მტკვარში 18 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 14:23

მდინარე მტკვარში 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. როგორც საგანაგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხდეს, შემთხვევა გუშინ, სოფელ ნიჩბისთან მოხდა. 
სააგენტოს ცნობით, ადგილზე მაშველების მისვლისას ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წაკითხულია 108 ჯერ

Related items

  • მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში ახლა - გახდით ახალგაზრდა ევროპელი ელჩი

    18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობიდან მიწვეულები არიან საკონკურსო განაცხადების შესატანად „ახალგაზრდა ევროპელი ელჩის“ პოზიციაზე. ინიციატივა, რომელსაც ახორციელებს „ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლების“ პროექტი, ორიენტირებულია აქტიურ და ენთუზიასტ ახალგაზრდებზე, რომლებმაც კარგად იციან ინგლისური ენა და არიან ევროკავშირის ან მისი ექვსი აღმოსავლეთი პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეები (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა).

    განმცხადებლები დაინტერესებულები უნდა იყვნენ ევროკავშირის საქმიანობით და მათი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობით ევროკავშირთან. წარმატებული კანდიდატები ჩაერთვებიან ონლაინ და დიალოგით მართულ საქმიანობაში და წარმოადგენენ საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდობას. ისინი ერთმანეთ გაუზიარებენ გამოცდილებას და მოწინავე პრაქტიკას, განიხილავენ ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლო ინტერესების მქონე საკითხებს და ითანამშრომლებენ საკუთარი ქვეყნების და რეგიონების უკეთესი მომავლისთვის.

    განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი. დამატებითი დეტალები კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმების და განაცხადების განხილვის პროცესის შესახებ იხილეთ აქ.

    კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა 2016 წლის სექტემბერში, რომლის განმავლობაში 800-ზე მეტი განაცხადიდან ახალგაზრდა ევროპელ ელჩებად 100 ახალგაზრდა იქნა შერჩეული. გასული წლის განმავლობაში ამ ახალგაზრდა ელჩებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს რიგ ღონისძიებებში, მათ შრის ევროსკოლის ორ გამოშვებაში აზერბაიჯანში, ვიზიტებში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სომხეთში და მოლდოვის რესპუბლიკაში, ასევე ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში, სადაც მათ ჰქონდათ ევროკავშირის მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

    „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა წარმოადგენს „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელის ნაწილს, რომელიც შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით „ღია სამეზობლო - კომუნიკაცია პარტნიორობის გაძლიერებისთვის: კავშირი მოქალაქეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“ („ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლები“).

    წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე:

    http://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/news/apply-now-become-young-european-ambassador
     

  • GEM Fest-იდან ზუგდიდის საავადმყოფოში კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს

    GEM Fest-იდან სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ ხუთი ახალგაზრდა გადაიყვანეს, მათგან 2 ახალგაზრდას დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზი დაუსვეს, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას სამედიცინო პერსონალის დახმარებით, ამ დროისათვის საფრთხე აღარ ემუქრება. ხუთიდან სამ პირს სხვა სიმპტომები აღენიშნება.

    ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 19 წლის გოგო, რომელიც საავადმყოფოში გუშინ გამთენიისას მოათავსეს, მას დღეს გაწერენ.

    შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს 22 წლის გოგო გარდაიცვალა. პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა.

  • 10-მა ახალგაზრდამ თბილისში 4 პოლიციელი სცემა

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მეოთხე დღეა ეძებს ათამდე ახალგაზრდას, რომლებმაც თბილისში პოლიციელები სცემეს. 4 სამართალდამცველზე თავდასხმა გვიან ღამით ცოტნე დადიანის გამზირზე მოხდა. სათვალთვალო კამერებმა ფაქტი მთლიანად დააფიქსირა და სავარაუდოდ, სწორედ ამ ვიდეო კადრების გაშიფვრის შემდეგ დაადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელების ვინაობა.

    „კურიერთან“ შემთხვევის თვითმხილველი ყვება, რომ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთმა პირმა სამართალდამცველს შეაგინა. მოგვიანებით კი მდგომარეობის დაძაბვის გამო პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

    შსს-მ თავდამსხმელების ვინაობა უკვე იცის, თუმცა ფაქტზე არავინაა დაკავებული. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც თავდასხმისას მძიმე დაზიანებები მიიღო.

    პოლიციელებზე თავდასხმის საქმეს შსს სისხლის სამართლის კოსექსის 353-ე მუხლით იძიებს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის წინააღმდეგ მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

  • ვაჟა-ფშაველაზე სროლისას დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

    27 წლის გიორგი ფიცხელიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ, ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

    შემთხვევა, 24 ივნისს, დაახლოებით 23:40 საათზე მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, მათ 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ გარდაცვლილს სამი ტყვია მოხვდა ყელის, მხარის და მუცლის არეში.

    ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.

    შსს-ში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

  • მაშველები მტკვარში მამაკაცს ეძებენ

    მტკვარში მაშველები მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათთან ინფორმაცია დაახლოებით 15:00 საათზე შევიდა. 

    სამძებრო სამუშაოებს როგორც მყვინთავები, ასევე სახმელეთო სამაშველო ჯგუფები ახორციელებენ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური