განზრახ მკვლელობა გლდანში - შსს-მ ბრალდებული დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 10 აგვისტო 2017 13:59

გამთენიისას ურთიერთშელაპარაკებისას საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 44 წლის მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1967 წელს დაბადებულ პირს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ვ.ლ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გამთენიისას, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1967 წელს დაბადებულ გ.პ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ბ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

წაკითხულია 151 ჯერ

Related items

  • იან კელი სუფსაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია

    სუფსაში, აშშ-ის ელჩი იან კელი დელეგაციასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. 

    ცენტრის ხელმძღვანელმა, სასაზღვრო პოლიციის მეორე რანგის კაპიტანმა შოთა მიროტაძემ სტუმრებს JMOC-ის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, პრეზენტაცია წარუდგინა და ცენტრის სამომავლო გეგმები გააცნო.მხარეებმა შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ერთობლივ ღონისძიებებსა და პროექტებზე ისაუბრეს.

    საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი, შსს–ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებით აშენდა. ცენტრი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას აერთიანებს, რომელთა კოორდინაციასაც შს სამინისტრო ახდენს. ცენტრის მიზანია საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა. ზღვაზე არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი, პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება დარღვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს. საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა, ერთიანი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა. 

  • შსს-მ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავა, რომელმაც ბადრაგირების დროს გაქცევა მოახერხა.

    "შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 2017 წლის 14 ივნისიდან ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ძებნილი, 1992 წელს დაბადებული ბ.კ. თბილისში დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამზრახველებთან ერთად, 2017 წლის 14 ივნისს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მოქალაქე დავით როსტომაშვილზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა.

    ბ.კ.-მ, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, გაქცევა მოახერხა.

    ამჟამად, დაკავებული ბ.კ. მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული.

    ამავე ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ასევე, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ. ქ. და 1988 წელს დაბადებული ა.ა.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს“- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე გარდაიცვალა

    რამდენიმე დღის წინ შარტავას ქუჩაზე თვითმკვლელობის მცდელობის დროს დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ზურაბ ტაკიძე 25 სექტემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა იპოვა.

    შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • თბილისში, 6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

    თბილისში, 6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მოძალადე პოლიციამ 21 სექტემბერს დააკავა. 
    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დამატებით ინფორმაციას შსს არ ავრცელებს. 

  • თურქეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა

    თურქეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თურქულ მედიაში დაკავების ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა.
    ბრალდების მიხედვით, მამაკაცები ქუჩაში მიმავალ ქალს თავს დაესხნენ და მობილური ტელეფონის წართმევა სცადეს.
    დაზარალებულმა მომხდარი ინციდენტის შესახებ სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ შეატყობინა. გამომძიებლებმა ეჭვმიტანილები სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად დააკავეს.
    დაზარალებულმა დაკავებულები ამოიცნო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური