ხარვეზებზე პასუხისმგებელი biletebi.ge არის, - ზვიად სიჭინავა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 22 ივნისი 2015 12:00

"biletebi.ge   აირჩია უეფამ, კომპანიის წარმომადგენლებთან გუშინ კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა, მითხრეს, რომ თუ რაიმე ხარვეზი და პრობლემა იქნებოდა, პასუხისმგებელი biletebi.ge  იქნებოდა. გუშინ მივიღეთ გარანტია, რომ ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით შეფერხებები არ იქნებოდა. ტესტი ჩატრებული იყო, რომელიც ერთდროულად  2500 მყიდველზე იყო გათვლილი. დღეს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ საიტზე 10 000 მომხმარებელი შევიდა. ახლა მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრა, რის შემდეგადაც დაიწყება ბილეთების გაყიდვა. კონტრაქტით, კომპანია ვალდებულია,  რომ ბილეთები დღეს გაყიდოს",- განაცხდა საქართველოს ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით.

დღეს 09:00 საათიდან უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა საიტზე www.biletebi.ge  უნდა დაწყებულიყო, თუმცა მომხმარებელი საიტზე შესვლას ვერ ახერებს.

"საიტზე მიმდინარეობს შეტევა ვმუშაობთ გასანეიტრალებლად. ბილეთები ამჟამად არ იყიდება", - ამის შესახესახებ  www.biletebi.ge -ს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი იტყობინება.

biletebi.ge  ბილეთების გაყიდვისთვის უეფამ შეარჩია, ბოლო რამდენიმე თვე საიტის გაძლიერება მიმდინარეობდა. 

 
 
წაკითხულია 711 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური