უბედური შემთხვევა რუსთავში - მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი სამი წლის გოგონა გადაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 აგვისტო 2017 15:13

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 3 წლის გოგონა გადავარდა. არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 
მე-12 მიკრორაიონში, სადაც შემთხვევა მოხდა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ექიმების თქმით, ბავშვს სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

წაკითხულია 1073 ჯერ

Related items

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ რუსთაველის სახ. სკოლა ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერა

    2017 წელს ბათუმში შაჰინის სახ. მეგობრობის ლიცეუმის დახურვის და ამავე წელს სკოლების მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუკის დაკავების შემდეგ დაიხურა თბილისში დემირელის სახ. სკოლა. ახლა კი ეს პროცესი ისევ გრძელდება. ამ სკოლების ქსელში შემავალი რუსთავის, შ. რუსთაველის სახ. სკოლა ლიცეუმიც დახურეს. ამის შესახებ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი ინფორმაციით, 2020 წლის 15 მაისს შედგა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შპს ,,შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცუმში’’ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროინდელი ექსპერტთა არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება შეიმჩნეოდა საბჭოს წევრების უმრავლესობაშიც, რამაც გამოიღო თავისი შედეგი და არ მოხდა არათუ სკოლის მიერ არგუმენტირებული პოზიციების გათვალისწინება, არამედ მოსმენაც კი, რის შედეგადაც საბჭომ მიმართა უკიდურეს ზომას, როგორიცაა სკოლის ავტორიზაციის გაუქმება. სკოლის  ავტორიზაცია მოქმედი იყო 2023 წლამდე. შპს ,,შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის’’ ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილების გასაჩივრება დაგეგმილია საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის  სააპელაციო საბჭოში, ხოლო შემდეგ სასამართლოში.

    მოგახსენებთ, რომ შპს ,,შოთა რუსთველის სკოლა-ლიცეუმი’’ არის დაფუძნებული შპს ,,დემირელის სახელობის კოლეჯის’’ მიერ. განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისა’’ და მის მიერ დაფუძნებული სკოლა-ლიცეუმების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა. აღნიშნული ზეწოლა ნათელია ამ სკოლების მიმართ განხორციელებული ქმედებების ქრონოლოგიაშიც:

    1.      შპს ,,ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლის‘’ რეავტორიზაციაზე უარის თქმა, 2016 წელი;

    2.      შპს ,,შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის’’ ავტორიზაციის გაუქმება, 2017 წელი;

    3.      თურქეთის მოთხოვნით შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის’’ გენერალური დირექტორის დაკავება ექსტრადირების მიზნით, 2017 წელი;

    4.      შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის’’ რეავტორიზაციაზე უარის თქმა, 2017 წელი;

    5.      შპს ,,შოთა რუსთაველის სახ. სკოლა-ლიცეუმის’’ ავტორიზაციის გაუქმება, 2020 წელი;

    გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნულ სკოლებში განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კამერალური შემოწმება და სკოლების წინააღმდეგ დარიცხულ იქნა დამატებითი გადასახადები და ჯარიმები, რომელიც აღემატება 3 მლნ ლარის ოდენობას. დღეისათვის შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯსა’’ და მის მიერ დაფუძნებულ სკოლა-ლიცეუმებს გააჩნია დამატებითი არაღიარებული გადასახადების ვალდებულება და დაყადაღებული მთელი ქონება, რომლებიც ავტორიზაციის გაუქმების შედეგად უფუნქციოდ არის დარჩენილი.  ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 10 მლნ. ლარს.

    აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით მივმართეთ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს, მიუხედავად გაჭიანურებული პროცესებისა, მოთმინებით ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას, თუმცა ამავდროულად განიხილება შესაბამისი ევროპული სასამართლოებისთვის მიმართვის ალტერნატივა.

    ბოლო წლებში შპს ,,დემირელის სახ. კერძო კოლეჯსა’’ და მის მიერ დაფუძნებული სკოლების მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ფორმის ზეწოლის შემცველი ქმედებებიდან გამომდინარე, გვაღელვებს მოქმედი სკოლების მომავალიც:

    ქ. თბილისის „ქართულ-გერმანული სკოლა-ლიცეუმი სხივი“;

    ქ. ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“;

    ქ. მარნეულის „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“;

    შპს ,,შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი’’ დაარსდა 2007 წელს. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის კანონის ამოქმედებისთანავე 2011 წელს სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, შემდეგ 2013 წელს მონიტორინგი და ბოლოს 2017 წელს რეავტორიზაცია.

    სკოლა-ლიცეუმში დასაქმებულია 70-მდე კვალიფიციური მასწავლებელ-პერსონალი და 227 მოსწავლე. სკოლა-ლიცეუმში ქართველებთან ერთად განათლებას ეუფლებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები. სკოლა-ლიცეუმი დაარსებიდან ხელს უწყობს ინტეგრირებას და სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, იგი არის რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძლიერი და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე სკოლა, რომელსაც გააჩნია სპორტული დარბაზი, ინფორმატიკის, ჭადრაკის, ხატვისა და მუსიკის კაბინეტები; საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, სათანადოდ აღჭურვილი საკლასო ოთახები. სკოლა-ლიცეუმში მიმდინარეობს სასწავლო თუ შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური და  ნაყოფიერი პროცესი. სკოლა-ლიცეუმს ჰყავს არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული. მოსწავლეები გამოირჩევიან ეროვნულ, რესპუბლიკურ თუ სხვადასხვა სახის გამოცდებსა და ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებით მათ შორისაა FLEX-ის საერთაშორისო პროგრამა.

    შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში 2017 წელს ავტორიზაციის განახლების შემდეგ 2020 წლის 26-28 თებერვალს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა ავტორიზაციის ექსპერტთა ვიზიტი მონიტორინგის მიზნით. როგორც მოგეხსენებათ, ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში განხორციელებული მონიტორინგი მიზნად ისახავს სკოლის ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებას. მიუხედავად მიღებული პრაქტიკისა, რომ ექსპერტები იძლევიან რჩევებსა და რეკომენდაციებს, ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებით, რაც დასტურდება მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან გასაუბრების პროცესებით.  

    შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია

     

  • სასურსათო პაკეტები მოწყვლადი კატეგორიის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ოჯახებისთვის

    საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, კომპანია ,,სოკარისა“ და საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ასოციაციის ერთობლივი ოგანიზებით, რუსთავისა და გარდაბნის  მუნიციპალიტეტებს, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადაეცათ. შემოწირულობები უკვე მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებმაც.

    ღონისძიებას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ გასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, კომპანია ,,სოკარის“ პრეზიდენტი საქართველში მახირ მამედოვი და რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

    ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მადლობა გადაუხადა, რეგიონში კოვიდ19-ის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. 

  • 17 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაშია: "გაუძელი, შვილო" - დედის ემოციური ვიდეომიმართვა (ვიდეო)

    17 წლის ხატია თვაური, რომელიც ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ კომაშია, სამკურნალოდ საფრანგეთში წაყვანას საჭიროებს.

    გოგონას კომიდან გამოყვანა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე მან მხოლოდ თვალის გახელა შეძლო. ხატიას დედის ინფორმაციით, გოგონას ხელის მტევნებზე რეფლექსური რეაქციებიც დაუბრუნდა, თუმცა, საუბარზე არ რეაგირებს.

    როგორც "პალიტრავიდეოს" თეო სიდამონიძემ განუცხადა, ხატიას გამოსაჯანმრთელებლად მისი საზღვარგარეთ წაყვანა აუცილებელია, რადგან საქართველოში არ ტარდება ის ოპერაციები, რომლებსაც საჭიროებს.

    თავად ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამ, სადაც გოგონას ცვირის ოპერაცია გაუკეთდა და სადაც ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაში წევს, მის დასაფინანსებლად თანხის გამოყოფაზე უარი განაცხადა. ოჯახი დახმარებას ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდება.

    ხატია თვაურს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ცხვირის პლასტიკური ოპერაცია 7 სექტემბერს პლასტიკურმა ქირურგმა ზაქარია ოდიშვილმა გაუკეთა. ოპერაციის შემდეგ გოგონას გული გაუჩერდა და მას შემდეგ კომაშია.

  • ,,ესე უნდა ავდგე და გავაგრძელო მე მის გარეშე ცხოვრებაა ?!” - რას წერს GEM FEST-ზე გარდაცვლილი გოგონას და

    ,,აი ეს გოგო ეს ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგო არის ჩემი და ჩემი იმედი. ესე უნდა ავდგე და გავაგრძელო მე მის გარეშე ცხოვრებაა ?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“ - ამ სიტყვებს წერს GEM FEST-ზე გარდაცვლილი 22 წლის ნ. თავართქილაძის და.

    როგორც ცნობილია, GEM FEST-ზე ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზი კლუბური ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა გახდა. გოგონა ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

     გოგონა თბილისიდან იყო GEM FEST-ზე ჩასული, ის 22 წლის ნ. თავართქილაძეა. ის თიბისი ბანკის თანამშრომელია.

    ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალი, დიდი ოდენობით უცხო ნივთიერების მიღებით გამოწვეული ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანეს.

    ექიმის თქმით, მიყვანის დროს მას სასიცოცხლო ფუნქციები არ აღენიშნებოდა.

    რა ნივთიერებამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, ექიმების თქმით, ექსპერტიზა დაადგენს.

    ამასთან, როგორც  ცნობილი ხდება სავადმყოფოში "GEM FEST"-ზე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებით მოწამლული ორი ახალგაზრდაც არის მოთავსებული. ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

    ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება115-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • რუსთავში დაკარგული მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

    რუსთავში 35 წლის მამაკაცი იაღლუჯის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახალგაზრდა კაცს ოჯახი 12 ივლისიდან ეძებდა.

    გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული. მიმდინარეობს გამოძიება.

    როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით ადგილი ჰქონდა სუიციდს ხოლო მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური