნელად გაქრა.

    სამძებრო ოპერაციაში ჩართულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ავიალაინერის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და დაადასტურეს თვითმფრინავის კატასტროფა.

    ეგვიპტური მედია წერს, რომ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა შარიფ ისმაილმა ავიაკატასტროფის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა და დღეს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა.

  • ფლორიდას შტატის საერთაშორისო აეროპორტში „ბოინგ-767“ ტიპის თვითმფრინავს, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა

    ფლორიდას შტატის საერთაშორისო აეროპორტში „ბოინგ-767“ ტიპის თვითმფრინავს, რომელიც ასაფრენ ზოლზე მოძრაობდა და ასაფრენად ემზადებოდა, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა.  შემთხვევის შედეგად 15 მგზავრი დაშავდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

    არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ვენესუელაში გასაფრენად ემზადებოდა და ასაფრენ ბილიკზე მოძრაობის დროს, თვითმფრინავის მარცხენა ძრავს მოულოდნელად ცეცხლი მოეკიდა. საბედნიეროდ მეხანძრეებმა ოპერატიულად იმოქმედეს და დროულად მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა და მგზავრების ევაკუაცია. როგორც ფედერალური საავიაციო სამმართველოს სარწმუნო წყარო იტყობინება, ლაინერის კაპიტანმა დროზე შეამჩნია, რომ თვითმფრინავის ავზიდან საწვავი იღვრებოდა.

    აღნიშნული ინციდენტის გამოსაძიებლად ფლორიდას შტატის აეროპორტში, უკვე გაემგზავრა ფედერალური საავიაციო სამმართველოს 4 წრმომადგენელი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური