ქართველი ქალები „გაბლატავებულები“ არიან... - აჩი ფურცელაძე

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 17:40

მომღერალი და შოუენი აჩი ფურცელაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ქართველ და რუს ქალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქათველი გალებისგან განსხვავებით რუსი ქალებმა იციან „როგორ უნდა მოუარონ კაცს“:

„ჩვენთან არ არსებობს ქალის ინსტიტუტი, თუ როგორ უნდა მოუაროს კაცს. საქართველოსი ურთიერთობებს რომ ვუყურებ ეს დასკვნა გამომაქვს. რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ქართველი ქალები „გაბლატავებულები“ არიან. დაამუღამეს გენდერული თანასწორობა და გითანაბრდებიან. რაღაც მომენტში უნდათ, რომ გააგსწრონ. „საკონტროლო პაკეტს“ მაინც კაცი უნდა ფლობდეს 51% -კაცი, 49% -ქალი. რუს ქალებს მამაკაცთან ურთიერთობაში ეს ზღვარი აქვთ. ქალი კაცს სხვანაირად აღიქვამს, რაც ძალიან მომწონს... კაცმა ქალთა არ უნდა იჭიდაოს და ქალმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, ოღონდ მუშტის დარტყმით კი არა, თავისთავად უნდა ხვდებოდეს. ქალმა მეტი უნდა დათმოს. ქალი უფრო მეტად ამტანია ტკივილის, სიხარულის ვიდრე კაცი.“- აცხადებს აჩი ფურცელაძე.

წაკითხულია 8053 ჯერ

Related items

  • პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა

    გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ორგანიზებით, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, რომელიც პოლიტიკასა და არჩევნების პროცესში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ დისკუსიას დაეთმო. ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის და მთავრობის, ასევე პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის,საბინე მახლის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

    პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ფორუმის მნიშვნელობაზე, შეხვედრაზე განსახილველ თემაზე ისაუბრა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

    ქალთა ძალადობა პოლიტიკაში ეს ის საკითხია, რომელიც სამწუხაროდ, სიახლეს არ წარმოადგენს. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა და მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში ვხვდებით მსგავს შემთხვევებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ხელი შევუწყოთ ქალთა ჩართულობას და მათ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებას კი, პრევენციაზე ზრუნვა და დროული რეაგირება წარმოადგენს. აუცილებელია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა შეიმუშაონ შესაბამისი მექანიზმები, რაც პოლიტიკაში მოღვაწე ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას მოახდენს და მათ უფლებების დაცვა უზრუნველყოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ. 

    შეხვედრაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სახალხო დამცველის მოადგილემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელებმა, ასევე შვედეთის სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ნორვეგიის სამეფოს და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ისაუბრეს.

    შეხვედრა პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელზეც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ და პარლამენტის წევრებმა ნინო წილოსანმაირმა ინაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში მონაწილე ქალების მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმებსა და ინსტრუმენტებზე ისაუბრეს. საკანონმდებლო ორგანოდან მაღალი დონის შეხვედრას პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი და ეკა ბესელია დაესწრნენ.

    დისკუსიის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ საერთაშორისო გამოცდილებას და წარმატებული პრაქტიკის მაგალითებს გაეცნენ.

     

     
  • სამუშაო შეხვედრა DIB სკოლაში

    თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში პროექტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

    ღონისძიება შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის, ბრიტანეთის, ესპანეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელიც ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის პროექტის“ დაფინანსდებით ხორციელდება.  ამერიკელი, კანადელი, ავსტრალიელი, შვედი, ირლანდიელი, ბრიტანელი და ესპანელი ექსპერტები საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის საჭირო მოდელებსა და მეთოდოლოგიებს აცნობენ, რაც სამინისტროში ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

    DIB სკოლაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის, გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტისა და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები იღებენ.

    პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გუშინ ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში გაიხსნა. მასში მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და  ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, დოქტორი ჯეიმი შეა მიესალმნენ. პროექტის შესახებ კი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის წარმომადგენელმა, მეგან ბასტიკმაც ისაუბრეს. 

    სამუშაო შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) სამი დღე გაგრძელდება.

  • პროექტი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში"

    პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც მოწვეული სტუმრის სტატუსით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, დოქტორი ჯეიმი შეა დაესწრო. მინისტრმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორგანიზატორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად და ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროექტის“ დაფინანსებით ხორციელდება. საწყის ეტაპზე ყურადღება გენდერული კვლევების ჩატარებაზე გამახვილდება, მოგვიანებით, გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება ეთიკის, კეთილსინდისიერების, მოტივაციისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, კვლევების წარმოების კუთხით.
    სამუშაო შეხვედრაზე პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის წარმომადგენელმა, მეგან ბასტიკმაც ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ჩატარდება და სამი დღე გაგრძელდება.

  • მიხეილ ჩხენკელი გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

    მიხეილ ჩხენკელმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს სისტემაში დაგეგმილი სიახლეების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, გამოხატეს მზადყოფნა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ განათლების ყველა საფეხურზე სამოქალაქო განათლების კომპონენტის გაძლიერების, პროფესიული განათლების ხელშეწყობის, ახალგაზრდობისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, განათლების მიღების მეტი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

  • "როგორმე მოვნახავ ქალს, რომელიც ისე მომივლის როგორც მე მესიამოვნება" - რას პასუხობს აჩი ფურცელაძე კრიტიკოსებს

    სოციალურ ქსელებში ბოლო ორი დღეა აქტიურად განიხილავენ მომღერალ აჩი ფურცელაძის განცხადებას, რომელიც მან ჟურნალ "სარკესთან" გააკეთა. ქართველი და რუსი ქალების შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო, მომღერალმა ქართველი ქალბატონების, და არამარტო ქალბატონების მხრიდან, მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. 

    "კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქალბატონმა ელენემ, რომ ჩაძინება სეკვესტრია ქართველ გოგონებში და მოსავლელი ღმერთმა არ გამხადოს, მითუმეტეს თქვენნაირი ქალბატონის სიახლოვეში. გაიხარეთ, ძალიან მაცინეთ დილიდან მეც და ჩემი სამეგობროც. და ისე, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო. მაგრამ ცუდ გამგონს ვერ ეყოლება კარგი მთქმელი, ასე რომ... მიხედეთ თქვენს აშკარად დალაგებულ ცხოვებას, თქვენს ოჯახს. მე როგორმე მოვნახავ ქალს, რომელიც ისე მომივლის და დამაძინებს, როგორც მე მესიამოვნება. დამიჯერეთ, მერწმუნეთ ქალბატონო ელენა ეს ორმხრივი ემოციები და ქმედებანი იქნება. გმადლობთ, რომ გამოყავით თქვენი ძვირფასი დროის დამდენიმე წუთი და დამითმეთ მე "მოუვლელ" არჩილს ზურაბის ძე ფურცელაძეს. ღმერთი თქვენსკენ და საერთოდ გა-ვიხაროთ, ხალხნო, ერთმანეთის კარგად ყოფნით. მე კარგად ვარ გმადლობთ", - წერს მომღერალი.

    შეგახსენებთ, ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ქართველ და რუს ქალებზე საუბრისას, აჩი ფურცელაძემ აღნიშნა, რომ ქართველი ქალებისგან განსხვავებით, რუსმა ქალებმა იციან, "როგორ უნდა მოუარონ კაცს".

    "ჩვენთან არ არსებობს ქალის ინსტიტუტი, თუ როგორ უნდა მოუაროს ქალმა კაცს. საქართველოში ურთიერთობებს რომ ვუყურებ, ეს დასკვნა გამომაქვს. რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ქართველი ქალები "გაბლატავებულები" არიან. დაამუღამეს გენდერული თანასწორობა და გითანაბრდებიან. რაღაც მომენტში უნდათ, რომ გაგასწრონ. "საკონტროლო პაკეტს" მაინც კაცი უნდა ფლობდეს 51% - კაცი, 49% - ქალი. რუს ქალებს მამაკაცთან ურთიერთობაში ეს ზღვარი აქვთ. ქალი კაცს სხვანაირად აღიქვამს, რაც ძალიან მომწონს... კაცმა ქალთან არ უნდა იჭიდაოს და ქალმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, ოღონდ მუშტის დარტყმით კი არა, თავისთავად უნდა ხვდებოდეს. ქალმა მეტი უნდა დათმოს. ქალი უფრო მეტად ამტანია ტკივილის, სიხარულის, ვიდრე კაცი", - განაცხადა აჩი ფურცელაძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური