,,ბევრი წლით ვტოვებ ამ მრავალ ჭირნახულ ქვეყანას…” - თინა მახარაძე საქართველოდან წასვლის წინ ემოციურ წერილს ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 14:07

მსახიობი თინა მახარაძე, რამდენიმე წლით საქართველოდან მიდის და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ტოვებს:

თინა მახარაძე: რაკი ბევრი წლით ვტოვებ ამ მრავალ ჭირნახულ ქვეყანას (ხუთწლიანი F1 ვიზა გადამიწყვიტეს) , ვიტყვი ორ სიტყვას. გრძლად.

მე წლების მერე ვერ ვიტყვი, ნიუ იორკში რომ ჩავედი, 14 დოლარი მედო ჯიბეში-მეთქი ან რამე ამდაგვარს. ეს არ არის ჩემი ისტორია. ჩემი ისტორია ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიწვალე და ვიშრომე, მაინც სულ ჯოკერი ამომდიოდა.

თავიდან იყო, ტოეფელი ვერ ჩავაბარე. გამოცდაზე ლისენინგის დროს ჩამეძინა. რომ გავიღვიძე, მივხვდი, აზრი აღარ ჰქონდა ნერვების წყვეტას და სკამზე გადაწოლილმა დარჩენილი ორი საათი აუჩქარებლად ვღმურძლე შოკოლადი. უნივერსიტეტს, სადაც უკვე გაგზავნილი მქონდა პორტფოლიო და ფილმი, მივწერე წერილი, ავუხსენი, რატომ მეძინება ტოეფელის გამოცდაზე (აქ ამონარიდი წერილიდან: "I can write, read and speak in English without any problems.

Major problem with my TOEFL is that during 4 hours I have to listen and talk about the topics, I am not interested at all, for example principles of creating robots, methods of constructing tunnels and bridges or the definition of honesty during choosing the leader for some student organization. All these kills the creativity. Similar topics in my language are completely dizzy for me and it would be hard for me to focus even in Georgian, as while listening to such topic, my mind automatically starts to think about other topic..") და ვთხოვე, ეგებ, მაინც ენახათ ჩემი ფილმი და გადაეწყვიტათ, ღირს თუ არა ჩემი მიღება. მივწერე უიმედოდ, იმიტომ რომ ამერიკის უნივერსიტეტში, თან მსგავსი კლასის უნივერსიტეტში, ცხადია, უტოეფელოდ მიღება აბსურდის ჟანრია. ფილმი ნახეს და მიმიღეს. აბსურდის ჟანრი იყო სქოლარშიფის მიღებაც - თავიდანვე გასაგებად ამიხსნეს, რომ უცხოელი სტუდენტებისთვის არ ჰქონდათ გრანტები. სკაიპ ინტერვიუდან ერთ საათში მივიღე წერილი სკოლის დირექტორისგან ( Jonathan Wacks - რო რამე, დაგუგლეთ ), რომ მისი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, 12 000 დოლარი დამენიშნა სტიპენდია.

იმედი, რომ სწავლის გადასახადისა და ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ( წელიწადში სულ მცირე - 55 000 $) მობილიზებას შევძლებდი, ფაქტობრივად, არ მქონდა, როცა განათლების საერთაშორისო ცენტრი / iecს კონკურსის შესახებ გავიგე Tatoსგან. იმედი, რომ გავიმარჯვებდი, თითქმის არ მქონდა იმიტომ, რომ მაინც დღენიადაგ ამ ხელისუფლების ლანძღვაში ვარ ( სავსებით დამსახურებულად ) და ამ დროს აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში, ყველაფრის მიუხედავად, არსებობს ასეთი ინსტიტუცია, რომელიც სრულიად მიუკერძოებლად და საოცრად მოწესრიგებულად ატარებს მსგავს კონკურსს და აფინანსებს გამარჯვებულ სტუდენტებს. კომისიის წევრებმა კონკურსის ფინალური ეტაპის ბოლო მომენტამდე არ იცოდნენ, ვისი პორტფოლიო აირჩიეს. მადლობა განათლების საერთაშორისო ცენტრს იმისთვის, რომ მომდევნო სამი წელი ჩემი სწავლის გადასახადზე ღნავილი და სირბილი არ მომიწევს.

მადლობა Tamar A Mirianashviliს იმისთვის, რომ არსებობს. მადლობა Nika Ruruaს, Giorgi Shalutashviliს და Nino Kirtadzeს რეკომენდაციებისა და გულშემატკივრობისთვის. წარმოუდგენელი მადლობა ნინო კასრაძეს, ვინც არაამქვეყნიური და ერთადერთი ქალია, რომელსაც თუ ვემსგავსები რამით, კარგი იქნება. მადლობა ჩემს სამსახურს Formula Creativeს, რომელსაც თავის დროზე ტექნიკა რომ არ ეთხოვებინა, ვერაფერსაც ვერ გადავიღებდი. ყველაზე დიდი მადლობა იმათ, ვინც ჩემს ფილმის გადაღებებზე დღეები და ღამეები ათენეს სრულიად უსასყიდლოდ. ჩემი ფილმის დამდგმელი ოპერატორი Kakha Mshvidobadze დიდი კაცია და Nariam Kesshō Mea -

საუკეთესო მხატვარი. Giorgi Pataridze, Mou Se Nini Tsalkalamanidze

წაკითხულია 5248 ჯერ

Related items

  • "მეომარი, მაგარი ქალები ვართ ახალი საქართველოს დედები. გვაკოცეთ პადაგრებზე"

    მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

    "სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრების ამჟამინდელი, უკიდურესად სტრესული და გადატვირთული პერიოდი, არ მაძლევს საშუალებას, დროსა და ნერვებს, რომ რაც ამ ქვეყანაში ხდება, კიდე ყველაფერზე თითების გადატყავებამდე ვწერო, მაგრამ ბოლოდროინდელ ხდომილებებზე ეს პოსტი გამახსენდა, რომელში აღწერილი შემთხვევაც არც პირველი იყო ჩემთვის და არც უკანასკნელი. მაშინ, როცა პრიმატების უზარმაზარი ჯოგი ათასნაირი ეშმაკის მანქანებით გაუპატიურებით მემუქრებოდა და მე პოლიციაში ვათენებდი ღამეს, ძალიან ბევრჯერ დამისვეს კითხვა: "მოიცა ერთი რა, არ გკიდია? ფეისბუქში ვიღაცა რაღაცას დაწერს, მაგაზე პატრულში უნდა რეკო?". მაშინ ვპასუხობდი, რომ, ცხადია, უნდა ვრეკო, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, წარმოდგენა არ მქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის არსებობაზე, (გულისხმობს მუქარას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით – ვადით 120-დან 180-მდე საათით ან გამასწორებელი სამუშაოთი – ვადით ერთ წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთ წლამდე). 

    მაშინ პოლიციაშიც დამარწმუნეს, რომ ერთადერთი, რაც შეიძლებოდა, გაეკეთებინათ, იყო "სიტყვიერი დატუქსვა". ამ ფენომენის მოქმედების მექანიზმი რომ გავაანალიზოთ: ვიღაც ფანტაზიორობს შენზე, როგორ მოგკლავდა/მოგტყნავდა/გაწამებდა და ამ დროს პოლიციელი, დარწმუნებული საკუთარ ავტორიტეტში, შენ - ვინმე ჯიგარ გოგოს, ასევე ჯიგრულად გიწვდის დახმარების ხელს და ამ ტიპს კაცურად "უიასნებს, რო ცოტა დაოკდეს." ისიც "მენტის პონტში ზადნავს". ეს არის, ძმებო და დებო, "სიტყვიერი დატუქსვა". ჩემს შემთხვევაში ამ დატუქსვამ ის შედეგი გამოიღო, რომ მუქარის პოსტის ავტორმა თავისი მარკიზდესადობის ადიბასები წაშალა, მერე დამბლოკა და, ალბათ, ჩემგან უხილავად, ისევ ახლიდან დაწერა.

    სამაგიეროდ იმ ტექსტის ქვეშ მოხტუნავე ჭუჭუაბრიგინებულმა კაცობამ და სისხლიანლეჩაქიანმა ქალობამ, ლეგიონია მათი სახელი, გადმოინაცვლეს ჩემს კედელზე იგივე მუქარითა და ლანძღვით და ეს

    გრძელდებოდა კვირები. უბრალოდ მათგან არც ერთი იყო კორკოტა და არც მეორე - მორგოშია, ამიტომ ისტორიას არ შემორჩება მათი სახელები,  როგორც უკიდეგანო ყლეების. ყველა უსახელო ყლედ დარჩება.

    და მე მიხარია, რომ თვიდან თვემდე ვიზრდებით. რომ შვიდი თვის წინ რაღაც შესაბამისი რეაგირების გარეშე დარჩა და შვიდი თვის მერე მსგავს ინციდენტს მოჰყვა ქალების მარში. დიდებული და საამაყო. ასეა, რაც უფრო მეტი და მძიმეწონიანი ბაქტერიები იჩითებიან ჩვენს საამაყო ქართულ სისხლში, მით უფრო მეტ ანტისხეულს ვიმუშავებთ და მით უფრო რეზისტენტულები ვხდებით. მით უფრო გვიმუშავდება ბრძოლის უნარი და გადაუდებელი მკურნალობის აუცილებლობის განცდა.

    თუმცა, ტვინი მიდუღდება, რომ ვაცნობიერებ, რამდენი ომი გვაქვს წინ გამოსავლელი. აგერ, საკუთარმა დედამ, ძალიან გულნატკენმა, მთხოვა, - აიღე ეგ (ერთ-ერთი) ფოტო, ხედავ, რაებს წერენო? - და სქრინები ჩამიგდო, როგორ მლანძღავენ ფეხზე არსებული პადაგრის გამო. 

    ჯერ კიდევ იმ გარემოში ვცხოვრობთ, როცა ვიღაცები თვლიან, რომ ტერფის გამოჩენა ფოტოზე "ქალისგან არ არის ლამაზი საქციელი" და "მითუმეტეს თუ პადაგრა გაქვს, დამალე შე კაიოჯახიშვილო, რას მაყურებინებ და გულს მირევ". ვიღაცებს, წარმოიდგინეთ, მოცლიათ და სადღაც რაღაც ძონძღლი ტაბლოიდების კომენტარებში ჩემი პადაგრების დაწუნებით და ამიტომ, ჩემი გინებით კავდებიან. პადაგრიან ქალებს გვაბულინგებენ, მოკლედ. დიდცხვირიანებს, ჭორფლიანებს, განიერგავიანებს, დაბლებს, მსუქნებს, უმკერდოებს, მკერდიანებს, მაღლებს, ხმელ-ხმელებს, ტრაკიანებს და უტრაკოებს, ქალებს გვაბულინგებენ, გვატყუებენ, გვამცირებენ. ხოდა ქართველი ქალების მარში მარშზე. აბა, როგორ! მეომარი, მაგარი ქალები ვართ ახალი საქართველოს დედები. გვაკოცეთ პადაგრებზე."-წერს მახარაძე.

  • "იმის მერე ეკლესიაში აღარ მივსულვარ" - თინა მახარაძე

    მსახიობი თინა მახარაძე ჰარი პოტერის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს.

    "ბავშვობაში, რუსთავის ეკლესიაში დავდიოდი გიჟივით. მამაჩემი მიტრაკებდა ხოლმე, მაგრამ ლოცვას და წირვას არ ვმაზავდი. საღმრთო ლიტურღიის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გამოვცხადდებოდი ხოლმე, იქ მესანთლე ქალბატონ ნუნუს გავესაუბრებოდი, აქეთ სტიქაროსან ბიჭს კედებს შევუთვალიერებდი შემოსვამდე, ნახევრად დამთავრებულ ფრესკებს ჩამოვუვლიდი, ვუყურებდი, როგორ აკრავდა კიბეზე ასული ხატმწერი ოქროს ფურცლებს შარავანდედებს, სადღაც დახლქვეშა სეფისკვერს გამოვკრავდი ხელს, ვერთობოდი კარგად. აღსარების ჩასაბარებელ მერხთან მქონდა ჩემი vip ადგილი, იქ კარგი იყო დგომა.

    ჩამოეყრდნობოდი მერხს, არც ფეხები გტკიოდა ისე, 

     

    არც ვიღაცის ზურგს იყავი აკრული, ხალვათობა იყო. ზამთრობით ღუმელიც იქ იდგა და ბათინკებს მიშრობდა, ზაფხულში კარი იყო ღია, ნიავი მიბერავდა გადახურებულ კეფაში. 

    ღიღინით ვყვებოდი ხოლმე მგალობლებს, სანამ ვინმეს არ შევაწუხებდი და არ მიჯიკებდა ფერდში. სახარებაც სულ ზეპირად ვიცოდი.

    როცა კითხულობდნენ, გულში წინ ვუსწრებდი ხოლმე მედავითნეს, სანამ თვითონ ენის ბორძიკით ამოიკითხავდა ბიბლიიდან. მისწორდებოდა ეს ჩემი უპირატესობა. ძველქართულად კითხვაც მეხერხებოდა და ვიყავი სრულ კმაყოფილებაში.

    მოკლედ ეკლესია მევასებოდა და ჩემს მოძღვართან ყბედობაც: "მამაო, რატომ არის ქერუბიმი აღმატებით უზესთაესი უპატიოსნეს სერაფიმზე?" და ა.შ. 

    ერთხელაც ერთი საათით ადრე გამოვცხადდი გულამოვარდნილი და აკანკალებული ჩავუსაფრდი ჩემი მღვდლის მოსვლას, რომ ვინმე მოხუც ჟენია დეიდას არ დაესწრო ჩემამდე მივარდნა და გაუთავებელი კოცნა-ღნავილი მის ჯვართან. 

    ვეცი და მოვუყევი ჯადოსნურ წიგნზე. "ჰარი პოტერზე". წაკითხული ჰქონდა, რაკი დაბეჯითებით მითხრა: " არა, მამა, განა, ადამიანს შეგიძლია კედელში გასვლა?! ეს უდიდესი მრეხელობაა. გადააგდე ეგ წიგნი. შემპირდი."

    იმის მერე ეკლესიაში აღარ მივსულვარ. ჩემს პატარა ძმას კი, მომდევნო წლების განმავლობაში, სრულად ვუყიდე მთელი პოტერიადა. კარგი ბიჭიც გაიზარდა.“ - წერს თინა მახარაძე სოციალურ ქსელში.

  • თინა მახარაძე - „ჩემი ფოტოები, ძირითადად, პრომოკაციულია''

    მსახიობი თინა მახარაძე შეყვარებულ დიმუ მენაბდესთან ერთად მორიგ ფოტოს აქვეყნებს. თინას ერთ-ერთი მეგობარი: 

    „ეხლა წავა ახალი ნიუსები: თინა მახარაძე ახალ პროვოკაციულ ფოტოებს აქვეყნებს“.

    თინა:
    „აბა, პროვოკაცია? ვზივარ ალალად საკუთარი კაცის კალთაში“.

    „მეც ეგ არ მიკვირს. ყველაფერს პროვოკაციულს ეძახიან“.

    თინა:
    „ჩემი ფოტოები, ძირითადად, პრომოკაციულია (Dimu as a promotional man). 

    Rating

  • „სიყვარული, ვნება, ჰარმონია, ცეცხლი“ - თინა მახარაძის ვიქენდი

    „თურმე ვიქენდი არსებობს“-„პოსტავს“ ფეისბუქზე მსახიობი თინა მახარაძე, რომელმაც ჯერ შეყვარებულის პიკანტური ფოტოთი ააღელვა სოციალური ქსელის მკითხველი, მერე კი ვიქენდის ფოტოებიც გამოჰფინა და ...
    „ჩაიხადეთ და გახდით პოპულარული“ - ღელავს მკითხველი.

    Tamuna Lagvilava აუუუ, გოგოები ნახე რაა, ვისაც მოგვწონს გაგვატარეთ! დარწმუნებული ვარ დორბლები გადმოგივიდათ, შიშველი კაცი შორიდანაც არ გეყოლებათ ნანახი. After sex. კაი ფოტოა... ერთ ფოტოში ყველაფერია ნათქვამი - სიყვარული, ვნება, ჰარმონია, ცეცხლი ...

    Irakli Archvadze შენც რა მაგრად უბერავ რა. ნახვა და სექსი არა მგონია ვინმეს უკვირდეს. მაგრამ რაღაც ხომ მაინც უნდა გააჩნდეს ადამიანს ისეთი რასაც საჯაროდ არ გამოჰფენს? თუნდაც ინტიმური ცხოვრება... გამომივიდნენ „ქართველი ევროპელები“ , სინამდვილეში კი სნობიზმის მანიით შეპყრობილი ამფიბიები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური