ჯანსუღ ჩარკვიანი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 12 აგვისტო 2017 12:57

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ე.წ. არამიანცის საავადმყოფოშია გადაყვანილი.ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ პოეტის შვილმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, ჯანსუღ ჩარკვიანს ინსულტი აქვს და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 
„ძალიან მძიმედაა, უკიდურესად მძიმედ, ინსულტი აქვს. 9 დღის წინ საავადმყოფოში მოვათავსეთ. გუშინ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ცნობიერებაც დაკარგა. ფილტვის პნევმონიაც აქვს. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად. მთელი საქართველო გვირეკავს, სიყვარულიც ეს ყოფილა, გაოცებულები ვართ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 
მისი თქმით, ჯანსუღ ჩარკვიანის ჯანმრთელობის გაუარესება ნერვულ სტრესს უკავშირდება. 

წაკითხულია 311 ჯერ

Related items

  • GEM Fest-იდან ზუგდიდის საავადმყოფოში კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს

    GEM Fest-იდან სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ ხუთი ახალგაზრდა გადაიყვანეს, მათგან 2 ახალგაზრდას დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზი დაუსვეს, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას სამედიცინო პერსონალის დახმარებით, ამ დროისათვის საფრთხე აღარ ემუქრება. ხუთიდან სამ პირს სხვა სიმპტომები აღენიშნება.

    ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 19 წლის გოგო, რომელიც საავადმყოფოში გუშინ გამთენიისას მოათავსეს, მას დღეს გაწერენ.

    შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს 22 წლის გოგო გარდაიცვალა. პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა.

  • Gemfest-დან ახალგაზრდების საავადმყოფოში გადაყვანა - თეთრი ხმაური განცხადებას ავრცელებს

    მუსიკალური ფესტივალ ,,Gemfest''-დან ახალგაზრდების საავადმყოფოში გადაყვანას, რომელთაგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგოს, გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, ,,მოძრაობა თეთრი ხმაური'' სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

    მოძრაობის წევრები გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ და საზოგადოებას მიმართავენ, თავი შეიკავონ პროვოკაციული და მცდარი წარმოდგენების გავრცელებისაგან.

    ,,თეთრი ხმაური'' ხელისუფლებას ინიციტივით მიმართავს, მოიწვიოს რიგგარეშე საპარლამენტო სესია და დაიწყონ “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” მიერ შეთავაზებული რეფორმის განხილვა.

    „ჯერ ერთი, ვნახეთ, რომ ,,Gemfest''-ზე, სადაც ადამიანები დასასვენებლად იმყოფებიან, პოლიციაც იქვეა, ხდება რეიდების ჩატარება, ადამიანების შეწუხება და დაკავება რაღაც ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო. ერთი მხრივ, ვხედავთ ამ უმსგავსობას იმიტომ, რომ ეს არის ფესტივალი, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დასპონსორებული და სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ ვითარდება. მეორე, დღეს იმავე ფესტივალზე ტრაგიკული მოვლენები ხდება, ათზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, ერთი გარდაიცვალა. საუბარია ახალი ნივთიერების ქართული ნარკოსცენისთვის GHB-ის გამოჩენაზე, რომელიც საკმაოდ ტოქსიკურია. როგორც აღმოჩნდა, გუშინ სამედიცინო პერსონალიც მზად არ აღმოჩნდა, მას გამკლავებოდა,“ - განაცხადა მოძრაობა ,,თეთრი ხმაურის'' აქტივისტმა, დავით სუბელიანმა. 

  • მამა პეტრე გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

    მამა პეტრე კოლხი გულის შეტევით წალენჯიხის საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახე ინფორმაციას თავის ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

    "მადლობა წალენჯიხის სასწრაფო დახმარებას... გულის მძიმე შეტევა შეიძლება ფატალურად დამთავრებულიყო, რომ არა მათი სასწრაფო რეაგირება... ჯერ ძალები უნდა აღმიდგეს და მერე თბილისში გადამიყვანენ... გარკვეული პერიოდის შემდეგ ოპერაციაც დაინიშნება...

    ჯანმრთელობამდე შორია... მომიხსენიეთ, მადლობა!"- წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში. 

  • სასწრაფოდ - ნიუ-იორკის საავადმყოფოში სროლაა

    BBC-ის ცნობით, ნიუ-იორკში, ბრონქსის უბნის საავადმყოფოში, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. 

    RT-ის ცნობით, სროლა ადგილობრივი დროით 3 საათზე, ბრონქსის საავადმყოფოს მე-16 სართულზე დაიწყო. მსროლელს თეთრი ხალათი ეცვა. პოლიცია ბევრი დაშავებულის შესახებ იტყობინება. 

    ბოლო ინფორმაციით, ერთი მსროლელი დაიღუპა. 

    WCBS-TV-ის ცნობით, მსროლელი, საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომელია. დაჭრილია სამი ექიმი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე საავადმყოფოს თანამშრომელი, ოთახშია ჩაკეტილი.

    მიმდინარეობს სპეცოპერაცია. 

  • გულის გადანერგვის შემდეგ მოზარდმა საავადმყოფოს საწოლზე იცეკვა (ვიდეო)

    თექვსმეტი წლის ამერიკელმა ამარი ჰოლმა, რომელმაც გულის გადანერგვის ოპერაცია გადაიტანა, საავადმყოფოს საწოლზე იცეკვა. ჰოლი გულის ჰიპოპლაზიით დაიბადა და 2 წლის ასაკამდე სამი ოპერაცია გადაიტანა.

    გასული წლიდან იგი დონორს ელოდებოდა, რადგან ექიმებმა განაცხადეს, რომ გადანერგვის ოპერაცია მისი სიცოცხლისთვის აუცილებელი იყო. ოპერაცია მას მაისის ბოლოს გაუკეთეს. 

    ჰოლს ძალიან უყვარს ცეკვა, რისი დემონსტრირებაც მან ოპერაციიდან 6 დღის შემდეგ, საავადმყოფოს საწოლზე მოახდინა.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გი...

პოპულარული

« აგვისტო 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური