საერთშორისო მარათონი ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017 18:15

ქაბულში, ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე მარათონი გაიმართა. სპორტული აქტივობა ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა 9 ქვეყნის ასამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვა და საჩუქრები გადასცა.

საერთაშორისო მარათონი ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების დაწყებამდე მონაწილეებს სპეციალურად მარათონისთვის დამზადებული მაისურები სამახსოვროდ გადაეცათ.
31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ გასულ წელს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 18 წლის წინ პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სწორედ ამ დღეს გაემგზავრა. 
საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს. ამჟამად, ქართული სამხედრო კონტინგენტი (900-მდე სამხედრო მოსამსახურე) საერთაშორისო ოპერაციას ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ასრულებს. ერთი ქვეითი ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაშია (EUTM RCA) ჩართული, მალიში (EUTM Mali) კი საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი.

წაკითხულია 497 ჯერ

Related items

  • მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 დაიწყო

    „მრავალეროვნული სწავლება სრულიად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. Agile Spirit 2019 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სწავლებას, რომელიც საქართველოში ტარდება. აღნიშნული სწავლება არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატოში მიმავალ გზაზე,“ – ამ სიტყვებით გახსნა სენაკში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019”.

    II ქვეითი ბრიგადის ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის არმიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რანდელ სიმონსმა. „საქართველო აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და იმ ალიანსში შემავალი წევრია, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იბრძვის. Agile Spirit 2019 უფრო მეტია, ვიდრე აშშ-სა და საქართველოს ხელმძღვანელობით გამართული სწავლება. მასში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ამ საერთაშორისო წვრთნაში მონაწილეობა კი, იმის ნათელი დასტურია, რომ მხარს უჭერ რეგიონისა და მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას,“ - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

    მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მეცხრედ ტარდება. სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე იმართება. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

    სამხედრო წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.

  • ქართველი მშვიდობისმყოფელების დაჯილდოება ავღანეთში

    ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში IV მექანიზებული ბრიგადის ქართველმა სამხედროებმა კეთილსინდისიერი საქციელით თავი გამოიჩინეს.

    კაპრალმა ნიკოლოზ ფარცვანიამ სპორტულ დარბაზში ვარჯიშის დროს საფულე დიდი ოდენობის თანხით იპოვნა. იმავე დღეს მან თავად მოძებნა საფულის პატრონი და დაკარგული ნივთი დაუბრუნა. კეთილსინდისიერად და სამაგალითოდ მოიქცნენ ასევე, უფროსი სერჟანტი მამუკა მელაძე, კაპრალი გიორგი მღებრიშვილი და უფროსი ლეიტენანტი არჩილ შავდათუაშვილი. მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხვადასხვა ადგილას განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა აღმოაჩინეს და მესაკუთრეებს დაუბრუნეს.

    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სახელით, ავღანეთის დედაქალაქში დისლოცირებულ IV მექანიზებული ბრიგადის მშვიდობისმყოფელებს მადლობა გამოეცხადათ, ხოლო ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

    დღესვე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში „პირადი მცველის“ ორკვირიანი კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალიც გაიმართა. პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და ავღანეთში თავდაცვის ძალების წარმომადგენლობის მთავარმა სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა რამაზ პაიკიძემ IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

  • PSP-ს გრანდიოზული გათამაშების ბილეთების გაცემა დაიწყო

    დღეიდან, 26 ნოემბრიდან PSP-ს გრანდიოზული გათამაშების ბილეთების გაცემა დაიწყო.  გათმაშებაში კვლავ უპრეცედენტო პრიზი  „10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-სგან”, გარემონტებული ბინა თბილისში, საბურთალოზე და 25000 ლარია. გათამაშებაში ჩართვის პირობა კვლავ ძალიან მარტივია: ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარბელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებს.

    საქართველოს გათამაშებების ისტორიაში უპრეცედენტო პრიზის  „10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-სგან” პირველი იღბლიანი მფლობელი PSP-ს  4 ნოემბრის გათამაშებაში უკვე გამოვლინდა.

    10 წელია პსპ-ს გათამაშება ასეულობით ადამიანის სიხარულის ისტორიად იქცა. შეუერთდით პეესპეს გამარჯვებულებს! შექმენით თქვენი სიახარულის ისტორია!

    „PSP მუდმივად იკვლევს მომხმარებლის ინტერესს, როგორც სააფთიაქო პროდუქციასთან, ასევე პრიზებთან დაკავშირებით, რისი დასტურიც საქართველოს გათამაშების ისტორიაში უპრეცედენტი პრიზი - 10 წელი 1000 ლარიანი ხელფასია. ამიტომ ახალი გათამშების პრიზებში კვლავაც 10 წლის მანძილზე 1000 ლარინაი ხელფასი, გარემონტებული ბინა და 25000ლარიანი პრიზებია. ჩვენ კვლავ ვაგრძლებთ მომხმარებლის ინტერესების შესწავლას და კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ მოამავალში“- აცხადებენ PSP -ში.

    PSP -ს გათამაშება უკვე 10 წელია გამარჯვების და სიხარულის ისტორიებს ქმნის: გამოვლინდა 48 ახალთ-ახალი ავტომობილის, მთელი წელი 2000 ლარიანი ხელფასის - 10 და ბინის - 11 იღბლიანი მფლობელი, 149 ოჯახს კი PSP -სგან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

  • “Black Friday” გალერია თბილისში არსებულ PSP-ში

    “Black Friday”-სთან დაკავშირებით გალერეა თბილისში არსებულ PSP-ში მომხამრებელს გრანდიოზულ 50%-მდე ფასდაკლებებთან ერთად კანის უფასო დიაგნოსტიკა, კოსმეტიკური პროცედურები, ვიზაჟის აქცია და საჩუქრები დახვდებათ.

    საჩუქრებშია „Alix Avien”-ის ტუში, ბრიტანული SOFT&GENTLE-ის დეოდორანტი, BIO-ROM-ის ხელის კრემი; Sebamed-ის ნებისმიერი შხაპგელის შეძენისას მეორე საჩუქრად, ხოლო სახის კრემზე საჩუქრად თვალის კრემი; Caudalie-ის ნებისმიერ შენაძენზე საჩუქრად კოსმეტიკური ჩანთა; Nuby-ს 50 ლარის შენაძენზე საჩუქრად წინსაფარი, Piave-ს კბილის პასტა; Biorepair-ს ორ პროდუქტზე საჩუქრად სავლები; Lea -ს 20 ლარიან შენაძენზე საჩურად საპარსი ქაფი; იტალიური Pic-ის ინჰალატორზე საჩუქრად ცხვირის ასპირატორი.

    “Black Friday” პირველად აღვნიშნავთ. რადგან PSP მუდმივად მოხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული, გადავწყვიტეთ წელს „გალერეა თბილისში“ მისულ ყველა ადამიანს გრანდიოზულ ფასდაკლებებთან ერთად სასიამოვნო და სასარგებლო თავის მოვლის პროცედურები შევთავზოთ”- აცხადებენ PSP-ში.

  • უპრეცედენტო პრიზის „10 წელი 1000 ლარიანი ხელფასი PSP-სგან” იღბლიანი მფლობელი გამოვლინდა

    საქართველოს გათამაშებების ისტორიაში უპრეცედენტო პრიზი - 10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-ს გათამაშებაში ბათუმელმა დავით დუმბაძემ მოიგო.

    4 ნოემბერს რუსთვი2-ს პირდაპირ ეთერში PSP -ს საიუბილეო რიგით მე-22 გრანდიოზულ გათამაშებაში გარემონტებიული ბინა საბურთალოზე „დონა პალასში“, 25000 ლარი და 10 წლის მანძილზე PSP -სგან ყოველთვიურად 1000 ლარიან ხელფასი გათამაშდა. PSP-ს გათამაშება უკვე 10 წლისაა. PSP ლიდერი კომპანია, მომხმარებელს მხოლოდ გარანტირებული ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, კომფორტული მომსახურებასა და მუდმივად საინტერესო აქციებს სთავაზობს; ამასთან ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი გათამაშების 1 ბილეთს იღებს და მარტივად ერთვება გათამაშებაში.

    „10 წლის მანძილზე ყოველ თვე 1000 ლარი PSP -სგან ბათუმელ დავით დუმბაძეს ჩაერიცხება. გარანტირებული სტაბილური შემოსავალი გამარჯვებულს უამრავ შესაძლებლობას უხსნის აიხდინოს ოცნებები, წამოიწყოს საკუთრი საქმე, განკარგოს თანხა 10 წლიანი პერსპექტივით, მთ უმეტეს, რომ ეს პირველი ხელფასია დავითის ცხოვრებაში. ამასთან აქტუალობას არ კარგავს პრიზი -25000 ლარი, რომელიც ბორჯომელმა ქეთევან სირაძემ მოიგო და გარემონტებული ბინა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე „დონა პალასში, ჩაშენებული სამზარეულოთი, მოწყობილი აბაზანით; ბინის იღბლიანი მფლობელი ქუთაისელი პედაგოგი ციალა ბრეგვაძეა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ პირადი ნივთების გადმოიტანოს და ხვალიდან თბილისში, საბურთალოზე ახალ ბინაში დამკვიდრდეს.

    PSP მუდმივად იკვლევს მომხმარებლის ინტერესს, როგორც სააფთიაქო პროდუქციასთან, ასევე პრიზებთან დაკავშირებით, რისი დასტურიც საქართველოს გათამაშების ისტორიაში უპრეცედენტი პრიზი - 10 წელი 1000 ლარიანი ხელფასია. ჩვენ კვლავაც ვაგრძლებთ მომხმარებლის ინტერესების შესწავლას და კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ მოამავალში“- აცხადებენ PSP -ში.

    PSP -ს გათამაშება უკვე 10 წელია გამარჯვების და სიხარულის ისტორიებს ქმნის: გამოვლინდა 48 ახალთ-ახალი ავტომობილის, მთელი წელი 2000 ლარიანი ხელფასის - 10 და ბინის - 10 იღბლიანი მფლობელი, 146 ოჯახს კი PSP -სგან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური