"არ ვპროგნოზირებ, ვერ ვპროგნოზირებ ვერაფერს, ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი" - დიმიტრი ქუმსიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 სექტემბერი 2017 13:18

ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"არ ვპროგნოზირებ, ვერ ვპროგნოზირებ ვერაფერს, ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე" - აღნიშნა მან.

"ფულადი ჩარიცხვები ქვეყანაში არის შემოსული მეტი წინა წელთან შედარებით; ექსპორტიდან ამონაგები არის შემოსული მეტი, ტურიზმიდან ამონაგები არის მეტი. ჯამურად ეს არის 700 მილიონი დოლარი. შესაბამისად, არ ვპროგნოზირებ, ვერ ვპროგნოზირებ ვერაფერს. ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. ხანდახან შეიძლება, გვქონდეს ცოტა მეტი მოთხოვნა, ცოტა მეტი მიწოდება, თუმცა ეს არის ბაზრის ქცევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განკარგვადი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, არ შემცირდეს, რისთვისაც არის დაწყებული ლარიზაციის პროგრამა",-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, ლარიზაციის პროგრამაში მოსახლეობის სესხები გაზრდილია 43%-დან 53%-მდე.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება ინფლაციური მოლოდინები, რომელშიც ჩვენ აგვისტოში საკმაოდ კარგი ტრენდი გვქონდა, 5,7%-მდე დავედით",-განაცხადა ფინანსათა მინისტრმა.

წაკითხულია 625 ჯერ

Related items

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 30 აპრილისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7007 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6981 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0023-ით გაუფასურდა.

     ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0067 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0359 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარის კურსი 0.0179-ით გამყარდა.

    ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4780 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.5094 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0132 -ით გამყარდა.

    თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4578 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4624 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0017-ით გამყარდა.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 აპრილისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6939 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6931 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0008-ით გაუფასურდა.

     ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0323 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0456 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარის კურსი 0.0133-ით გამყარდა.

    ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5053 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.5137 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0084-ით გამყარდა.

    თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4623 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4684 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0061-ით გამყარდა.

  • დიმიტრი ქუმსიშვილი - მაისში ექსპორტის ზრდამ ბოლო წლების რეკორდს მიაღწია

    „2018 წლის მაისში ექსპორტის რეკორდული - 50.2 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, რაც რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული - პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა გეოგრაფია იმ ქვეყნებისა, სადაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს და ეს სია მალე ჰონგ კონგით და სხვა სტრატეგიული ბაზრებით გაიზრდება. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოებას უწყობს ხელს. ამასთან, ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ მეწარმეებს, რათა მათ შეძლონ გასაღების ახალი ბაზრების ათვისება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემების კომენტირებისას.

    პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტი 2016 წლიდან ზრდის დინამიკით ხასიათდება. 2017 წელს ექსპორტი 29.3%-ით გაიზარდა და 2,731 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო საგარეო მოთხოვნის ზრდამ საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელზე. 

    2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28.0%-ით გაიზარდა და 1 284.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  4 894.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ასევე გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი, კერძოდ: 2018 წლის იანვარ-მაისში აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  1.7 პროცენტული პუნქტითაა გაუმჯობესებული.

    „საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

  • დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

    პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, აგრეთვე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. 

    აღინიშნა, რომ საქართველოსთვის თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო და რიგით მეორე ინვესტორი ქვეყანაა. ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიუხედავად, ქვეყნების ბიზნეს წრეებს შორის კავშირები ვითარდება, ხოლო საქართველოში თურქული კაპიტალის მოცულობა იზრდება. 

    შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი. 

  • დიმიტრი ქუმსიშვილმა ლატვიის ახალ ელჩთან ორმხრივი ქართულ-ლატვიური ურთიერთობები განიხილა

    პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლატვიის ახალ ელჩს საქართველოში ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. 
    პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლატვიის ახალ ელჩს დანიშვნა მიულოცა და უსურვა წარმატებული საქმიანობა, რომელიც დადებითად აისახება საქართველოსა და ლატვიის სამომავლო ურთიერთობებზე.

    შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო - ლატვიის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ასევე აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის განვითარებაზე ელექტრონული სერვისების, სტარტაპებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭრისა და „მწვანე“ - ტექნოლოგიების მიმართულებით. 

    დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული კავშირები გაღრმავდება, ხოლო თანამშრომლობის მიმართულებები მრავალფეროვანი და უფრო ნაყოფიერი გახდება.  

    შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური