ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4 ქართული ფილმი იბრძოლებს

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 11:53

ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 4 განაცხადი. შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს:

„ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)

„მძევლები" (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი)
„საშიში დედა" (რეჟისორი: ანა ურუშაძე)
„ლუკა" (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე)
რამდენიმე დღეში ეროვნული კინოცენტრი სპეციალური კომისიის წევრებს დაასახელებს, რომელთაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე საქართველოდან გამარჯვებული ფილმი უნდა გამოავლინონ. შერჩეული 4 ქართული ფილმის ჩვენება კომისიის წევრებისთვის 29-30 აგვისტოს მოეწყობა.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად ითვლება, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.

წაკითხულია 445 ჯერ

Related items

  • „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო მულტიმედია პროექტი“ - ლიბერთი ბანკი GITI 2019-ის გამარჯვებულია

    კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე GITI 2019 ლიბერთი ბანკმა გამარჯვება ორ ნომინაციაში - „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო მულტიმედია პროექტი“ მოიპოვა. საქართველოს ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ბიზნეს საბჭომ ნომინაციაში „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ გამარჯვებულად ბანკის ქოლ-ცენტრში დანერგილი ახალი პლატფორმა დაასახელა.

    ინოვაციური პლატფორმა წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქოლ-ცენტრის მართვის პანელს, რომელიც Cisco-ს ბაზაზე ლიბერთისა და ორიენტ ლოჯიკის მიერ ერთობლივი მუშაობით შეიქმნა. პროდუქტი ქართულ ბაზარზე უპრეცედენტოა და ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით დისტანციურად, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, საბანკო სერვისების სწრაფად და კომფორტულად უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

    ,,ქოლ-ცენტრის მართვის ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა ლიბერთი ბანკის გუნდთან ერთად შევქმენით და მისი კონცეფციაც ბანკის ფუნდამენტურ ღირებულებებს იზიარებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამ პროდუქტის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზეც ვგეგმავთ, კერძოდ - შვედეთში, სადაც პროდუქტის მომავალ განვითარებაზე ადგილობრივი ორიენტ ლოჯიკის ფილიალი იზრუნებს"- განაცხადა ორიენტ ლოჯიკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ტუსკიამ.

    „ქოლ-ცენტრის ახალი პლატფორმის დანერგვა დიდ ტექნოლოგიურ ნახტომს წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და გაზრდის ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებას. თანამედროვე სერვისების დანერგვა და მათი მუდმივი განახლება ბანკის განვითარების ბანკის ახალი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია. დღეიდან, ქოლ-ცენტრის მიერ საბანკო მომსახურებების შეთავაზებით ჩვენს მომხმარებელს საშუალება აქვს სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად მიიღოს დეტალური ინფორმაცია საკუთარი სესხების, ანაბრების თუ ანგარიშების შესახებ“ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, თიკო გობეჯიშვილმა.

    მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით GITI ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მე-11 რეგიონულ კონფერენციას მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

  • ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტთა შორისაა

    მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ათეულში ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა მოხვდა. 2019-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა, ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

    ვებგვერდზე განთავსებულია სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებლის, ვლადიმერ აფხაზავს ბიოგრაფია და მოკლე ვიდეორგოლი, სადაც ის საკუთარი მიზნების შესახებ ჰყვება.

    შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული პრიზის სახით 1 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. საერთო ჯამში 10 ათასამდე განაცხადი 179 ქვეყნიდან შევიდა.

  • არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება

    15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება. საღამო სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ 20:00 საათზე დაიწყება.

    არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

    ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, სპორტული ფედერაციები, სპორტისა და კულტურის მოღვაწეები.

    JAKO FM-ის შესახებ:

    JAKO FM საქართველოში პირველი და ერთადერთი რადიოა, რომელიც 13 წელია ერთგულად ემსახურება სპორტის სფეროს პოპულარიზაციის ღირსეულ მისიას. მაუწყებლობს 2006 წლის 15 იანვრიდან, FM 96.3 სიხშირეზე.

    რადიო არის მულტიმედია ჯგუფ 4U-ს წევრი, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, შოკოლადი და პორტალს 4U.ge.

  • არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება

    15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება.

    საღამო სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ 19:30 საათზე დაიწყება.

    არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა.

    გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

    ღონისძიებას დაესწრებიან: თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ტურიზმის ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

    ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება.

     

  • ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ იზმირში ძვირადღირებული სახლი იყიდეს

    ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო "ოსკარი"-ს მფლობელებმა და ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა თურქეთის ქალაქ იზმირში, ურლას რაიონში, ზღვის პირას ძვირადღირებული ვილლა იყიდეს.

    როგორც სპეციალისტები აცხადებენ ზღვისპირა აპარტამენტების ღირებულება დაახლოებით 2.6 მილიონ დოლარს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით 2016 წლის ზაფხულში ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ახლადნაყიდ ვილლაში დაისვენებენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური