"როგორმე მოვნახავ ქალს, რომელიც ისე მომივლის როგორც მე მესიამოვნება" - რას პასუხობს აჩი ფურცელაძე კრიტიკოსებს

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
პარასკევი, 22 სექტემბერი 2017 11:08

სოციალურ ქსელებში ბოლო ორი დღეა აქტიურად განიხილავენ მომღერალ აჩი ფურცელაძის განცხადებას, რომელიც მან ჟურნალ "სარკესთან" გააკეთა. ქართველი და რუსი ქალების შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო, მომღერალმა ქართველი ქალბატონების, და არამარტო ქალბატონების მხრიდან, მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. 

"კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქალბატონმა ელენემ, რომ ჩაძინება სეკვესტრია ქართველ გოგონებში და მოსავლელი ღმერთმა არ გამხადოს, მითუმეტეს თქვენნაირი ქალბატონის სიახლოვეში. გაიხარეთ, ძალიან მაცინეთ დილიდან მეც და ჩემი სამეგობროც. და ისე, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო. მაგრამ ცუდ გამგონს ვერ ეყოლება კარგი მთქმელი, ასე რომ... მიხედეთ თქვენს აშკარად დალაგებულ ცხოვებას, თქვენს ოჯახს. მე როგორმე მოვნახავ ქალს, რომელიც ისე მომივლის და დამაძინებს, როგორც მე მესიამოვნება. დამიჯერეთ, მერწმუნეთ ქალბატონო ელენა ეს ორმხრივი ემოციები და ქმედებანი იქნება. გმადლობთ, რომ გამოყავით თქვენი ძვირფასი დროის დამდენიმე წუთი და დამითმეთ მე "მოუვლელ" არჩილს ზურაბის ძე ფურცელაძეს. ღმერთი თქვენსკენ და საერთოდ გა-ვიხაროთ, ხალხნო, ერთმანეთის კარგად ყოფნით. მე კარგად ვარ გმადლობთ", - წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ქართველ და რუს ქალებზე საუბრისას, აჩი ფურცელაძემ აღნიშნა, რომ ქართველი ქალებისგან განსხვავებით, რუსმა ქალებმა იციან, "როგორ უნდა მოუარონ კაცს".

"ჩვენთან არ არსებობს ქალის ინსტიტუტი, თუ როგორ უნდა მოუაროს ქალმა კაცს. საქართველოში ურთიერთობებს რომ ვუყურებ, ეს დასკვნა გამომაქვს. რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ქართველი ქალები "გაბლატავებულები" არიან. დაამუღამეს გენდერული თანასწორობა და გითანაბრდებიან. რაღაც მომენტში უნდათ, რომ გაგასწრონ. "საკონტროლო პაკეტს" მაინც კაცი უნდა ფლობდეს 51% - კაცი, 49% - ქალი. რუს ქალებს მამაკაცთან ურთიერთობაში ეს ზღვარი აქვთ. ქალი კაცს სხვანაირად აღიქვამს, რაც ძალიან მომწონს... კაცმა ქალთან არ უნდა იჭიდაოს და ქალმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, ოღონდ მუშტის დარტყმით კი არა, თავისთავად უნდა ხვდებოდეს. ქალმა მეტი უნდა დათმოს. ქალი უფრო მეტად ამტანია ტკივილის, სიხარულის, ვიდრე კაცი", - განაცხადა აჩი ფურცელაძემ.

წაკითხულია 6417 ჯერ

Related items

  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის

    საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დაესწრნენ.

    თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე და საზოგადოებას გააცნო ის თემები, რომელზეც პარლამენტი მუშაობს, რათა გენდერული უთანასწორობით გამოწვეული პრობლემები დროულად იქნეს აღმოფხვრილი.

    „ჩვენს ქვეყანაში გენდერული უთანასწორობა გამოხატულია სხვადასხვა ფორმებით: არასათანადო სოციალური დაცვა, პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაცია სამსახურში, ოჯახური ვალდებულებების უთანასწორო განაწილება, არათანაბარი ანაზღაურება, ხელმიუწვდომლობა ქონებაზე, აქტივებზე, ფინანსურ სერვისებზე და ა, შ. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელიც კვლევებმა აჩვენა და რომელიც ქალებს ხელს უშლის ისე ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში, როგორც მამაკაცები. ის ქალებიც კი, რომლებიც არიან დასაქმებულები, მათაც ხვდებათ ეს უთანასწორო გარემო და უამრავი პრობლემა.

    პარლამენტში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო კონცენტრირებულია გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ვმუშაობთ მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ გენდერულად სენსიტიური ბიუჯეტი, ეს მნიშვნელოვანია რადგან გენდერული თანასწორობა სახელმწიფოს მიერ ამ უზარმაზარი რესურსის ხარჯვა იყოს იმგვარად გააზრებული, რომ რეალიზაციისთვის თანასწორ გარემოს ქმნიდეს, ამის მისაღწევად წლები დაგვჭირდება, თუმცა ჩვენ შევქმენით მეთოდოლოგია, რომელიც გადავეცით აღმასრულებელ ხელისუფლებას და რამდენიმე სამინისტრო იწყებს პილოტირებას და დანერგვას, შესაბამისად ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ იქამდე, რომ ეს ძალიან დიდი რესურსი, რაც არის სახელმწიფო ბიუჯეტი ისე იხარჯებოდეს, რომ მოხმარდეს თანასწორობის შექმნას ქვეყანაში.

    განსხვავება შრომის ანაზღაურებაში - ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო. ანაზღაურება ქალებსა და კაცებს შორის თანაბარი შრომისთვის არის ძალიან განსხვავებული, დაახლოებით 35%-იანი სხვაობა არის, ქალები იგივე სამუშაოსთვის იღებენ უფრო ნაკლებს, ვიდრე იღებენ მამაკაცები.

    შრომის კოდექსის ცვლილებები - ამ თემაზე განხილვები გვაქვს სხვადასხვა უწყებებთან, დამსაქმებელთა ასოციაციებთან, პროფკავშირებთან იმისთვის, რომ შევძლოთ და ისეთი ცვლილებები შევიტანოთ შრომის კოდექსში, რომელიც მეტნაკლებად ხელს შეუწყობს თანაბარი გარემოს შექმნას.

    სექსუალური შევიწროების საკითხი - ეს არის დისკრიმინაციის ფორმა, რომელიც, როგორც წესი, არის დაფარული, ადამიანები არ საუბრობენ, რომ მათ მსგავსი პრობლემები ხვდებათ სამსახურში, სირცხვილის თუ სხვადასხვა გრძნობის გამო, მაგრამ რეალურად ამ პრობლემის მასშტაბი არის ძალიან დიდი, ეს საკითხი ჩვენს კანონმდებლობაში არ არის დარეგულირებული და ვაპირებთ გარკვეული ვალდებულებების შემოღებას, რათა სექსუალური შევიწროება იყოს აკრძალული და რომ არსებობდეს მექანიზმები მასთან საბრძოლველად.
     
    ეს პრობლემები არის მხოლოდ ნაწილი იმისა, რომ მოხდეს ქალების ეკონომიკური გაძლიერება. ძალიან ბევრი კომპლექსური ღონისძიებაა გასატარებელი, და მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოსთან ერთად ბიზნესის და კერძო დამსაქმებლების მხრიდან შეიცვალოს დამოკიდებულება და ერთობლივი ძალისხმევით მეტი ადამიანი ჩავრთოთ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში, ქვეყნის დოვლათის შექმნაში და შედეგიც უფრო სწრაფად მიიღწევა. 

    პარლამენტი და გენდერული თანასწორობის საბჭო გახსნილია ამ თემების მიმართ და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ჩვენს მომავალ სამოქმედო გეგმებს ამ პრობლემებთან ბროლის კუთხით“, - განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

  • სამუშაო შეხვედრა DIB სკოლაში

    თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში პროექტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

    ღონისძიება შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის, ბრიტანეთის, ესპანეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელიც ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის პროექტის“ დაფინანსდებით ხორციელდება.  ამერიკელი, კანადელი, ავსტრალიელი, შვედი, ირლანდიელი, ბრიტანელი და ესპანელი ექსპერტები საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის საჭირო მოდელებსა და მეთოდოლოგიებს აცნობენ, რაც სამინისტროში ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

    DIB სკოლაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის, გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტისა და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები იღებენ.

    პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გუშინ ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში გაიხსნა. მასში მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და  ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, დოქტორი ჯეიმი შეა მიესალმნენ. პროექტის შესახებ კი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის წარმომადგენელმა, მეგან ბასტიკმაც ისაუბრეს. 

    სამუშაო შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) სამი დღე გაგრძელდება.

  • პროექტი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში"

    პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც მოწვეული სტუმრის სტატუსით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, დოქტორი ჯეიმი შეა დაესწრო. მინისტრმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორგანიზატორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად და ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროექტის“ დაფინანსებით ხორციელდება. საწყის ეტაპზე ყურადღება გენდერული კვლევების ჩატარებაზე გამახვილდება, მოგვიანებით, გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება ეთიკის, კეთილსინდისიერების, მოტივაციისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, კვლევების წარმოების კუთხით.
    სამუშაო შეხვედრაზე პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის წარმომადგენელმა, მეგან ბასტიკმაც ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ჩატარდება და სამი დღე გაგრძელდება.

  • მიხეილ ჩხენკელი გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

    მიხეილ ჩხენკელმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს სისტემაში დაგეგმილი სიახლეების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, გამოხატეს მზადყოფნა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ განათლების ყველა საფეხურზე სამოქალაქო განათლების კომპონენტის გაძლიერების, პროფესიული განათლების ხელშეწყობის, ახალგაზრდობისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, განათლების მიღების მეტი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

  • ქართველი ქალები „გაბლატავებულები“ არიან... - აჩი ფურცელაძე

    მომღერალი და შოუენი აჩი ფურცელაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ქართველ და რუს ქალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქათველი გალებისგან განსხვავებით რუსი ქალებმა იციან „როგორ უნდა მოუარონ კაცს“:

    „ჩვენთან არ არსებობს ქალის ინსტიტუტი, თუ როგორ უნდა მოუაროს კაცს. საქართველოსი ურთიერთობებს რომ ვუყურებ ეს დასკვნა გამომაქვს. რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ქართველი ქალები „გაბლატავებულები“ არიან. დაამუღამეს გენდერული თანასწორობა და გითანაბრდებიან. რაღაც მომენტში უნდათ, რომ გააგსწრონ. „საკონტროლო პაკეტს“ მაინც კაცი უნდა ფლობდეს 51% -კაცი, 49% -ქალი. რუს ქალებს მამაკაცთან ურთიერთობაში ეს ზღვარი აქვთ. ქალი კაცს სხვანაირად აღიქვამს, რაც ძალიან მომწონს... კაცმა ქალთა არ უნდა იჭიდაოს და ქალმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, ოღონდ მუშტის დარტყმით კი არა, თავისთავად უნდა ხვდებოდეს. ქალმა მეტი უნდა დათმოს. ქალი უფრო მეტად ამტანია ტკივილის, სიხარულის ვიდრე კაცი.“- აცხადებს აჩი ფურცელაძე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური