ახალი თერაპია, რომელიც ძუძუს კიბოს 11 დღეში აქრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 23:41

ძუძუს კიბოს ახალმა თერაპიამ მომაკვდინებელი წარმონაქმნები 11 დღეში გაანადგურა. ექსპერტებმა ამ მიგნებას "გამაოგნებელი" უწოდეს და აღნიშნავენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წამალი დაავადებაზე ასე სწრაფად მოქმედებს. კომბინირებული წამლების თერაპია, რომელიც დაახლოებით 1500 ევრო ღირს, მთლიანად  ანადგურებს 3 სანტიმეტრის ზომის სიმსივნურ წარმონაქმნებს. ეს ახალი აღმოჩენა ნიშნავს იმას, რომ ახლომომავალში ათი ათასობით ქალი შეძლებს ქიმიოთერაპიის გარეშე მკურნალობას. 

ბრიტანულ კვლევაში ისეთი ქალები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებსაც ყველაზე აგრესიული ტიპის ძუძუს კიბო ქონდათ. ათიდან ცხრა ქალი მკურნალობას დაექვემდებარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმსივნურმა უჯრედებმა განადგურება დაიწყეს. ზოგ შემთხვევაში საგრძნობლად დაპატარავდა წარმონაქმნები, ზოგ შემთხვევაში კი მთლიანად გაქრა. წამალი ეფექტური გამოდგა იმ შემთხვევებშიც, როდესაც დაავადება ლიმფურ კვანძებზე იყო გავრცელებული. 

მკვლევარები გაოგნებული დარჩნენ სასწაული შედეგებით, რაც ორი წამლის - Herceptin-ის და Tyverb-ის კომბინაციამ გამოიწვია. მათი თქმით, ეს აღმოჩენა სამომავლოდ ძუძუს კიბოს მკურნალობის სტანდარტებს შეცვლის. 

წაკითხულია 114 ჯერ

Related items

  • ცეკვის კომპანია ქენდუკო: ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს თერაპია არაა – ეს ხელოვნებაა
    დიდი ბრიტანეთიდან თბილისში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ცეკვის დასი იყო ჩამოსული. იგი საქართველოში – ასევე აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში – ბრიტანეთის საბჭომ მოიწვია. ამ შემოქმედებითი პროექტის უნიკალურობა ისაა, რომ დასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე მოცეკვავეები არიან გაერთიანებული. ქენდუკოს წარმატების ფორმულა საკუთარ სამშობლოში, დიდ ბრიტანეთში, ცეკვის კომპანია ქენდუკო (ინგლისურიდან: "can do" – „შემიძლია, გავაკეთო“) უკვე მეოთხედი საუკუნეა, წარმატებით გამოდის სცენაზე. კოლექტივი 1991 წელს დააარსეს მოცეკვავეებმა და ქორეოგრაფებმა სელესტ დანდეკერმა და ადამ ბენჯამინმა – როგორც ცეკვის წრე.აქ კვირაში ერთხელ დადიოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე ადამიანები, რომლებიც ერთნაირად ოცნებობდნენ, ეცეკვათ. თავად სელესტ დანდეკერი ინვალიდის ეტლს უბედური შემთხვევის მერე მიეჯაჭვა. მან ძალიან მალე შენიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებსა და დანარჩენ სამყაროს შორის უზარმაზარი ბარიერებია აღმართული, და უდიდესი მონდომებითა და ენთუზიაზმით იწყო ინკლუზიურობის იდეების გატარება ხელოვნებაში, კერძოდ, თანამედროვე ცეკვებში. სულ მალე დასი, რომელმაც თავის საქმიანობაში ჩართო მრავალი პროფესიონალი მოცეკვავე და ქორეოგრაფი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, იქცა პროფესიულ ცეკვის ანსამბლად, რომელიც მაყურებელს დასამახსოვრებელ, შთამბეჭდავ და შემოქმედებით წარმოდგენებს სთავაზობდა. დღეს ქენდუკო არა მხოლოდ სამშობლოშია ცნობილი, არამედ მთელ მსოფლიოში კულტურ ინტეგრირებულ თეატრად არის მიჩნეული. 2012 წელს ჯგუფ ქოლდფლეისთან ერთად გამოდიოდა ლონდონში პარაოლიმპიური თამაშების დახურვაზე, ხოლო 2015 წელს მოიპოვა ბრიტანული თეატრალური პრემია (The UK Theatre Award) ნომინაციაში „მიღწევები ცეკვაში“. „ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია შემოქმედებითობა და ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ადამიანის სხეულსა და შესაძლებლობზეა ფოკუსირებული. ჩვენ ვმუშაობთ საკუთარი ოსტატობისა და შესაძლებლობის დახვეწაზე, ერთმანეთში შთაგონებას ვპოულობთ და მუდმივად ვვითარდებით. შემოქმედებითი შთაგონების უმთავრესი წყარო სწორედ ჩვენი მრავალფეროვნება და განსხვავებულობაა“, – ამბობს თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი სტაინ ნილსენი (Stine Nilsen). თერაპიიდან ხელოვნებამდე ცეკვა – ეს თავისუფლებაა, რომელიც ყველას უკიდეგანო შესაძლებლობებს უხსნის. ქენდუკო არ ცნობს უთანასწორობას, მათ შორის, არც სამედიცინო თვალსაზრისით. მისი მოცეკვავეები მათი საშემსრულებლო ოსტატობის, ძალის, მოხერხებულობის, ნიჭის და არტისტულობის თვალსაზრისით თანასწორი ადამიანები არიან. და ამას ცხადყოფენ თავიანთ ყოველ დადგმაში, რომელიც სავსეა რთული ნომრებით, ლამის აკრობატული გამძლეობითა და ვარჯიშით რომ მიიღწევა, უზადო სიმსუბუქით და ხელოვნების მაცოცხლებელი, კათარზისის მომტანი მშვენიერებით. ამ ინკლუზიური კოლექტივის მხატვრული ხელმძღვანელი უარყოფს მოსაზრებას, რომ მისი დასი თერაპიული მიმართულებისაა, და ამტკიცებს, რომ ქენდუკო არის არა თერაპია, არამედ – ნამდვილი ხელოვნება: „ჩვენ ვინმეს კი არ ვეხმარებით, ჩვენ ვქმნით ხელოვნებას და აგვყავს ის უმაღლეს დონეზე, ჩვენი მეთოდები განუწყვეტელი სწავლა და სცენაზე საკუთარი შესაძლებლობების სრულქმნაა“. მოცემულ ეტაპზე ცეკვის კომპანია ქენდუკოში შვიდი მუდმივი მოცეკვავეა. ესენი არიან: მეგან არმიშოუ (Megan Armishaw) და ადამ გეინი (Adam Gain) ლონდონიდან, ჯოელ ბრაუნი აშშ-დან (Joel Brown), ტანია ერხარტი (Tanja Erhart) ავსტრიიდან, ჯეისონ მაბანა (Jason Mabana) ბელგიიდან, ლორა პატე (Laura Petay) საფრანგეთიდან და დანიელი ტოკე ბონი სტრენდბაი (Toke Boni Strandby). ყოველ მათგანს საკუთარი პირადი ისტორია აქვს, მაგრამ აერთიანებთ საერთო მიზანი: ყველას დაანახონ, რომ ცეკვა შეუძლია ნებისმიერს, მისი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად. ბრიტანული ჯგუფი მუდმივად ვითარდრება, ატარებს პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს, თანამშრომლობს სხვა ქვეყნების წარმომადგენელ კოლეგებთან და დაინტერესებულ ადამიანებთან. და, მრავალი სიძნელის მიუხედავად, რომელთა შორისაა ინკლუზიურ პროექტში მუშაობის დაწყების სიძნელე, აგრეთვე ის, რომ მაყურებელი ერთგვარად უარყოფითად აღიქვამს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვანების მონაწილეობით წარმოდგენილ დადგმას, მთელი ეს 25 წელიწადი თეატრი ერთგულად იცავს თავის დევიზს: „ყველაფერი, რასაც კი ვაკეთებთ, ბრწყინვალედ უნდა ვაკეთოთ!“ საქართველო მაგალითს ქენდუკოსგან იღებს საქართველოში 2017 წლის მონაცემებით დაახლოებით 125-130 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. და თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ეს ადამიანები სტიგმატიზირებულები იყვნენ და ნაკლებად მონაწილეობდნენ ქვეყნის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ახლა ვითარება ნელ-ნელა უკეთესდება. „ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს რწმენა უნდა ჩავუნერგოთ, მათ უნდა ირწმუნონ საკუთარი ძალა. მაშინ მათ ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის სურვილი და სტიმული გაუჩნდებათ და ამ გზით ბევრი ბარიერი მოეხსნებათ. ხოლო რაც შეეხება სახელმწიფოს, ის მზადაა, ყველანაირად მხარი დაუჭიროს ამ ადამიანებს: კიდევაც მოისმინოს და კიდევაც დააფინანსოს მათი წინადადებები და პროექტები“, – ამბობს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი შოთა მაღლაკელიძე. როდესაც ბრიტანული ცეკვის კომპანია ქენდუკომ თბილისში თავისი პირველი წარმოდგენა გამართა, ინკლუზიური ცეკვის დასის შემოქმედებამ ქართველ მაყურებელზე ისე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მალე საქართველოს დედაქალაქში ეტლით მოსარგებლეთა სპორტული ცეკვების ფედერაცია შეიქმნა. დღეს ეს კოლექტივი წარმატებით ფუნქციონირებს ქვეყანაში და უცხოეთში გამართულ პროფესიულ შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილებს იღებს. წელს კი ფედერაცია გეგმავს, გარდაიქმნეს ინკლუზიურ ცეკვის თეატრად, რომელიც არა მხოლოდ ჩართავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს თანამედროვე ცეკვის ხელოვნებაში, არამედ ამ ხელოვნებას მთელ მსოფლიოსაც გაუზიარებს. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური