“Air Cairo" კაიროდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 22 სექტემბერი 2017 13:03

ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo", რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას კაირო-თბილისი-კაიროს საჰაერო ხაზზე იწყებს.

ავიაკომპანიის მიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის შესაბამისად, საქართველოსა და ეგვიპტის დედაქალაქებს შორის რეგულარული ფრენები 2017 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყება. ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა „Air Cairo"-ს 21 სექტემბერს მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ ახალი მიმართულების პარალელურად, ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში (ოქტომბერი-მარტი) ავიაკომპანია „Air Cairo" გააგრძელებს ფრენებს შარმ ელ შეიხიდან და ჰურგადიდან თბილისის მიმართულებით.

Air Cairo" წარმოადგენს "EGYPT AIR"-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Low Cost) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.

წაკითხულია 2136 ჯერ

Related items

  • ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებებით მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა

    ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებებით მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო სააგენტო იტყობინება.

    ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”-ი ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებით მორიგ ჩარტერულ რეისებს შესრულებს.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

    • 4 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
    • 6 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
    • 11 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
    • 18 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
    • 20 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
    • 25 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
    • 27 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

    ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:

    • 5 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
    • 12 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

    თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისი შემდეგი განრიგით შესრულდება:

    • 2 ივლისი, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15)

    ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება.

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 25 ივნისს მიენიჭა.

    დამატებითი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის.

    წყარო: http://www.gcaa.ge/geo/news.php?id=6509

     

  • ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილი რეისები არ შესრულდა

    ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ღამით დაგეგმილი რეისები არ შესრულდა. ფრენების გადადების გადაწყვეტილება ავიაკომპანია „ვიზეარისა“ და „არკიას“ ადმინისტრაციამუამინდობის გამო მიიღო. ფრენები თბილისის დროით 21:00, 06:15 და 11:45 საათებში უნდა შესრულებულიყო.

    არახელსაყრელი მეტეოლოგიური პირობების გამო ავიაკომპანია „ვიზეარმა“ მიიღო გადაწყვეტილებაგადაედო ვარშავის რეისი 5 იანვარს, 04:15 საათზე, ხოლო ქუთაისი- ვილნიუსის რეისი თბილისის შოთარუსთაველის სახელობის აეროპორტში შესრულდა.

    ვარშავის რეისით მიმავალი მგზავრები გადაყვანილ იქნენ სასტუმროში და ასევე უზრუნველყოფილ იქნენკვებით და ტრანსპორტირებით სასტუმრომდე.

    ამ ეტაპზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რეისების მიღება ისევ ფერხდება უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო.

  • კაიროს ერთ-ერთ რესტორანზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა-არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ეგვიპტის დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ტერორისტული შეტევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა, – ამის შესახებ ეგვიპტის უშიშროების ძალები იუწყებიან.
    ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით, თავდამსხმელმა რესტორანს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხნა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • კაიროს აეროპორტში ამანათებში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს

    ეგვიპტელმა სამართალდამცველებმა კაიროს აეროპორტში გერმანული კომპანია “დიეჩელის” ამანათებში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული ამანათი 10 კილოგრამამდე იწონიდა. ასაფეთქებელი მექანიზმების აღმოჩენა კი სკანირების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამანათები, დიდი ბრიტანეთის გავლით, შეერთებულ შტატებში გასაგზავნად იყო გამზადებული.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური