ნუ მოსთხოვთ, სასულიერო პირის შვილი ჩადრით დადიოდეს...“ - პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 22 სექტემბერი 2017 11:46

პეტრე კოლხი ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სხვისი განკითხვისაგან:

პეტრე კოლხი: ,,მორწმუნეებო", საბოლოოდ დაიმახსოვრეთ, რომ არავის ჩაცმის სტილი არ მოგვეკითხება... ყველა საკუთარ ქმედებებზე ვაგებთ პასუხს... მოვეშვათ სხვის უბეში ხელის ფათურს...

ნუ მოსთხოვთ, სასულიერო პირის შვილი ჩადრით დადიოდეს, ნურც კოჭებამდე კაბას დაელოდებით... გავიგოთ, რომ ეს არ არის სულიერი ცხოვრებისთვის გადამწყვეტი... უამრავი მინახავს ბოლომდე შეფუთული ორღობეში გულისწორთან ერთად... არც ასეთის განკითხვის უფლება გვაქვს... რბილში გვაქვს გამჯდარი ფარესევლური ქრისტიანობა... მთავარია გარედან ვინმემ დაკლი არ დაგვანახოს, შინაგანს არავინ კითხულობს... თუმცა, არც მოკლე კაბაა ნაკლი...

ნუ დავდივართ დათრგუნულები. ცოდვებისგან შეზღუდვას გვასწავლის უფალი და არა, გონებით შეზღუდულობას. მართლმადიდებლობა აზროვნების რელიგიაა...

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ვუმძიმებთ ერთმანეთს ცხოვრებას... არავის ჩაცმის სტილს არ ვეხები. არავინ გკითხავთ, რას ჩაიცმევს ჩემი შვილი...

მერე რა, რომ მღვდლის შვილია, მას საკუთარი არჩევანი აქვს... მადლობა ღმერთს, რომ პიროვნებად ყალიბდება და არასდროს ინტერესდება ნაჭრის სიგრძით და სიმოკლით...

თავი დაინდეთ, მოერიდეთ უშინაარსო განკითხვას...

წაკითხულია 2367 ჯერ

Related items

  • სამსჯავროზე ქრისტე გკითხავთ ჟურნალისტი იყავი თუ ქრისტიანიო - სასულიერო პირი მედიას მიმართავს (ვიდეო)

    “სამსჯავროზე ქრისტე გკითხავთ, ჟურნალისტი იყავი, პირველ რიგში თუ ქრისტიანიო. ისე აშუქებთ, ერთი მხარე გამოგყავთ გაუნათლებელი, მეორე კი პროგრესული”, – განაცხადა მღვდელმა დავით ნოზაძემ ლგბტ თემის აქციის კომენტირებისას.

    ლგბტ აქტივისტებმა ერთსაათიანი აქცია კანცელარიის შენობის წინ გამართეს. ღონისძიების მსვლელობისას უსაფრთხოებას სამართალმდაცველები უზრუნველყოფდნენ. უახლოესი ქუჩები კი გადაკეტილი იყო.

     

    წყარო: garb.ge

  • "ერის მოღალატეა ის ვინც ამას და მისნაირებს ელოლიავება!!!"- ლუჟკოვის განცხადებას სასულიერო პირები ეხმაურებიან

    განცხადებას, რომელიც საქართველოში მომლოცველი-ტურისტის სტატუსით ჩამოსულმა მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა გააკეთა, სოციალურ ქსელში სასულიერო პირები ეხმაურებიან. დეკანოზი ილია ჭიღლაძის თქმით ვინც ლუჟკოვსა და მის მსგავსებს ელოლიავება ერის მოღალატეა:

    „აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი სხვა ხალხებია და სხვა ქვეყნებად იყვნენ სჯობსო ეს უსინდისო იმპერიალიატი ლუჟკოვი რომ ამბობს და გვირჩევს ქართველებს ქართულ მიწაზე ჩამოთრეული, განა თათარსტანი, ციმბირის ხალხები, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ჩერქეზ-ადიღები, ბალყარები და ყარაჩაელები, ყალმუხები რუსები არიან და რუსეთის ისტორიული მიწებია??? რატომ არიან, ან უნდა იყვნენ ეს ხალხები და ქვეყნები რუსეთის შემადგენლობაში??? აი, რუსი ვანიას "ფილოსოფია": თვითონ ათობით ხალხის და ქვეყნის დამპყრობი, ჩვენ ისტორიულ ქართულ მიწებს გვართმევს და თან ჭკუას გვასწავლის... ამაზეა ზედგამოჭრილი სიტყვა- ღ ო რ ი!!! ერის მოღალატეა ის ვინც ამას და მისნაირებს ელოლიავება!!!“- წერს ილია ჭიღლაძე

    კრიტიკული განცხადებით გამოდის დეკანოზი თამაზ ლომიძეც, მისი თქმით თუ ქვეყანაში მთავრობა არსებიბს და კანონი კანონობს ლუჟკოვი ქვეყნიდან დაუყოვნებლივ და სამაგალითოდ უნდა იქნეს გაძევებული:

    „აი, თავხედი რუსი. დღეს გვეუბნება ამას ”სტუმრად” მყოფი ქართულ მიწაზე: "აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ....ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს."

    თუ მთავრობა არსებობს და კანონი კანონობს საქართველოში, გააძევეთ ქვეყნიდან დაუყოვნებლივ და სამაგალითოდ.“- წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

    შეგახსენებთ, საქართველოში მყოფმა მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური