"ჩვეულებრივ გავიარე კონტროლი"- სააკაშვილი პოლონეთში ვიზიტს აგრძელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 05 აგვისტო 2017 14:26

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატებიდან პოლონეთში ვიზიტზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით ერთი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში გადასვლაში უჩვეულო არაფერია.

„გამოვფრინდი ამერიკიდან, ჩვეულებრივ გავიარე კონტროლი, ჩამირტყეს ბეჭდები და გამოვედი. არც ერთი ქვეყნის პასპორტი არ გჭირდება, როდესაც უკანონონდ გდევნიან,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემასთან.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ პოლონეთში ვარშავის აჯანყების 73 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა.

შოთაძის უწყებამ სამართლებრივი პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ვარშავაშია და ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობს.

წაკითხულია 428 ჯერ

Related items

  • თბილისში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა "მთავარ არხთან" აქცია გამართეს

    თბილისში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება გააპროტესტეს და "მთავარ არხთან" აქცია გამართეს.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ "მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა და ამას ვერაფერი შეცვლის".

    სამასამდე დემონსტრანტი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, სომხეთისა და საქართველოს დროშებით "მთავარი არხის" წინ შეძახილებით "სირცხვილი" და "ყარაბაღი" შეიკრიბა, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტა.

    აქციის დაწყებამდე წინასწარ იყო მობილიზებული საპატულო პოლიცია. 

    დემონსტრანტებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს და მშვიდობიანად, ინციდენტის გარეშე დაიშალნენ.  

    წყარო: https://mtavari.tv/news/17589-tbilisshi-mtskhovrebma-etnikurad-somekhma?fbclid=IwAR3MB7jMmFkn-SlGmkc8237CFeckqduJVAddeNDbSLBPYzvDE5eBNPmPCfQ

  • პოლონეთში მყოფი საქართველოს 71 მოქალაქე სამშობლოში ბრუნდება

    მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს.
     
    პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და ხელშეწყობით, პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები - 71 ადამიანი, ავტობუსებისა და სპეციალურად მოწყობილი დერეფნის მეშვეობით, ორგანიზებულად გადაიყვანეს პოლონეთიდან ბელარუსში, საიდანაც ისინი, ბელარუსში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მინსკი-ერევნის რეისით ისარგებლებენ; ხოლო ერევნიდან, ასევე საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ავტობუსებით გამოემგზავრებიან სამშობლოში. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება და გადაყვანილ იქნებიან კარანტინში.
     
    12 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3,809  მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 5,319 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

  • ევროსაბჭო პოლონეთს „დემოკრატიის მონიტორინგს“ უწესებს

    დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე პოლონეთის საკითხის განხილვას. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო და საპარლამენტო ასამბლეის სესიის მთავარ სადავო თემას წარმოადგენდა. საქმე იმაშია, რომ პოლონეთის მთავრობა, რომელსაც ძმები კაჩინსკების მიერ დაფუძნებული კონსერვატიული „კანონისა და სამართლიანობის" პარტია უდგას სათავეში, უკვე მრავალი წელია ევროპელი ლიბერალების კრიტიკის ობიექტია.

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა რა მოხსენება პოლონეთში არსებულ სიტუაციაზე, ოფიციალური ვარშავისთვის ძალიან უსიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიმართ მონიტორინგის პროცედურა დაიწყო, რასაც დამწყები დემოკრატიის ანდაც არადემოკრატიული წევრების მიმართ აკეთებს ხოლმე. პრინციპში, პოლონეთი ევროკავშირის წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც მონიტორინგი დაუწესეს.

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთის მიმართ ხმათა უმრავლესობით გადაწყდა მონიტორინგის პროცედურის დაწყება „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის" პრინციპის ფუნქციონირების კუთხით, რადგან „ბოლოდრიონდელმა რეფორმებმა მძიმედ დააზიანა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა".

    მონიტორინგი გულისხმობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების რეგულარულ ვიზიტებს ქვეყანაში და მიმდინარე პროცესების პერიოდულ შეფასებას იმ კუთხით, რამდენად ითვალისწინებს და ასრულებს ესა თუ ის სახელმწიფო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

    ამჟამად მონიტორინგის ქვეშ, პოლონეთის გარდა, კიდევ ათი ქვეყანაა - საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინა და სერბეთი.

  • პოლონური Small Planet Airlines ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

    მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან, პოლონური ავიაკომპანია Small Planet Airlines საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს. 
    მათივე ინფორმაციით, ავიარეისები ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 28 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს, Airbus A321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. 
    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა 30 მაისს მიენიჭა.
    Small Planet Airlines-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო. ავიაკომპანია გასული წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ვარშავასა და ბათუმს შორის ჩარტერულ მიმოსვლას ახორციელებდა.

  • მიხიელ სააკაშვილი კიევში დააკავეს

    მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციაც უკრაინული მედია ავრცელებს.

     

    გავრცელებული ცნობით, სააკაშვილი, თავისი პარტიის მიმდებარე ტერიტორიიდან, უცნობმა , ნიღბიანმა პირებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მის დასაკავებლად სამი თეთრი ავტომობილი იყო მისული.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური