„სკოლებში შრომის გაკვეთილების დაბრუნება იგეგმება“ - ალექსანდრე ჯეჯელავა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 14:10

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში შრომის გაკვეთილების დაბრუნება იგეგმება. მინისტრის განცხადებით, თავდაპირვეად საცდელი პროგრამა ჩაეშვება:

"ეს იქნება ხელობის გაკვეთილი და პროფესიულ კოლეჯებს დავავალებთ, რომ მათ ჩაატარონ გაკვეთილები. ეს იქნება პროფესოული განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ ხელობის მრავალფეროვნება, რეგიონებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით"- განაცხადა ჯეჯელავამ.

წაკითხულია 426 ჯერ

Related items

  • 2022 წელს უფროსი მასწავლებლის ხელფასი 1700 ლარს, ხოლო წამყვანი მასწავლებლის 2150 ლარს მიაღწევს - აცხადებს მ. ბახტაძე

    მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბერში, როგორც მე თქვენ შეგპირდით,  ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, მათ შორის,  ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებსაც. ხელფასის ზრდა შეეხებათ ასევე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

    „შრომის ანაზღაურება იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი. უფრო მეტიც - ეს ემოციურადაც პირადად ჩემთვის  უმძიმესი ტვირთი იყო, როდესაც მარტივ ციფრებში ვხედავდი, რომ საქართველოში მასწავლებლის ხელფასი საშუალო ხელფასს ორჯერ ჩამორჩებოდა. ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკით და მიდგომებით 21-ე საუკუნეში ქვეყანას წარმატება ვერ ექნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები და მინდა გითხრათ, რომ მე ვგრძნობ ამ დაკვეთას ჩვენი საზოგადოებიდან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს ის მიაღწევს უფროსი მასწავლებლისთვის 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლისთვის 2150 ლარს და მენტორი მასწავლებლებისთვის 2450 ლარს.

    როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  6 ათასი პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგი, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით მიიღებს 2 წლის ჯამურ ხელფასს და მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

    „მთელი ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ განათლება და მეცნიერება ჩვენი ქვეყნის მომავლის ფუნდამენტია. განათლება ეს არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს, ოკუპაციას და ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში იქნება წარმატებული ქვეყანა და საქართველო ჩადგება განვითარებული ქვეყნების რიცხვში. ჩვენი განათლების რეფორმა ეფუძნება ეროვნულ, კულტურულ, დემოკრატიულ ღირებულებებს და მთლიანად მორგებულია საქართველოს დღევანდელ რეალობას და ის ქვეყანაში დაამკვიდრებს უმაღლეს ეროვნულ სტანდარტს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერის თქმით, მთავრობამ შეძლო მიზნის მიღწევა და ახალი კანონის მიხედვით, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე მიმართოს.

    „კარგად მახსოვს, როდესაც ვმუშაობდით ამ რეფორმაზე, რა მასშტაბურ გამოწვევების დაძლევაზე იყო საუბარი, მაგრამ ამავე დროს, მე ღრმად მწამდა, რომ პროგრესი  და წინსვლა მხოლოდ განათლებულ, მოტივირებულ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ მოქალაქეებს მოაქვთ და ჩვენ ასე შევძლებთ ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძლიერი ფუნდამენტის შექმნას. ეს კანონი, რაც პარლამენტმა ივლისში მიიღო, არის უპრეცენდენტო ნაბიჯი. მე ვიტყოდი, ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც ჩვენ, საზოგადოებამ გადავდგით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მე მაინც ვიტოვებდი მცირე იმედს, რომ კანონპროექტის განხილვისას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები დადგებოდნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და მხარს დაუჭერდნენ მას. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას - მეგობრებო, განათლება არის ეროვნული იდეა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს და მიუღებელია ამ იდეის გარშემო ნებისმიერი სპეკულაცია. მიუღებელია, რომ ის გავხადოთ ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად. ეს არის იდეა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზადყოფნას, რომ ეს რეფორმა იყოს ღია ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ თითოეული ჩვენგანი უნდა თანხმდებოდეს იმაზე, რომ განათლება არის სწორედ ეროვნული იდეა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სისტემის რეფორმა მოიცავს ხუთ დონეს - სკოლამდელი განათლებას, საშუალო განათლებას, პროფესიულ განათლებას, უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას და ხუთივე მიმართულება მთავრობისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია.

    „მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი განათლების რეფორმის წარმატება დგას საშუალო განათლებაზე. სკოლა არის ქვეყნის სიძლიერის ქვაკუთხედი. იმ ახლებურ მიდგომებში, რომლებსაც რეფორმა ითვალისწინებს, მასწავლებელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ეხება მასწავლებლებს. ჩვენი რეფორმა გულისხმობს მეტი თავისუფლების მიცემას სკოლებისთვის და მეტ თავისუფლებას  მასწავლებლებისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, პედაგოგებისთვის კომპეტენციის შესაფერისი და ღირსეული შრომის ანაზღაურება რეფორმის განხორციელების გზაზე საბაზისო ნაბიჯია.

    „მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება. თქვენი პროფესია არის უნიკალური ნებისმიერი ერისთვის და მე როგორც იდეის ავტორი, ერთერთ მთავარ მიზნად ამ იდეის განხორციელებისა, მიმაჩნია, რომ პედაგოგს, როგორც პროფესიას დავუბრუნოთ ის პატივისცემა და ღირსება, რასაც ის იმსახურებს. ძალიან მარტივი მიზეზის გამო - თქვენ ხართ ადამიანები, რომელმაც უნდა აღუზარდოს ქვეყანას მომავალი საჯარო მოხელეები, სამხედროები, პოლიციელები, მეწარმეები, ექიმები, პატრიოტი ადამიანები, რომელთა წარმატებაზეც იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის პირადად განათლება ეროვნული იდეა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერის თქმით, განათლების ფუნდამენტური რეფორმის შედეგად, საქართველოში მასწავლებლის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული.

    „მინდა მათ ღვაწლს განსაკუთრებული ხაზი გავუსვა - თითოეული ეს ადამიანი არის ნამდვილი გმირი. მე ძალიან კარგად ვიცი, რა მძიმე პერიოდი გადაიტანეთ თქვენ, როდესაც მიზანმიმართული პოლიტიკის თუ შეცდომების შედეგად განათლება მიიყვანეს კატასტროფის პირას და თქვენ ანაზღაურების არარსებობის პირობებში, ელემენტარული ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში განათლების სისტემა მოიტანეთ დღემდე და დღეს მოგვეცით იმის შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ყველაზე გაბედულ და ამბიციურ პროექტზე დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღვაწლმოსილ პედაგოგს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ექსპერტებს და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები რეფორმის მომზადებაში.

    „ეს არის პირველი ნაბიჯები. განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან, თავისუფლებისკენ სიღარიბისგან და მე დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა უზრუნველყოფს იმას, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ”

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ” (Humboldt-Kolleg) გაიხსნა, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჰუმბლოდტის ფონდის სტიპენდიატებს და ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატებს შეკრებს 12 ქვეყნიდან. საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან და 2017 წლის გერმანია-საქართველოს წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით  წელს კონფერენციას საქართველო მასპინძლობს. კონფერენციის თემაა “გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში”. კონფერენციის ორგანიზატორია, საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტი, პროფესორი ალექსანდრე კარტოზია.

    ჰუმბოლდტის ფონდი აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებსა და  სპონსორობას უწევს როგორც ახალგაზრდა,  ისე აღიარებულ მეცნიერებს. საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბი 30-ზე მეტ წევრს ითვლის. კლუბის წევრები არიან ქართველი მეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატები ან ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატები. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

    ჰაიკე პაიჩი. მონაწილეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატები თამაზ გამყრელიძე (საქართველო), კონსტანტინ აზადოვსკი (რუსეთი) და ანილ ბჰატი (ინდოეთი).

    აღნიშნულ მსხვილმასშტაბიან წარმომადგენლობით კონფერენციას, რომელიც “ჰუმბოლდტ-კოლეგ”-ის (HUMBOLDT-KOLLEG) სახელით არის ცნობილი, გერმანიის სახელმწიფოს ფონდი აფინანსებს. ყოველწლიურად HUMBOLDT-KOLLEG გერმანიის ფარგლებს გარეთ იმართება.

  • ალექსანდრე ჯეჯელავა - გამოცდები სტრესული საქმეა და იქაც, სადაც კონდიცირებაა, გულის წასვლა და ბევრი ასეთი რამ ხდება

    იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ყველა ჩვენი ცენტრი კონდიცირებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მშობლების უკმაყოფილებას, რომ ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერებს არ რთავენ და ერთ-ერთ აბიტურიენტს გამოცდაზე გული წაუვიდა.

    მინისტრის განმარტებით, ზოგან ტექნიკური, ზოგან კი, სხვა სახის პრობლემაა.

    ”გამოცდები ძალიან სტრესული საქმეა და სამწუხაროდ, იქაც, სადაც კონდიცირება არის, გულის წასვლა და სხვა სტრესის გამო ძალიან ბევრი ასეთი რამ ხდება, რაც ძალიან სამწუხაროა. სიცხე ნამდვილად არის პრობლემა, თან სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ სწორედ ეროვნული გამოცდების დაწყებას დაემთხვა ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. საგამოცდო ცენტრები ადრე სხვადასხვა ადგილას იყო. ბოლო წლებში დავიწყეთ თავმოყრა, ერთსა და იმავე ადგილებში ტარდება ეროვნული გამოცდები. იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ყველა ჩვენი ცენტრი კონდიცირებული იქნება. რაც შეეხება კითხვას, რომ კონკრეტულ ადგილებში კონდიციონერს არ რთავენ, ზოგან ტექნიკური პრობლემაა, ზოგან სხვა სახის პრობლემაა და სამწუხრაოდ, ისეთი ვითარებაც გვაქვს, როდესაც ვიღაცას ხელს უშლის, პირიქით, პრობლემაა. ეს უდავად არის რაღაც, რის გამოსწორებაზეც ჩვენ უნდა ვიმუშავოთ”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

  • ალექსანდრე ჯეჯელავა - უფასო ფაკულტეტები არც ისე კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მისადგომი გახდა

    სამწუხაროდ, უფასო ფაკულტეტები ზოგჯერ, არც ისე კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მისადგომი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების - ე.წ. უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

    მინისტრის განმარტებით, ე.წ. უფასო ფაკულტეტების წლევანდელი სია, პრაქტიკულად, უცვლელია და ჩამონათვალს ერთი დაემატა, რომელიც უახლოეს დღეებში, გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი. 

    ”უკვე დავამტკიცე სია და ამ დღეებში გამოქვეყნდება. შარშანდელთან შედარებით, პრაქტიკულად, ცვლილებები არ არის. მე მინდა მეტი უფასო ფაკულტეტი იყოს, ოღონდ შესასვლელი ბარიერი უფრო მაღალი იყოს, რადგან, სამწუხაროდ, უფასო ფაკულტეტები ზოგჯერ გახდა მისადგომი, არც ისე კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების. ჩვენ გვინდა, უფასო სწავლება ხელმისაწვდომი იყოს ყველა კარგი მოსწავლისთვის. მომავალ წელს, იმედი მაქვს, უფასო ფაკულტეტების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა შესასვლელი მოთხოვნა, ქულები რომლებიც დასჭირდებათ, ფასიან ფაკულტეტებზე უფრო მაღალი იქნება”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

    ამასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჟურნალისტებთან ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობაც შეაფასა.

    ”ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი კარგად მიდის, გეგმურად. რა თქმა უნდა, არიან დაგვიანებულებიც, ვინც ვერ მოხვდა გამოცდაზე, სტრესის გამო და სიცხის გამო, ტექნიკური ხარვეზებიც არის, თუმცა, ჩვეულებრივი ვითარებაა, როგორც მიმდინარეობს ხოლმე. შარშან პირველად შემოვიდა საკითხები კომპიუტერებზე და ძალიან დიდი სიახლე იყო ეს, უკმაყოფილებაც მოჰყვა. წელს შედარებით ნაკლებია ამაზე საუბარი, რადგან შეეჩვია ხალხი. მომავალ წლებშიც, ვფქირობთ, ეს პროცესი თანდათან უფრო დაიხვეწება”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

  • ალექსანდრე ჯეჯელავა - რეპერებმა კლიპში რაც გამოხატეს, საშინელებაა

    რეპერებმა კლიპში რაც გამოხატეს, ჩემი აზრით, საშინელებაა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურანლისტებს განუცხადა, რითაც რეპერების ჯგუფ birja mafia-ს წევრების დაკავების საკითხს გამოეხმაურა.

    განათლების მინისტრის თქმით, რეპერებმა თუ დაარღვიეს კანონი, მათ პასუხი უნდა აგონ. 

    „კლიპში რაც გამოხატეს, ჩემი აზრით, საშინელებაა. ასეთი უპატივცემულობა სამართლდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. მე ასე ვფიქრობ, თუმცა მათ ამისთვის პასუხს ვერ აგებინებდნენ. საუბარი იმაზე, რომ კანონი დავარღვიე და რაღაც სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, ვფიქრობ, არასერიოზულია. საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და გასაგები იყოს ყველასთვის მათი ბრალეულობა და ამ საქმის მიმდინარეობა“, - განაცხადა ჯეჯელავამ. 

    სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ birja mafia-ს ორი წევრი დააკავეს. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა.
    ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რეპერს, მიხეილ მგალობლიშვილის თქმით, 
    ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას ამოუღეს, თავად არ ეკუთვნის და ის პოლიციამ ჩაუდო. მისივე თქმით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ იმის გამო ჩაუდო, რომ ჯგუფმა საკუთარი კლიპით პოლიცია გააშარჟა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური