როგორ გამოიყურება მიწისძვრისგან დანგრეული მეხიკო - დრონით გადაღებული კადრები (ვიდეო)
ინტერნეტში, დრონით გადაღებული დანგრეული მეხიკოს კადრები ვრცელდება.
ბოლო მონაცემებით, მექსიკაში, 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრას 217 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის 21 სკოლის მოსწავლეა, რომლებიც სკოლის შენობის ჩამონგრევისას ნანგრევებში მოყვნენ. 15 ადამიანი კი, მიწისძვრის შედეგად, დედაქალაქ მეხიკოს სიახლოვეს მდებარე ყველაზე აქტიური ვულკანის პოპოკატეპეტლის ამოქმედებას ემსხვერპლა.
მიწისძვრას ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში ძლიერი ნგრევა მოჰყვა. ეპიცენტრი მეხიკოს მახლობლად მდებარე, შტატ პუებლაში იყო. მოგვიანებით , მოგვიანებით 11 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე მძლავრი 4 მაგნიტუდის იყო.
ყველაზე მეტი მსხვერპლი მორელოსში , მეხიკოსა და პუებლას შტატშია.
ნანგრევებში დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ მაშველები.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვირაა მეხიკოში 1985 წლის შემდეგ. მაშინ მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.