შავ ზღვაში მიგრანტების გემი ჩაიძირა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 22 სექტემბერი 2017 18:18

4 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ოცი გაუჩინარდა წუხელ თურქეთის შავი ზღვის წყლებში მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის საზღვრის დაცვის სამსახური ავრცელებს.

მაშველებმა, სულ მცირე, 38 მგზავრის გადარჩენა შეძლეს. მიგრანტებით დატვირთული გემი სტამბოლიდან 200 კილომეტრში, კეფკეფინის სანაპიროსთან ჩაიძირა.

გავრცელებული განცხადების თანახმად, მაშველებმა სიგნალი კომერციული გემისგან მიიღეს, რის შემდეგაც სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი და ორი გემი ჩაერთო.
გაურკვეველია სად მიემგზავრებოდა გემი. აქამდე არ გავრცელებულა ინფორმაცია მგზავრების ეროვნების შესახებ.

წაკითხულია 260 ჯერ

Related items

  • "ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება გააძლიერებს უსაფრთხოებას შავ ზღვაზე"

    "ნატოს მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა" - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში გამართული ნატო-ს მინისტერიალი, სადაც შეთანხმდა ახალი მიმართულებები შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე, რომელზეც ალიანსი იმუშავებს საქართველოსა და უკრაინასთან.

    მინისტრის განცხდებით ქართულმა მხარემ მინისტერიალამდე მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია პარტნიორებთან.

    „ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა, გამომდინარე იქიდან რომ მინისტერიალმა დაამტკიცა შესაბამისი პაკეტი, რომელიც მოიცავს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართულებით ქმედებებს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველომ ძალიან სერიოზული მუშაობა გასწია იმისათვის რომ მსგავსი სახის შედეგი მიგვეღო დღეს. მთელი წინა პერიოდის განმალობაში აქტიურად ვმუშაობდით ნატოელ პარტნიორებთან, რაც საბოლოოდ გამოიხატა კიდეც შედეგებში. მინისტერიალი საუბრობს უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე შავ ზღვაზე, გულისხმობს უფრო მეტი საზღვაო გემების ვიზიტს, ინფორმაციის გაცვლას, პერსონალის მომზადებას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში და ასევე ნატო თვისობრივად გაზრდის თავის ყოფნას შავი ზღვის აკატორიაში, რაც დამატებით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

    მან ასევე ყურადღება გაამახვილა მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციაზე, სადაც განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ღია კარის პოლიტიკას. დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რათა ჩვენი ქვეყნის პროგრესი ნატოსი ინტეგრაციის გზაზე, სათანადო გადაწყვეტილებებში იქნეს ასახული.

  • "შავი ზღვა-კასპიის ზღვის ახალი სატრანსპორტო დერეფანი მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა"

    "საქართველოს სურს, დააჩქაროს რეგიონული თანამშრომლობა და გააფართოოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, რაც შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონებში მდგრადი განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის მყარ საფუძველს შექმნის" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბუქარესტში გამართული ოთხმრივი მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    "sდავით ზალკალიანის შეფასებით,  საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქმენეთსა და რუმინეთს შორის მაღალი დონის დიალოგის დაწყება დროული ინიციატივაა და ის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ უკვე დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის სახელი. ამასთან, ის აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ პროექტებში, რომლებიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო მარშრუტების შექმნას ისახავს მიზნად.
     
    „ჩვენი მიზანია საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერება. საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მთავრობა უკვე შეუდგა მრავალმილიარდიანი პროგრამის განხორციელებას, რომელიც საკვანძო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის (მაგისტრალების, პორტებისა და სარკინიგზო სისტემების) განვითარებასა და მოდერნიზებას ემსახურება. გრძელვადიან პერსპექტივაში, გადაზიდული საქონლისა და გენერალური ტვირთების მოცულობის ზრდა კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას გვპირდება“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
     
    ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მინისტრმა შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შავი ზღვა-კასპიის ზღვის ახალი სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება. ზალკალიანის თქმით, ახალი დერეფანი მრავალმხრივი თანამშრომლობის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, რაც  რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უცვლელი წინაპირობაა. 
     
    ამ კუთხით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა განახორციელოს რეგიონთაშორისი კავშირების განმტკიცებაზე ორიენტირებული და ამბიციური პროექტები. „ჩვენ ვგეგმავთ ფოთის პორტის მოდერნიზაციას და ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის  განვითარებას PANAMAX-ის ტიპის მსხვილი ტონაჟის სატვირთო გემები მიღების, რეგიონის გავლით ტვირთნაკადების გაზრდისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის გამარტივების  მიზნით“ - აღნიშნა ზალკალიანმა.  
     
    მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროპასა და აზიას შორის მდგრადი კავშირის ხელშეწყობას  ევროკავშირი თავისი  სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევს და „ეს მიზანი ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში ფიზიკური ინტეგრაციის გაძლიერებას ემსახურება“. 
     
    „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ევროკავშირის  ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) მნიშვნელობა, რომლის გაფართოებაც TEN-T-ის აზიის ქსელთან დაკავშირებას ისახავს მიზნად“ - დასძინა მინისტრმა. 
     
    პრეს-კონფერენციის დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონების მდგრადი განვითარება ერთობლივ ძალისხმევაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, რეგიონულ თანამშრომლობას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და მას რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ხელშესახები შედეგები, ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა მოაქვს.
     
    2019 წლის 4 მარტს, ქ. ბუქარესტში,  საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თემებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.

  • ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

    ლიბიის აკვატორიაში, ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 30 მიგრანტი დაიხრჩო, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიის სახმელეთო დაცვა ავრცელებს.

    BBC-ის ცნობით, გემზე 500 მიგრანტი იმყოფებოდა, როდესაც იგი მოულოდნელად გადატრიალდა. წყალში 200-მდე ადამიანი ჩაცვივდა.

    მაშველებმა სამაშველო ოპერაცია მომხდარიდან მალევე დაიწყეს. ამ დროისთვის სულ მცირე 30 დაღუპულზე ვრცელდება ინფორმაცია.

    მიმდინარე წელს ამ გზით იტალიაში 50 ათასზე მეტი მიგრანტი შევიდა.

  • ფრანგები, გერმანელები და ბრიტანელები მემარჯვენე პარტიების წარმატების მიზეზს ხსნიან

    ამ პარტიების პოპულარობის გამომწვევ რამდენიმე ფაქტორს შორის, ფრანგებმა, გერმანელებმა და ბრიტანელების დიდმა ნაწილმა მიგრანტების დიდი რაოდენობა და წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკა დაასახელეს.

    გერმანელების მესამედზე (43%) მეტი მიიჩნევს, რომ ევროპაში მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ელექტორატისთვის მიცემული ცარიელი დაპირებებია. ანალოგიურ პოზიციას ემხრობა ბრიტანელების 33% და ფრანგების 45%. ასეთია „სპუტნიკ მნენიას“ გამოკითხვის შედეგები, რომელიც საინფორმაციო სააგენტო და რადიო სპუტნიკისთვის საერთაშორისო კვლევითმა კომპანია TNS Global-მა ჩაატარა. რესპონდენტებს კითხვა დაუსვეს, თუ რა არის ისეთი პარტიების რეიტინგის მიზეზი, როგორიცაა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), „ნაციონალური ფრონტი“ (საფრანგეთი) და დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია. ამ პარტიების პოპულარობის გამომწვევ რამდენიმე ფაქტორს შორის, ფრანგებმა, გერმანელებმა და ბრიტანელების დიდმა ნაწილმა მიგრანტების დიდი რაოდენობა და წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკა დაასახელეს. ფრანგების აზრი თანაბრად გაიყო: 45% მიიჩნევს, რომ ნაციონალისტების პოპულარობაზე იმოქმედა შეუსრულებელმა დაპირებებმა, ამდენივე პროცენტულმა მაჩვენებელმა კი ერთ-ერთ მიზეზად მიგრანტების არსებობა დაასახელა. გერმანელები მემარჯვენეების პოპულარობის ზრდას უფრო მიგრაციის დონით (52%) ხსნიან, ვიდრე ეკონომიკური პოლიტიკით (17%). ბრიტანელების თითქმის ნახევარმაც (49%) აღნიშნული პარტიების პოპულარობის მიზეზად მიგრანტების დიდი რაოდენობა დაასახელა.

    მიგრანტების ნაკადის ზრდაზე ძირითადად უფროსი ასაკის — 55 წლიდან 64 წლამდე — რესპონდენტები მიუთითებდნენ. ახალგაზრდობა კი მემარჯვენეების პოპულარობის ზრდას სოციალური რეფორმების გატარების შესახებ საზოგადოების მთხოვნით ხსნის.

    სპუტნიკისთვის გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანია TNS Global-მა 2017 წლის 16-22 თებერვლის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 3055-მა რესპონდენტმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან დადიდი ბრიტანეთიდან.

    ცნობა პროექტ „სპუტნიკ მნენიას" შესახებ: ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. სპუტნიკი – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. სპუტნიკი მოიცავს 30-ზე მეტ ენაზე ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. სპუტნიკის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

     

  • მოგვასმენინეთ თქვენი რეპორტაჟები

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ღია მედია ჰაბის პროექტმა გამოაცხადა კონკურსი საინფორმაციო პროდუქციის მხარდასაჭერად. ეს პროექტი საშუალებას მისცემს სატელევიზიო და ონლაინ-ვიდეო ჟურნალისტებს ევროპულ სამეზობლოში შექმნან ევროკავშირთან დაკავშირებული რეპორტაჟები. კონკურსი ღიაა მედია-პროფესიონალებისთვის საქართველოდან და მოლდოვადან, და ის რამდენიმე თვეში სხვა ქვეყნებსაც მოიცავს. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 5 მაისი.
    წარმატებული აპლიკანტები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას და პრაქტიკულ რეკომენდაციებს აუდიო-ვიზუალური ინფორმაციის, ვიდეო-ახალი ამბების, გადაცემების და ონლაინ პორტფოლიოს შესაქმნელად, ასევე ინფორმაციის შინაარსის გავრცელებისთვის. თხრობა ორიენტირებული უნდა იყოს შემდეგ საკითხებზე: უვიზო მიმოსვლა და ქვეყანაში ხელმეორედ შესვლის წესები, მიგრანტები და ლტოლვილები, მოსახლეობის გადაადგილება, განსახლება და/ან სახელმწიფო საზღვრები, და უნდა ასახავდეს ამ საკითხების ზეგავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე თვითმხილველთა ჩვენებების შეკრების და განვითარებული მოვლენების აღწერის საშუალებით.
    ამ პროგრამის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროპული სამეზობლოს მოქმედებების და ზეგავლენის შესახებ, ასევე საშინაო და ადგილობრივი ინტერესების განმტკიცება ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებში.

    წყარო: http://www.euneighbours.eu

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური