„ჩრდილოეთ კორეას დიდი უსიამოვნებები ელის“ - დონალდ ტრამპი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 12 აგვისტო 2017 12:49

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით ჩრდილოეთ კორეას ელის „დიდი, დიდი უსიამვნებები“, თუ აშშ-ის ტერიტორიას გუამში რაიმე დაემუქრება.

ტრამპის განცხადებით, გუამის ტერიტორია უსაფრთხო იქნება და საზოგადოებამ ეს უნდა დაიჯეროს. მისივე თქმის, აშშ-ს შეუძლია დამატებითი, ისეთივე მკაცრი სანქციები დაუწესოს ჩრდილოეთ კორეას.

წაკითხულია 192 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და დონალდ ტრამპს მისალოც წერილს უგზავნის.

    „თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ, გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე.

    მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ამერიკელმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე მრავალი გამოწვევა გაიარა. აშშ ყოველთვის იყო როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა სხვა ერებისათვის, ასევე მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი.

    ვითვალისწინებ რა არსებულ არასტაბილურ და ცვალებად გარემოს, მჯერა, რომ თქვენი ქვეყანა წარმატებით გაივლის ყველა გამოწვევას და ახალ სიმაღლეებს მიაღწევს წარმატებული განვითარებისათვის.

    ვსარგებლობ ამ შემთხვევით და ნება მომეცით კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი.

    ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია; ჩვენმა ერებმა ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით ერთად გაიარეს სხვადასხვა გამოწვევა საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლიერებას გამოვხატავთ და განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე აშშ-ის მიერ გაწეულ მხარდაჭერას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი გამოხატულ ურყევ პოზიციას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება.

    თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

  • ხვალ ნატო-ს წევრი ქვეყნების სამიტში დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი პირველად მიიღებენ მონაწილეობას

    ბრიუსელში, ხვალ ნატო-ს წევრი ქვეყნების, ლიდერების დონეზე, სამიტი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს სამიტში პირველად მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

    ნატო-ს შტაბ-ბინა ხვალ ახალ შენობაში გადავა.

    ნატო-ს გენერალური მდივნის ,იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „ეს ისტორიული მომენტი იქნება: ახალი სახლი თანამედროვე ალიანსისთვის“. 
    სამიტის ფარგლებში ნატო-ს წევრები ერთობლივი თავდაცვის საჭიროებებისთვის მშპ-ის 2%-იანი მაჩვენებლის უზრუნველყოფის საკითხს განიხილავენ. 

    იენს სტოლტენბერგის თქმით, ხვალინდელი სამიტი აჩვენებს ნატო-ს უნარს შეიცვალოს ამ ცვალებად სამყაროში. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტებმა უკვე მოახდინეს ალიანსში მონტენეგროს მიღების პროტოკოლის რატიფიცირება და უკვე ივნისის დასაწყისში მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი გახდება. 

  • დონალდ ტრამპი - მანკიერი იდეოლოგია უნდა განადგურდეს

    ბევრი ახალგაზრდა და ლამაზი, უდანაშაულო ადამიანი შეეწირა მანჩესტერში მომხდარს, ისინი ბოროტი და ხელმოცარული ადამიანების გამო დაიღუპნენ, - ასე გამოეხმაურა მანჩესტერის აფეთქებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 

    „მე მათ მონსტრებს არ ვუწოდებ, ვინაიდან მათ ეს ტერმინი მოსწონთ და ფიქრობენ, რომ ეს დიდებული სახელია. მე მათ დღეიდან ხელმოცარულებს ვუწოდებ. ჩვენი საზოგადოება არ უნდა შეეგუოს სისხლისღვრის გაგრძელებას. ეს მანკიერი იდეოლოგია უნდა განადგურდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

    მანჩესტერში აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 59. ამის შესახებ ინფორმაციას BBC მანჩესტერის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 
    მანჩესტერ არენაზე აფეთქება პოპმომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ აფეთქებამოხდა.
    მომხდარს სამართალდამცველები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია, ანტიტერორისტულ განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 
    მედიის ინფორმაციით, კონცერტზე მყოფი მაყურებლის დიდ ნაწილს ბავშვები და ახალგაზრდები შეადგენდნენ. 
    პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. ადგილზე გამოიძახეს გამნაღმველებიც.
  • დონალდ ტრამპი თურქეთის რეფერენდუმის შესახებ

    შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  თურქეთის ლიდერს რეფერენდუმის შედეგები მიულოცა.

     სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა  რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების ქმედებების მხარდაჭერისთვის, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის თავდასხმის საპასუხოდ განახორციელეს. 

  • აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მაიკ ფლინმა, რომელიც ტრამპმა თანამდებობიდან დაითხოვა, თურქეთის მთავრობისგან 530 ათასი დოლარი მიიღო
    აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებული ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მაიკ ფლინისათვის თურქეთის მთავრობის მიერ ფეთჰულაჰ გულენის ექსტრადიციის სანაცვლოდ 530 ათასი დოლარის გადაცემის საკითხი ისევ განხილვის საგანია. თეთრი სახლის ადმინისტრაციის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ ტრამპი, ყოფილი მრჩევლის გათავისუფლებამდე, არ ფლობდა ინფორმაციას ფლინის ლობისტურ საქმიანობაზე სხვა ქვეყნის სასარგებლოდ. მედიისათვის გამართულ ერთ-ერთ რიგით ბრიფინგზე აღნიშნულ თემაზე დასმულ კითხვაზე, შონ სპაისერმა უპასუხა, რომ მას არ სჯერა, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი იყო. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ფლინის ლობისტური საქმიანობის შესახებ. ამერიკული საინფორმაცო სააგენტო Associated Press -ის მტკიცებით, ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი მაიკლ ფლინი, რომელიც ფეთჰულლაჰ გულენისათვის ამერიკის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის წინააღმდეგ გამოდიოდა. ფლინი ასევე ადასტურებს, რომ თურქეთის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა. Associated Press -ის ინფორმაციით, ფლინი და მისი კომპანია „Flynn Intel GroupInc„ სამშაბათს, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსათვის წარდგენილ დოკუმენტებში ადასტურებს, რომ წარსულში თურქეთის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა. აღნიშნული საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება 8 ნოემბერს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გაუქმდა. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ფლინის კომპანია აგროვებდა ინფორმაციას ფეთჰულლაჰ გულენის შესახებ და ცდილობდა მის წინააღმდეგ განეწყო ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები. სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქი ბიზნესმენის ექიმ ალფთექინის ჰოლანდიაში დაფუძნებულმა კომპანიამ “ Inovo BV“-მ ლობისტური საქმიანობის სანაცვლოდ ფლინის კომპანიას 2016 წლის 9 სექტემბერიდან 14 ოქტომბრამდე 530 ათასი დოლარი გადაუხადა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური