კაიაკი და კანოე: ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 29 აგვისტო 2017 11:31

ზაზა ნადირაძე პირველი ქართველი ნიჩბოსანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მედალი მოიგო! 23 წლის სპორტსმენმა ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში, ერთადგილიანი კანოეთი მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლით დაიმშვენა მკერდი!

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ბელარუსმა არტიომ კოზირმა მოიპოვა. მან 200-მეტრიანი დისტანცია 38,161 წამში დაფარა. ზაზა გამარჯვებულს მცირედით ჩამორჩა - 38,439 წამი, მესამე ადგილი კი ირანელმა ადელ მოჯალალიმოჩადამიმ მოიგო - 38,605წმ.

პირველ დიდ წარმატებას მცხეთელმა სპორტსმენმა 2014 წელს მიაღწია: გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა, იმავე წელს, უნგრეთში, 23-წლამდელთა ევროპირველობაზე კი მესამე ადგილი დაიკავა. მისი ეს ბრინჯაოს მედალი ქართველი ნიჩბოსნებისთვის პირველი ჯილდო გახლდათ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში... 2016 წელს ზაზამ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იზეიმა: კიდევ ერთხელ მოიგო ბრინჯაო 23-წლამდელთა ევროპირველობაზე, წლეულს, ევროპის ჩემპიონატზე კი კვლავ მესამე იყო...

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით კიდევ ორმა სპორტსმენმა იასპარეზა. მარიამ ქერდიკაშვილმა და ნატო ჩხუტიაშვილმა ორადგილიანი კანოეთი 500 მეტრზე დისკვალიფიკაცია მიიღეს, ქერდიკაშვილმა კი ერთადგილიანით 200 მეტრზე საკვალიფიკაციო მე-7 ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალში გადასულმა ისევ მე-7 ადგილი დაიკავა.

წაკითხულია 1520 ჯერ

Related items

  • ზაზა ნადირაძე მე-5 ადგილზე გავიდა
    ოლიმპიურ თამაშებზე მოულოდნელი აღმოჩნა ზაზა ნადირაძის ასპარეზობა. სქართველოში ნიჩბოსნობის განვითარების გათვალისწინებით, ნადირაძემ ფაქტობრივად სასწაულის გაკეთება შეძლო. ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპი კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში დამაჯერებლად დაძლია, ნახევარფინალში კი 200 მეტრიანი დისტანცია 40,146 წამში დაფარა და 7კაციან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ფინალური ეტაპი დაძაბული აღმოჩნდა, ქართველი რამდენიმე წამი მესამე ადგილს იკავებდა, თუმცა ბოლო მომენტში პოზიცია დათმო და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა (39.817). ბრინჯაოს მედალს ბრაზილიელი სანტოსი დაეუფლა, რომელმაც ნადირაძეს 0.189 წამით გაუსწრო. ჩემპიონი უკრაინელი იური ჩებანი გახდა, (39.279) მეორე ადგილზე კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ვალენტინ დემიანენკო გავიდა (39.493)
  • დღეს რიოში საქართველოს სახელით 2 მძლეოსანი იასპარეზებს
    დღეს რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თმაშებზე საქართველოს სახელით 2 მძლეოსანი იასპარეზებს. ბირთვის კვრაში ბენიკ აბრამიანი გამოვა, ვალენტინა ლიაშენკო კი სიმაღლეზე ხტომაში მოსინჯავს ძალებს. 16:55 - 17:43 ბირთვის კვრა: კვალიფიკაცია 17:00 - 19:00 სიმაღლეზე ხტომა: კვალიფიკაცია ფინალში გასასვლელად საკვაიფიკაციო ნორმატივი 20.65 მ (ბირთვის კვრა) და 1.94 მ (სიმაღლეზე ხტომა) შეადგენს ან 12 საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი შეძლებს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას. შეგახსენებთ, რომ დღეს რიოში ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ფიანლურ ეტაპზე გამოვა. გუშინ ზაზა ნადირაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში დამაჯერებლად დაძლია, ნახევარფინალში კი 200 მეტრიანი დისტანცია 40. 146 წამში დაფარა და 7კაციან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. საერთო რეიტინგში ზაზა ნაჩვენები შედეგით მეორე ადგილზეა, მას ბრაზილიელი მხოლოდ არასრული ნახევარი წამით უსწრებს. დღეს საინტერესო ფინალი ელის ქართველ გულშემატკივარს, ზაზა ნადირაძე 8 სპორტსმენს შორის საპრიზო ადგილისთვის იბრძოლებს. ფინალური ეტაპი თბილისის დროით 16:08 საათზე დაიწყება.
  • რიოში დღეს ზაზა ნადირაძის ფინალია
    საქართველოს დელეგაცია რიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობას წარმატებით განაგრძობს. 17 აგვისტოს შედეგი ქართველი გულშემატკივრისთვის მოულოდნელი იყო. გუშინ რიოში მხოლოდ ერთმა ქართველმა, ზაზა ნადირაზემ კანოე სპრინტში იასპარეზა. საქართველოში არსებული პირობებიდან გამომდინარე და ქვეყანაში ნიჩბოსნობის განვითარების გათვალისწინებით, ნადირაძისგან წარმატებულ ასპარეზობას გულშემატკივარი ნალებად ელოდა. ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპი კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში დამაჯერებლად დაძლია, ნახევარფინალში კი 200 მეტრიანი დისტანცია 40. 146 წამში დაფარა და 7კაციან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. საერთო რეიტინგში ზაზა ნაჩვენები შედეგით მეორე ადგილზეა, მას ბრაზილიელი მხოლოდ არასრული ნახევარი წამით უსწრებს. დღეს საინტერესო ფინალი ელის ქართველ გულშემატკივარს, ზაზა ნადირაძე 8 სპორტსმენს შორის საპრიზო ადგილისთვის იბრძოლებს. ფინალური ეტაპი თბილისის დროით 16:08 საათზე დაიწყება.
  • ზაზა ნადირაძე ოლიმპიადის ფინალშია
    დღეს რიოში მხოლოდ ერთი ქართველი ასპარეზობს. კანოეში ზაზა ნადირაძემ ჯგუფური შეჯიბრი და ნახევარფინალი დაძლია. ქართველი ფინალში იასპარეზებს. ნადირაძემ ნახევარფინალში 200 მეტრიანი დისტანცია 40,146 წამში დაძლია. შეგახსენებთ,რომ ზაზა ნადირაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში იასპარეზა და 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა. აღნიშნული შედეგით, ქართველმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ფინალური ეტაპი 18 აგვისტოს გაიმართება, სადაც 8 სპორტსმენი იასპარეზებს.
  • ირმა ხეცურიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

    ირმა ხეცურიანი ევროპის ვიცე ჩემპიონია. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, იტალიის ქალაქ კასალე მონფერატოში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე, ბე-კატეგორიაში ხმლით მონაწილეთა შორის მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ირმამ ჯგუფში, ყველა მეტოქე - პოლონელი პაცეკი, რუსი საპოჟნიკოვა, ბერძენი ლოუფაკი, უკრაინელი ესენინა, იტალიელი ვოცენტი და ბელორუსი კასტიუკოვა დაამარცხა. მეოთხედფინალში კვლავ იტალიელ ვოცენტს აჯობა, ნახევარფინალში კი კიდევ ერთ რუსს ირინა მიშუროვას მოუგო და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში, ქართველ ეტლით მოფარიკავეს, ბელორუსი კასტიუკოვა დაუპირისპირდა, რომელსაც ჯგუფში ირმამ 5-0 მოუგო. ამჯერად შეხვედრა, ბელორუსის უპირატესობით წარიმართა და მისი გამარჯვებით 15-9 დასრულდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური