ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული სალვადორ სობრალი რეანიმაციაში მოათავსეს

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017 13:29

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული, პორტუგალიელი მომღერალი , 27 წლის სალვადორ სობრალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება.

ესპანური მედიის ცნობით, სობრალი საავადმყოფოში გასულ კვირას მოათავსეს, მას შემდეგ რაც, პორტუგალიის ქალაქ ესტორილში, კონცერტის შემდეგ გულის შეტევა დაემართა.

 

ადგილობრივი მედიის განცხადებით, მას სასწრაფო ოპერცია სჭირდება. სალვადორ სობრალი ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა რიგში პირველია.

წაკითხულია 1213 ჯერ

Related items

  • მშობლების შეცდომები, რის გამოც ბავშვები რეანიმაციაში ხვდებიან

    საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ყოველდღიურად უამრავი ბავშვი ხვდება. ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების გამგე, რესპირაციული ასოციაციის დამფუძნებელი ბესიკ მაჭარაშვილი მრავალ პრობლემაზე გვესაუბრა. მათ შორის მშობლების დაუდევრობასა თუ შეცდომებზე და რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევაც მოგვცა...

    - ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხვდებიან ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაში, რა არის ყველაზე გავრცელებული საფრთხე?

    - ძირითადად, ბავშვები ინფექციური პათოლოგიების გამო ხვდებიან ჩვენთან. არსებობს სხვა შემთხვევებიც, მაგრამ ინფექციური პათოლოგიები ყველაზე ხშირია. გართულების შემთხვევაში რომელიმე სისტემის უკმარისობა იწყება. მაგალითად, სუნთქვის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ზოგადი შოკური მდგომარეობა და ასე შემდეგ...

    ყველაზე ხშირად, რა შეცდომას უშვებენ მშობლები ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?

     25 წელია რეანიმაციის გამგე ვარ. ზოგჯერ იმ ბავშვების მკურნალობა მიწევს, რომელთა მშობლები, ჯერ კიდევ ჩვილები, ჩემი პაციენტები იყვნენ... შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროის განმავლობაში არაფერი შეცვლილა... ზოგჯერ არსებობს დამოკიდებულება - ბავშვი მაინც გაიზრდება... ამიტომაც რეანიმაციაში პატარების მოხვედრის ხშირი მიზეზია დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, უყურადღებობა და ზოგადი განათლების დეფიციტი. პრობლემის შეფასების დეფიციტი, რაც უყურადღებობიდან და განათლების დეფიციტიდან გამომდინარეა... ზოგჯერ პირიქით ხდება და ბავშვებს ზედმეტად ელოლიავებიან. აქაც იგივე პრობლემაა, განათლების დეფიციტთან გვაქვს საქმე. მშობელს არ ევალება ექიმი იყოს, სამედიცო განათლება ჰქონდეს, მაგრამ ზოგადი განათლება უდავოდ მოიკოჭლებს საქართველოში. არ არის პრიორიტეტული ბავშვის სწორი მოვლა. ზოგჯერ ასეთებიც გვესმის, ბებიაჩემმა ასეთი მეთოდით ცხრა შვილი გაზარდაო... 

    წყარო: reitingi.ge

  • Visa-მ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ოფიციალური პარტნიორის რანგში საქმიანობა დაიწყო

    Visa უკრაინაში აწყობს ინოვაციების სტენდს ევროვიზიის სოფელში, რათა ნებისმიერ მსურველს მისცეს საშუალება გამოსცადოს Visa-სა და  პარტნიორი ბანკების ინოვაციური პროდუქტები

    კიევი, 10 მაისი, 2017 - Visa მოხარულია გამცნოთ, რომ დაიწყო საქმიანობა, როგორც ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ოფიციალურმა პარტნიორმა. ამასთან დაკავშირებით მან ევროვიზიის სოფლში ინოვაციების სტენდის გახსნის შესახებ განაცხადა.  სტენდი იფუნქციონირებს 4დან 14 მაისის ჩათვლით, 13:00 საათიდან 10:00 საათამდე, ევროვიზიის სოფელში, ხრეშატნიკის ქუჩაზე.

    სტენდზე განთავსებული იქნება უახლესი ინოვაციური უკონტაქტო Visa payWave -ის ტექნოლოგიები.  აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გამოსცადონ Visa-სა და  პარტნიორი ბანკების: PrivatBank, FUIB, Raiffeisen Bank Aval  და Oschadbank ინოვაციური პროდუქტები.

    მობილური აპლიკაცია უკონტაქტო NFC-გადახდებისათვის PrivatBank-სგან

    სტუმრებს საშუალება ექნებათ დაამატონ Visa ბარათი Privat24-ის მობილურ საფულეს და გადაიხადონ  უკონტაქტოდ თავიანთი სმარტფონის საშუალებით[1]. მომხმარებელს, რომელსაც არ გააჩნია Visa ბარათი, საშუალება ექნება მყისიერად გახსნას ევროვიზიის ბრენდირებული ბარათი, Visa დემო სტენდთან და ბარათის გახსნის შემდეგ მიიღოს საშუალება მოიგოს 99-დან ერთი SamsungGalaxy A5[2].

    «წინასწარ გადახდილი ბარათი» სტიკერის ფორმატში, უკრაინის საერთაშორისო ბანკისგან (FUIB)

    სტიკერის გამოყენება შესაძლებელია მობილურ ტელეფონზე ან სხვა ნებისმიერ მოწყობილობაზე, რაც მას უკონტაქტო გადახდის ინსტრუმენტად[3] აქცევს.

    Visa payWave - მყისიერი უკონტაქტო ბარათი Oschadbank-საგან

    თქვენ საშუალება გექნებათ დაუყოვნებლივ მიიღოთ Visa payWave უკონტაქტო ბარათი Oschadbank-საგან, ყოველგვარი საბუთებისა და ლოდინის გარეშე[4]. უფრო მეტიც, ყოველ 10 დღეში, Oschadbank -ის მიერ გაცემული Visa ბარათის მფლობელებს საშუალება ექნებათ მოიგონ ევროვიზიის ბრენდირებული პრიზები[5].

    მობილური აპლიკაცია უკონტაქტო გადახდებისათვის Raiffeisen Bank Aval-სგან 

    ევროვიზიის სოფლის ტერიტორიაზე, Visa ბარათის მფლობელებს საშუალება ექნებათ ისიამოვნონ არა მხოლოდ ევროვიზიის მონაწილეთა შესრულებით, არამედ ისარგებლონ სხვადასხვა შეთავაზებით. მაგალითად, შეიძინონ ევროვიზია 2017-ის პრენდირებული პროდუქცია, გადაიხადონ Visa ბარათით, სტიკერით ან Visa აპლიკაციის საშუალებით[6]  500 უკრაინული გრივნიდან (დაახლოებით 19 აშშ დოლარი) და მიიღონ 10%-იანი ფასდაკლება.

    ჩვენ ასევე მოგიწოდებთ გადაიღოთ ევროვიზიასთან დაკავშირებული ფოტოები ან ვიდეო და გაგვიზიაროთ ინსტაგრამის ან ტვიტერის საშუალებით ჰეშთეგით #visa2eurovision. საუკეთესო ფოტოები და ვიდეოები დაჯილდოვდება პრიზებით[7].

    მოდით ვიყოთ ერთ ტალღაზე!

    ინფორმაცია კომპანია Visa-ს შესახებ

    Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან      200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის გადამუშავებისათვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის გადამუშავება სულ რაღაც 1 წამის განმავლობაში; ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის პროვაიდერებისათვის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათების მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს  მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევენ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა მათ საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები.

    დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com


    [1] Android 4.4 ან შემდგომი საოპერაციო სისტემის მქონე სმარტფონი, რომელიც აღჭურვილია NFC ტექნოლოგიით

    [2] პრომო კამპანია გაიმართება ევროვიზიის სოფლის ტერიტორიაზე მხოლოდ 5-დან 13 მაისის პერიოდში, დეტალები იხილეთ privatbank.ua

    [3] უფრო მეტი დეტალები იხილეთ ვებ-გვერდზე https://about.pumb.ua/ru/presscenter/news/item/3017-pumb-visa-predstavlyayutj-pershij-v-ukran-platzhni?info

    [4] დამატებითი დეტალები იხილეთ ვებ-გვერდზე www.oschadbank.ua

    [5] პრომო კამპანია გაიმართება უკრაინის მასშტაბით, გარდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და ATO  ტერიტორიისა მხოლოდ 2017 წლის 25 აპრილიდან 30 სექტემბრამდე. კამპანიის დეტალების, წესებისა და შეზღუდვების შესახებ იხილეთ Oschadbank-ის ვებ-გვერდი (www.oschadbank.uawww.promo.oschadbank.ua)

    [6] პრომო კამპანია გაიმართება ევროვიზიის სოფლის ტერიტორიაზე მხოლოდ 4-დან 14 მაისის პერიოდში

    [7] პრომო კამპანია გაიმართება მხოლოდ 4-დან 14 მაისის პერიოდში. კამპანიის დეტალების, წესებისა და შეზღუდვების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდი vi.sa/2eurovision

     

  • თამარა გაჩეჩილაძის ლოცვა ევროვიზიის სცენაზე გასვლამდე (ვიდეო)

    ქართველი კონკურსანტი თამარა გაჩეჩილაძე 2017 წლის ევროვიზიის ფინალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა. მისი საკონკურსო სიმღერა 10 რჩეულში ვერ მოხვდა.
    სცენაზე გასვლის მომღერლმა და საქართველოს წარმომადგენლებმა გულმხურვალედ ილოცეს. ლოცვის ამსახველი ვიდეო კი თამარამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

  • თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზია 2017-ის ფინალში ვერ გადავიდა

    ქართველი კონკურსანტი თამარა გაჩეჩილაძე 2017 წლის ევროვიზიის ფინალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა. მისი საკონკურსო სიმღერა 10 რჩეულში ვერ მოხვდა.

    9 მაისს პირველი ნახევარფინალური ტური გადალახეს:

    მოლდოვა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სომხეთი, ავსტრალია, კვიპროსი, ბელგია.

  • თაკო გაჩეჩილაძე „ევროვიზიის“ დამთავრებამდე ფეისბუქს აუქმებს

    „ევროვიზია 2017“-ის ქართველი მონაწილე თაკო გაჩეჩილაძე ფეისბუქზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს. 

    „მოკლედ მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! ყველას უდიდეს მადლობას გეუბნებით ამხელა სიყვარულისთვის და სითბოსთვის!!!!! მიყვარხართ და ყველანაირად ვცდილობ მაქსიმალურად გასახელოთ!!! 
    მაგრამ არის ერთი ფაქტორი რომელიც აუცილებლად უნდა

    გავითვალისწინო! 

    მე ვარ ჩათვალეთ "ოლიმპიადაზე" და ისეთი სტრესია და ისეთ რეჟიმში ვარ, თქვენ ვერც ერთი წამითაც ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ მე საქმეს ბოლომდე მივიყვან!  თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ყოველი თქვენთაგანისგან, მხვდება კიდე ისეთი საშინელივ კომენტარები რომლებსაც ძალაუნებურად ვკითხულობ.... მთელი ევროპა და უკრაინა გიჟდება ჩვენზე ისე გვაქებენ და ქართველისგან - "ფუ რას გავს", ან "რას მღერის" ან "რა საშინელი სიმღერაა" ან "რა აცვია" უბრალოდ უხერხულია და ძალიან მტკივნეული წასაკითხია! 

    ეს უბრალოდ შეუგნებლობაა და პრინციპში მესმის, და ვერც გაგამტყუნებთ, რადგან არ იცით, აქ რა ხდება და რამხელა სტრესია და
    ამ დროს პირიქით მხარდაჭერის მეტი არაფერი მჭირდება, ამიტომ ვაუქმებ ფეისბუქს, სანამ მორჩება „ევროვიზია“! ასე ჯობია, ნამდვილად! მიყვარხართ!!! 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური