მცირე ლუდსახარშებთან დაკავშირებული სამეწარმეო მისია ჩეხეთში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017 11:22

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ 16-დან 20 ოქტომბრამდე ორგანიზებას უწევს ქართველ მეწარმეთა ჩეხეთში გამგზავრებას მცირე ლუდსახარშებთან დაკავშირებით.

ვიზიტის მიზანია - აჩვენონ ქართულ კომპანიებს ჩეხეთში მომუშავე მცირე ლუდსახარშები და მათი წარმოების შესაძლებლობები.

ქართველი მეწარმეები დაათვალიერებენ მცირე ლუდსახარშებს პრაღასა და ჩეხეთის სხვა პატარა ქალაქებში. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრები ჩეხეთის ექსპორტის ბანკთან და ექსპორტის საგარანტიო და სადაზღვეო  საზოგადოებასთან.

ჩეხეთის მხარე უზრუნველყოფს სასტუმროში დაბინავებას, კვებასა და ჩეხეთის ფარგლებში გადაადგილებას. მონაწილეებს მოუწევს მხოლოდ პრაღაში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენა.

დაინტერესებული მეწარმეები უნდა დაუკავშირდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს თბილისში ელექტრონულ მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING არაუგვიანეს 2017 წლის 15 სექტემბრამდე.

წაკითხულია 786 ჯერ

Related items

  • ოცდაათი ქართველი სტუდენტი ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამით სწავლას ჩეხეთში განაგრძობს

    18 ივნისს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში 2021/2022 აკადემიური წლის ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებულებს უმასპირნძლებს. ღონისძიება გაიმართება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობაში (ჭავჭავაძის გამზირი 37)  12:00-13:00 საათებში.

    საქართველო ერთ-ერთია 6 პარტნიორი ქვეყნიდან, რომელთა სტუდენტებსაც ჩეხურ საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ. ერთი მხრივ, სტუდენტებისთვის ეს არის  მაღალი ხარისხის ცოდნის მიღებისა და უნარ-ჩვევების დახვეწის საშულება, მეორე მხრივ კი  ჩეხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და ინსტიტუციური კონტექსტის უკეთ გაცნობის საშუალება.

    ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამა სწავლების შემდეგ ეტაპებს ფარავს:

    • სამაგისტრო პროგრამა ჩეხურ ენაზე და ერთწლიანი ჩეხურ ენაში მოსამზადებელი კურსი, რომელიც პროფესიული განვითარების კურსებთანაა კომბინირებული.
    • სამაგისტრო პროგრამები ინგლისურ ენაზე.
    • სადოქტორო პროგრამები (ძირითადად ინგლისურ ენაზე).

    სტიპენდია ფარავს ჩეხეთში სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

    1950-იან წლებში პროგრამის დაწყებიდან დღემდე 20 000 უცხოელმა სტუდენტმა მიიღო განათლება ჩეხურ უნივერსიტეტბში ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამის დახმარებით.

    2021/2022 აკადემიური წლისთვის 30-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო სტიპენდია. მათგან 9 ჩეხურ ენაზე მიიღებს სამაგისტრო განათლებას, 3 - სადოქტორო პროგრამებს დაასრულებს ინგლისურ ენაზე, ხოლო დანარჩენები სამაგისტრო განათლებას მიიღებენ ინგლისურენოვან პროგრამებზე. მრავალფეროვანია პროგრამების სპექტრიც და მოიცავს ისეთ პროფესიებს, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ეკონომიკურ მონაცემთა ანალიზი, ფინანსები, ინჟინერია, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება. 

    ჩეხეთის საელჩოს პრეს-რელიზი

  • ჩეხეთი საქართველოს მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით გამოცდილებას გაუზიარებს

    როგორ უმკლავდება ჩეხეთი მზარდი ურბანიზაციის პირობებში გამწვანებული სივრცეების ნაკლებობას? ურბანული გამწვანება ქვეყნის ურბანული განვითარების გეგმების განუყოფელი ნაწილია. მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით ჩეხეთის წარმატებულ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს ჩეხი ექსპერტები გაუზიარებენ.

    2021 წლის 16 ივნისს, 13:00-15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობაში (თბილისი, რუსთაველის გამზირი, #8), ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან თანამშრომლობით, მართავს პრეზენტაციასა და დისკუსიას „მწვანე ქალაქები და ურბანული დაგეგმარება: საერთო საკითხები ჩეხეთისა და საქართველოს გამოცდილებაში“

    შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ქალბატონი მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და ბატონი გიგა გიგაშვილი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი. ჩეხი ექსპერტები გამართავენ პრეზენტაციებს ურბანული დაგეგმარებისა ნორმატიული რეგულირებისა და პრაქტიკის შესახებ ჩეხეთში. დისკუსიის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ ჩეხეთისა და საქართველოს ურბანული დაგეგმარების საკანომდებლო რეგულირებისა და აღსრულების საკითხების შესახებ ინფორმაცია, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე შეჯერების მიზნით.

    ჩეხეთის საელჩოს პრეს-რელიზი

  • საქართველოს ჩეხ სამედიცინო ექსპერტთა დელეგაცია ეწვია

    ჩეხეთის რესპუბლიკა აგრძელებს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მხარდაჭერას. ამ მანდატის ფარგლებში, საქართველოს ჩეხ სამედიცინო ექსპერტთა დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით ეწვია. მისიის მთავარი მიზანია პარტნიორობის გაღრმავება ადგილობრივ საავადმყოფოებსა და სამედიცინო ინსტიტუტებთან, რათა ნიადაგი მომზადდეს ჩეხეთის რესპუბლიკის სამეციდინო-ჰუმანიტარული პროგრამის (MEDEVAC) ის მისიის დასაარსებლად საქართველოში. საწყის ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში მოხდება ადგილობრივი მედპერსონალის გადამზადება, ონკო-გინეკოლოგიისა და კიბოს პრევენციის საკითხებში. ჩეხეთის სამედიცინო ექსპერტთა დელეგაციას ხელმძღვანელობენ პროფესორები მიხალ ზიკანი, და ჟირი სლამა.

    ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე ეწვევა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს. დელეგაციას დაგეგმილი აქვს რეგიონული ვიზიტებიც - ბათუმისა და რუხის საავადმყოფოებში და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში. იგეგმება შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრთანაც.

  • თბილისში მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა

    თბილისში მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიისა და ასოციაცია „აგორას“ თანამშრომლობის შედეგად აშენდა და აღიჭურვა.

    ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა იან სლივამ, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და ასოციაცია „აგორას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თენგიზ სვანიძემ.

    ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციით, პროექტში 400 000 ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო და განხორციელდა ჩეხეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

    მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონალური ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ცენტრის ძირითადი მიზანია, საქართველოში მეფუტკრეობის დარგის განვითარება და მეფუტკრეობასთან დაკავშირებული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. ცენტრს ძირითადად სასწავლო დაწესებულების ფუნქცია ექნება, სადაც როგორც უკვე გამოცდილი, ასევე დამწყები მეფუტკრეები შეძლებენ, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ამ მიმართულებით გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა.

    „შეიქმნა მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი, რომლის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ურბანული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და უფრო ფართო ჭრილში, თბილისის, როგორც „მწვანე“ ქალაქის ხედვის წარმოჩენა. აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის მერიის მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან. პროექტის მეორე ფაზის ეტაპზე, დღეს მოვაწერთ ხელს მემორანდუმს და ცენტრი დაიწყებს აქტიურ მუშაობას, მომსახურებას გაუწევს დაინტერესებულ პირებს როგორც საგანმანათლებლო, ისე ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით. ასევე, იფუნქციონირებს მეფუტკრეობის ლაბორატორია, რომელიც დარგისთვის სასარგებლო და საჭირო კვლევებს განახორციელებს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

    გახსნის ცერემონიის ფარგლებში, მხარეებმა ხელს მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDa), თბილისის მერიასა და „აგორას“ შორის. ცერემონიაში ჩეხური მხარის სახელით მონაწილეობდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იან სლივა.

    წყარო:  https://1tv.ge/news/tbilisshi-mefutkreobis-mravalfunqciuri-regionuli-centri-gaikhsna/

     
  • საქართველოს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დელეგაცია ეწვევა

    ჩეხეთის რესპუბლიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. ამ მიზნით, 19-22 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დელეგაცია ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიკაელა მარკსოვა-ტომინოვა,  ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იან სლივა და მათი გუნდის წევრები.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის დელეგაცია შეხვედრებს  გამართავს ქართველ კოლეგებთან და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ადგილზე გაეცნობა ჩეხეთის მხარის დახმარებით საქართველოში განხორციელებულ პროექტებს.

    19 აპრილს სააგენტოს დელეგაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ურთიერთგაგების ორ მემორანდუმს გააფორმებს. მემორანდუმები  გულისხმობს თანამშრომლობას ორ პროექტთან, რომლებიც  ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსური დახმარებით განხორციელდა საქართველოში:„გზა სახლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოზარდთა განვითარების ალტერნატიულ სოციალურ სერვისის შექმნას (მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 780 000 ევრო) და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის გაძლიერება საქართველოში (მთლიანი ბიუჯეტი 1 233 000 ევრო).

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე დაესწრება მეფუტკრეობის მულტიფუნქციონალური რეგიონული ცენტრის გახსნის ცერემონიას და ეწვევა რუხისა და ბათუმის საავადმყოფოებს აჭარაში. რუხისა და ბათუმის ახალაშენებული საავადმყოფოები თანამედროვე ტექნიკით  ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით აღიჭურვა.

    დელეგაცია ასევე ეწვევა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს,  რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ აშენდა და აღიჭურვა. 

    დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის დასასრულს ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. მემორანდუმი ითვალისწინებს ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებასა და ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეაბილიტაციისთვის მხარდაჭერის კუთხით თანამშრომლობას.

    საქართველოში ჩეხეთის საელჩოს პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური