საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტები აღკვეთეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 28 ივლისი 2017 13:11

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა დამნაშავეთა ორი ჯგუფი, რომლებიც მხილებული არიან მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტებზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ერთი ჯგუფი თბილისში, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - 96 ბოთლი BELUGA - ს და NEFT- ის რეალიზაციას ახორციელებდა, ხოლო, მეორე ჯგუფი - აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში, 1 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ZUMERRET გადაზიდვა-რეალიზაციას ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო საქონელი და დაკავებულია დანაშაულში მხილებული ორი ჯგუფის ოთხი წევრი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის II ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.

წაკითხულია 413 ჯერ

Related items

  • უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტი
    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, კანონსაწინააღმდეგოდ მოახდინა მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის უაქციზოდ რეალიზაცია. დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი ამოიღო ნივთმტკიცების სახით. ბრალდებულისგან ასევე ამოღებულია ავტომანქანა, რითაც ის ახდენდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვას. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის მე - 2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ვადით.
  • თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი
    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებრებული, სომხური წარმოების უაქციზო სიგარეტი ,,მასტერი.’’ საგამოძიებო სამსახურის მიერ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულა ნივთმტკიცების სახით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე.
  • უაქციზო კონიაკის გადაზიდვის ფაქტი

    ემოსავლების სამსახურის  საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, სასაქონლო ზედნადებების გამოწერის ფაქტებთან დაკავშირებით, შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა. კერძოდ, ერთ-ერთი ფიზიკური პირის მიერ ტრანსპორტირებული საქონლის გადამოწმების შედეგად, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის (0.5 ლიტრიანი 15 ბოთლი კონიაკი) აქციზური მარკის გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. რომლის საბაზრო ღირებულებამ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნის მიხედვით, 1350 ლარი შეადგინა.

    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი მოქალაქეს უსასყიდლოდ ჩამოერთვა.

    2016 წლის 10 თებერვალს სსკ 1552 მუხლის შესაბამისად, შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,   სასამართლოში ქვემდებარეობის მიხედვით გადაიგზავნა.

  • ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 5 პირი დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი - აზიზ შამოიანი, ბონდო იაშაღაშვილი, ზაურ ჯალაღონია, თემურ სორდია და წარსულში არაერთხელ, მათ შორის ეგრედწოდებული „კანონიერი ქურდობისათვის“ ნასამართლევი, პლატონ მამარდაშვილი დააკავა.
    საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ „კანონიერი ქურდობისთვის“ წარსულში ნასამართლევმა პლატონ მამარდაშვილმა, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ოთხ წევრთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა დიდი ოდენობით ყალბი 100 დოლარიანი კუპიურების გასაღებას, რა დროსაც, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს დაჯგუფების 3 წევრი, ხოლო მამარდაშვილისა და სორდიას აყვანა მოხდა მათი საცხოვრებელი სახლებიდან. 
    ფინასთა სამინისროს საგამოძიებო სამსახურის ინფომაციით, დაკავებულთა ბინებისა და პირადი ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით, სხვადასხვა უცხო ქვეყნის ვალუტას მიმსგავსებული ბანკნოტები, რომლებზეც დანიშნულია ექსპერტიზა მათი წარმომავლობისა და სიყალბის დადგენის მიზნით.
    საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 10 წლამდე ვადით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური