ახალციხეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენი ჩაერთო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 აგვისტო 2017 11:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხეში, სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე უკვე იმყოფებოდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენი ჩაერთო.

შსს-ს მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზებისთვის. ამ დროისთვის ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა.

წაკითხულია 560 ჯერ

Related items

  • ახალციხეში ათი წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

    ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე ათი წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ქუჩაზე გადადიოდა.

    დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

    როგორც ექიმები აცხადებენ, ბავშვს ფეხი და ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი და მას გამოკვლევები უტარდება.

    მათივე თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.

  • ხანძარი ბაზრის ტერიტორიაზე - ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

    მეხანძრე მაშველების რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ ცეცხლი თევდორე მღვდლის ქუჩაზე ლოკალიზებულია. ლიკვიდაციის მიზნით კი სამუშაოები ისევ გრძელდება.

    ადგილზე მაღაზიების მფლობელები იმყოფებიან, ისინი ელოდებიან ხანძრის სრულად ლიკვიდირებას, რათა საკუთარ სავაჭრო ფართებში შევიდნენ.

    მათი განცხადებით, პროდუქტი არ იყო დაზღვეული და აცხადებენ, რომ ზარალი ათიათასობით ლარის ოდენობის იქნება. ბაზრობის მოვაჭრეებს ეჭვი აქვთ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს, თუმცა კონკრეტული პირების ინტერესებზე ვერ საუბრობენ.

    ,,პრობლემები შეგვექმნა ყველას, რას უნდა გაეჩინა ხანძარი, რომ ამდენი ხალხი ლუკმა-პურის გარეშე დავრჩით,“- ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი.

    რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ან რა ოდენობის არის ზარალი ამ დრომდე უცნობია. სავაჭრო ცენტრ ,,თერგს“ ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა, ბაზრობას რამდენიმე მეწილე ჰყავს, თუმცა მათ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. პირველად ინფორმაციით, დამწვარია სავაჭრო ცენტრის 3000 კვ მეტრი ფართობი.

  • დიდუბეში ,,თერგის" ბაზრობაზე ხანძარია - ადგილზე 15 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

    ხანძარია დიდუბეში. ცაბაძის ქუჩაზე, ცეცხლი ბაზრობა ,,თერგში" გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო ბრიგადა. მათი ინფორმაციით, ცეცხლი საკმაოდ მასშტაბურია, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

  • წაღვერში ხანძარია

    წაღვერში ხანძარია. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები. 
    ხანძარი არჯევანიძეების ტყის გაგრძელებაზეა, არანახანძრალ ადგილზე. ამ დროისთვის უცნობია, რა არეალზეა გავრცელებული ცეცხლი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მეხია. 

  • ლაგუნა ვერესთან ხანძარია - (ვიდეო)

    თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. 

    ცირკის მიმდებარედ, ბენზინგასამართთან ცეცხლი ხეებს უკიდია. ცეცხლი დიდ ფართობზეა მოდებული და ძლიერდება.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, იწვის ბალახი, ბუჩქნარი და რამდენიმე ხე.

    ადგილზე სამი  ჯგუფი და 15-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ამ დროისთვის, ისინი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური