,,გოგონამ შემომხედა და ამოიკვნესა: დეეეეეეე, ხომ არ მიმატოვებ?.. ის თავის დედას ეძახდა“ - უარყოფილი დედა-შვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 აგვისტო 2017 23:47

სოლიდარობის სახლი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ოჯახისგან მიტოვებული ახალგაზრდა ქალის მძიმე ისტორიას მოგვითხრობს:

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ქალის მშობიარობას დავესწრებოდი, რადგან სუსტი გული მაქვს და მეგონდა, ვერ გავუძლებდი. მაგრამ არ შემეძლო უარი მეთქვა გოგონასთვის, რომელიც ქმარმაც, დედ-მამამ, დამ და ყველამ უარყო. ამ გოგონას ,,დანაშაული" კი იყო ის, რომ ქორწინებით არ შექმნა ოჯახი და დაფეხმძიმდა.

როდესაც ეს ამბავი გასკდა, წამოყოყლოჩინდნენ ციციკორები და დაუწყეს გოგონას ლანძღვა და წყევლა... ყველა უკიჟინებდა, გაიკეთე აბორტი, მოიცილე ბავშვი, ხალხი რას იტყვის? მეზობლები გაიგებენ და თავი მოგვეჭრება, როგორ გაბედე? და ასე შემდეგ... მოკლედ, დარჩა საბრალო გოგო ეული ღვთის ანაბარა და ღმერთს შეავედრა შვილის სიცოცხლე. გოგონამ არ დათმო და არ დანებდა. ბოლომდე იბრძოლა შვილის გადასარჩენად. დაუპირისირდა ოჯახს, საზოგადოებას და იმ მამაკაცს, ვინც გულით შეიყვარა, საკუთარი თავი ანდო და მისი სიცოცხლის გაგრძელებას მუცლით ატარებდა! არ გაიკეთა აბორტი, თავშესაფარს შეაფარა თავი და გადაარჩინა შვილი.

ეს გოგონა, ჩემი პატარა გმირია! დილის 6 საათიდან მუცელი ატკივდა, გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ჰერი, ჰერი სამშობიაროსკენ! ამ გოგონას თავი ამაყად ეჭირა და ვერც მიხვდებოდა სხვა, რა სიმძიმილსა და ვარამს ატარებდა გულში. იმ დროს, როდესაც მშობიარეს, ერთი ფეხი სააქაოს, მეორე ფეხი საიქიოს აქვს, მის გვერდით არ იდგა ქმარი, დედა, მამა, და, ძმა, ნათესავი, მეგობარი... როდესაც ექიმ-გენეკოლოგმა გვითხრეს, მოემზადეთ, სამშობიარო ბლოკში უნდა შეხვიდეთო, გოგონამ აწყლიანებული თვალებით შემომხედა და ამოიკვნესა: დეეეეეეე, ხომ არ მიმატოვებ?...... როგორ შემეძლო მისი მიტოვება? მეშინოდა, ძალიან მეშინოდა, მაგრამ ეს ის მომენტი იყო, როდესაც საკუთარ მეზე აღარ უნდა მეფიქრა... დამრთეს ნება, მეც მასთან ერთად ვყოფილიყავი მშობიარობის დროს. ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო, მეგონა, ვერ გავუძლებდი, მაგრამ... არ მქონდა უფლება გოგონა მიმეტოვებინა... სამშობიარო ტკივილები იმდენად ძლიერი იყო, გოგონა ბოლო ხმაზე კიოდა, დეეეე, ჩამეხუტე, დეეეეე, ხელი მომკიდე, დეეეე, დეეეე,დედიკონაააა მიშველეეეეე.... თითებით თითებში ისე მებღაუჭებოდა, ძვლებს ტკაცა-ტკუცი გაჰქონდა. ის თავის დედას ეძახდა, მივხვდი, მან აპატია დედას წყრომა, რადგანაც თავადაც დედა ხდებოდა... აპატია ყველას, რადგან ახალ სიცოცხლეს ბადებდა და ამ მიტევებით მხოლოდ მისი შვილის ბედნიერებაზე ფიქრობდა იმ მწარე წუთებშიც. პატარას კი ეხვეწებოდა, დამინდე შვილო, დამინდეო... იმ ტკივილის დროს, ჩემში ხედავდა დედას და ეძახდა, ეძახდა, ეძახდა... ლამის ჭკუიდან შევიშალე. ცრემლებს ვმალავდი... მეგონა, მუცელი გამომგლიჯეს, მინდოდა შევზიარებოდი იმ ტკივილებს, რომ მალე დასრულებულიყო ეს წამება. ვფიქრობდი, სადა ხარ გოგონას დედავ, სად? ახლა ხომ შენი შვილის გვერდით უნდა იყოოო, სადა ხარ, სად???? შენც ხომ ქალი ხარ, ქალი?....... და კიდევ, ბავშვის მამავ, რომელსაც კაცობა და ღირსება შარვალში გგონია, სიამაყით დადიხარ ქუჩებში, რადგან ,,ივაჟკაცე" და ერთი სოფლელი, წესიერი გოგონა გამოიყენე და ფეხმძიმეს ზურგი შეაქციე, შვილი უარჰყავი... რა ხარ შენ? ვინ ხარ შენ?... ეს გოგონა კი, ეს გოგონა მეხუტებოდა, ვიდექი გაქვავებული... გოგონამ სიმწრისგან რამდენჯერმე ლამის ხელებზე იკბინა. ეს იყო საშინელი ტანჯვა... და როგორც იქნა, როგორც იქნა დაიბადა... მოგვევლინა პატარა გოგონა. მაშინვე თვალი გაახილა, თითები დაპარჭყა და ომახიანად დაიწყო ტირილი... დედის გულ-მკერდზე გაირინდა და გაეღიმა... სახით მამას ჰგავს!... ღმერთმა ქნას, ბედნიერი იყოს და იმ საზოგადოებასა და სახელმწიფოში გაზრდილიყოს, სადაც სიცოცხლესა და სიყვარულს აფასებენ! მე კი უბედნიერესი ვიყავი, როდესაც ექიმები მილოცავდნენ, გილოცავთ ქალბატონო, შვილიშვილი შეგეძინათო!.............

წაკითხულია 4341 ჯერ

Related items

  • ტრაგედია თბილისში - ავარიას დედის საფლავიდან მომავალი ძმები ემსხვერპლნენ

    თბილისში, კუკიიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.   ავტომობილში, რომელიც ხეს შეეჯახა ძმები, ტატო და დავით ხუნჭუები და ძმები სერგო და ლევან ლაშქარავები იმყოფებოდნენ. ოთხივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ძმებ ლაშქარავებსაც და ძმებ ხუნჭუებსაც დედები გარდაცვლილი ჰყავთ და სწორედ საფლავიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

    როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

  • " სიბერის შვილს ველოდები..."- ცნობილი ტელეწამყვანი ორსულადაა

    "TV პირველის" ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე ბავშვს ელოდება. ორსულობის შესახებ ინფორმაცია ტელეწამყვანმა ფეისბუკზე ორიგინალურად გაავრცელა:

    „ვიდრე აღმოაჩენთ რომ ძაან გავსუქდი და პიჯაკი აღარ მეკვრება, ჯობია გამოვტყდე. სიბერის შვილს ველოდები. ჯერ წინ რამდენიმე თვეა.“- წერს დიანა ტრაპაიძე ფეისბუკზე.

  • რა რეაქცია ჰქონდა ბიჭს, როდესაც სახლში 4 წლის უნახავი ძმა და 10 წლის უნახავი დედა დახვდა

    რა რეაქცია ჰქონდა ბიჭს, როდესაც სახლში 4 წლის უნახავი ძმა და 10 წლის უნახავი დედა დახვდა.

  • ,,ესეთი მძიმე სურათი ალბათ არც მინახავს... დედას და ორ შვილს ქუჩაში სძინავთ...“

    ,,შუა ქუჩაში, იქ სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დადის ჩვენს თვალწინ ტროტუარზე ძინავთ ამ ადამიანებს!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქის მომხმარებელი დავით ყიფიანი წერს და ფაქტის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

    ,,მოკლედ მეგობრებო დაახლოებით ნახევარი საათის წინ არაყიშვილის და აბაშიძის კუთხეში ვნახე ეს ოჯახი დედა და ორი შვილი დაახლოებით 5 და 2-3 წლის. ესეთი მძიმე სურათი ალბათ არც მინახავს, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა და დარწმუნებული ვარ ზუსტად იგივე განცდა გექნებათ ყველას. ძალიან რთულია სიტყვებით ან თუნდაც სურათებით იმ სიტუაციის სიმძიმის აღწერა რაც მე ვნახე! შუა ქუჩაში, იქ სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დადის ჩვენს თვალწინ ტროტუარზე ძინავთ ამ ადამიანებს! ეს სურათები ჩემი გადაღებული არ არის მომერიდა გადაღება, მაგრამ აღმოვაჩინე ჩემი მეგობრის ფბ-ზე. არ ვიცი ვის ეხება ან ვინ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი, მაგრამ გთხოვთ ყველას გააზიარეთ, რათა მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება ან ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ რითი დავეხმაროთ ამ ოჯახს...“ - წერს ფეისბუქმომხმარებელი დავით ყიფიანი.

  • რას ჰყვება ავარიაზე დედა, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

    თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, ხოლო მძღოლი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

    ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში, ტრაპზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი - "ერისიონის" საბავშვო სტუდია "ლამპრების" წევრები და თანმხლები პირები დაშავდნენ.
    ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა. 

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური