სუპერთასის ბილეთები არ გაყიდულა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 22 ივნისი 2015 15:26

"სისტემა, გადატვირთულია. ცადეთ მოგვიანებით", - ამ დრომდე ეს ტექსტი ხვდება საიტზე biletebi.ge შესულ გულშემატკივარს, რომელიც დილის 09:00 საათიდან უეფას სუპერთასის ბილეთის შეძენას ცდილობს.

საიტზე შეფერხება ერთდროულად დიდი ოდენობით შესულმა მომხმარებელმა გამოიწვია. 

"ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბილეთები უკვე გაიყიდა ან პარალელურ რეჟიმში იყიდება. არცერთი მსგავსი შინაარსის ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება,"- ამ განცხადებას biletebi.ge-ს ოფიციალური ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.

 

biletebi.ge  ბილეთების გაყიდვისთვის უეფამ შეარჩია, ბოლო რამდენიმე თვე საიტის გაძლიერება მიმდინარეობდა.

ბილეთებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კომენტარი გააკეთა:

"biletebi.ge   აირჩია უეფამ, კომპანიის წარმომადგენლებთან გუშინ კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა, მითხრეს, რომ თუ რაიმე ხარვეზი და პრობლემა იქნებოდა, პასუხისმგებელი biletebi.ge  იქნებოდა. გუშინ მივიღეთ გარანტია, რომ ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით შეფერხებები არ იქნებოდა. ტესტი ჩატრებული იყო, რომელიც ერთდროულად  2500 მყიდველზე იყო გათვლილი. დღეს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ საიტზე 10 000 მომხმარებელი შევიდა. ახლა მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრა, რის შემდეგადაც დაიწყება ბილეთების გაყიდვა. კონტრაქტით, კომპანია ვალდებულია,  რომ ბილეთები დღეს გაყიდოს",- განაცხდა ზვიად სიჭინავამ.

 

 
წაკითხულია 577 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური