"4 თვე ფეხმძიმე უფასოდ ვმუშაობდი - რუსკა მაყაშვილი "ნიჭიერის" სკანდალზე

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 13:08

მსახიობი რუსკა მაყაშვილი მისი "რუსთავი 2"-დან ტელეკომპანია "იმედში" გადასვლასთან დაკავშირებულ კრიტიკას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

„დავიწყეთ „ნიჭიერი" და ძალიან მარტივად ერთხელ დავწერ და მეტი ამ თემას აღარ დავუბრუნდები! „რუსთავი 2"-მა დახურა ყველა მთავარი შოუ, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადგა და დახურა იმიტომ, რომ მთავარი და პრიორიტეტული ჩვენთვის პოლიტიკააო! ხოდა დამშვიდდით, დაწყნარდით, გადმოერთეთ „იმედზე" და უყურეთ ქვეყნის ყველაზე მაგარ შოუს, რომელზეც „რუსთავი 2"-მა თავად თქვა უარი! რაც შეეხება პოლიტიკას და „ვინმეისტობას", არასოდეს არავისი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები! მსახიობი ვარ, მიყვარს ჩემი საქმე და ვერანაირ პოლიტიკას ვერ შევწირავ! თუ რამე კითხვები გაქვთ პირდაპირ „რუსთავი 2"-ს ჰკითხეთ! მე ჩემს საქმეს მივხედავ!

P.S ხოდა რაც შეეხება ფულს „X ფაქტორზე" 4 თვე ფეხმძიმე უფასოდ ვმუშაობდი, მარტო მე კი არა მთელი პროდაქშენი, რომელიც საუკეთესოა მთელს საქართველოში! სწორედ ეს სუპერ გუნდი აკეთებს „ნიჭიერს" იმედზე, სწორედ ამ სუპერ გუნდს „რუსთავი 2"-მა დაუხურა ქვეყნის მთავარი შოუები! გილოცავთ ახალ წელს!"- წერს რუსკა მაყაშვილი.

შეგახსენებთ, მაყურებელს, შოუს ახალი სეზონის ხილვა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში შეეძლება.

წაკითხულია 1637 ჯერ

Related items

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური