გვეუბნებოდნენ სუპერთასის ბილეთები არ იყიდებაო, თურმე გაიყიდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 22 ივნისი 2015 16:16

"გაცნობებთ, რომ ამ დრომდე გაყიდულია მხოლოდ 30 ბილეთამდე. უკვე გაყიდული ბილეთები არ გაუქმდება. გასაყიდად დარჩენილია 29 000-მდე ბილეთი!" - აღნიშნული ინფორმაცია, სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით biletebi.ge-მ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

1 საათის წინ კი საიტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდი წერდა, რომ ბილეთები არ იყიდებოდა. 

რატომ ხდება ბილეთების ასეთი წესით გაყიდვა? მოგვარდა თუ არა პრობლემა? თუ საიტზე პრობლემა მოგვარდა, მომხმარებელი რატომ ვერ შედის? რატომ წერს საიტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდი ბილეთები არ იყიდება და 1 საათში გვეუბნება ბილეთების გარკვეული რაოდენობა გაიყიდა,  - ამ კითხვებზე "ნიუსდეი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობს პასუხი მიიღოს, თუმცა biletebi.ge-ს წარმომადგენლები არ გვპასუხობენ.

"ამ მომენტისთვის მომხმარებელთა მაქსიმალური რაოდენობა შევსებულია. ახალი მომხმარებლების დაშვება ხდება აქტიური მომხმარებლის მიერ ბილეთის შეძენის ან საიტიდან გასვლის შემდეგ, ლატარიის პრინციპით. ცადეთ მოგვიანებით", - საიტზე შესულ მომხმარებეს აღნიშნული ტექსტი ხვდება.

 
წაკითხულია 826 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური