ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება გაიმართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 17 ივლისი 2017 12:35

ავღანეთში, ბაგრამის საავიაცო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულმა დაზვერვისა და გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულებთან ერთად გეგმიურ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.

სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს ჩხრეკის დროს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თვითმკვლელის აფეთქების შედეგად დაშავებულთა ევაკუაცია წარმოადგენდა.

23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები პირობითად დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობენ. წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს მიზნად.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას აპრილის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

 

წაკითხულია 35 ჯერ

Related items

  • საარტილერიო სწავლება ვაზიანის პოლიგონზე

    ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა. I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიულმა ბატალიონმა 3-კვირიანი მომზადება საბრძოლო სროლებით დაასრულა. დასკვნით სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ. 

    საარტილერიო წვრთნაში რამდენიმე ერთეული 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა BM-21 მონაწილეობდა. საველე გეგმიური სწავლება 5 ივნისს დაიწყო და მასში I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული ბატალიონის პირადი შემადგენლობა და დამკვირვებელ-მაკონტროლებლები მონაწილეობდნენ. გეგმიური საველე წვრთნა სამ ეტაპად განხორციელდა. დასკვნით ფაზაზე 72-საათიანი სწავლება დაიგეგმა, რომელსაც I საარტილერიო ბრიგადის შტაბის დამკვირვებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ. 

    საარტილერიო საველე წვრთნის მიზანს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დონის დახვეწა წარმოადგენდა.

  • სამმხრივი საველე სწავლება „კავკასიის არწივი 2017“ დაიწყო

    დღეიდან ათი დღის განმავლობაში საქართველო სამმხრივ საველე სწავლებას „კავკასიის არწივი 2017“ პირველად უმასპინძლებს. ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობის განვითარების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და ურთიერთკოორდინაციის დახვეწის მიზნით სპეციალურ დავალებებს შეასრულებენ.

    სწავლებაში მონაწილეობას სახმელეთო  და საჰაერო კომპონენტები მიიღებენ. სამხედროები ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალურ ამოცანებს განახორციელებენ. მათ სამედიცინო  მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების გავლაც მოუწევთ.

    სცენარის მიხედვით ქვედანაყოფები მაღალი ღირებულების მიზნებს დაადგენენ და პირდაპირი მოქმედებების განხორციელებით მათ გაუვნებელყოფას მოახდენენ.

    საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალურ ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება რიგით მესამეა. მანამდე აღნიშნულ სწავლებას ორჯერ თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.  

  • „კოლხიდა 2017“ დაიწყო

    საქართველოში სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო სიტუაციების (CMEP)  ხუთდღიანი უწყებათაშორისო სწავლება „კოლხიდა 2017“ დაიწყო. ტრენინგი მიზნად ისახავს ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფის დროს უწყებათშორის კოორდინირებულ მოქმედებას, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებასა და კრიზისებზე რეაგირებას.   

    დღეს ეროვნულ გვარდიაში სწავლების პროცესი ოპერატიულ დონეზე განიხილეს, სადაც ტრენინგის მონაწილეები თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს გაეცნენ. ეროვნულ გვარდიაში  ოპერატიულ დონეზე სამხედრო მართვის ცენტრი ფუნქციონირებს, რომლის მთავარი ამოცანა  ადამიანური რესურსებითა და საჭირო ტექნიკით კრიზისის ლოკალიზაციის მხარდაჭერაა. ხვალიდან კი, აქტიური ფაზა დაიწყება, რომლის განმავლობაშიც კრიზისზე რეაგირების გათამაშება მოხდება.

    ტრენინგი სიმულაციური სცენარის მიხედვით  წარიმართება.  სტიქიური უბედურების ადგილად ქობულეთის ტერიტორიაა გამოცხადებული. სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებია დაზიანებული. უწყებების ერთიანი მოქმედების შედეგად, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს დაზიანებების ლიკვიდირება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კრიზისის ლოკალიზების მიზით გახსნილია სამი მართვის ცენტრი სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე - ეროვნულ გვარდიაში, შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზა თბილისის ზღვაზე და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში მიმდინარეობს.

    „კოლხიდა 2017“-ს ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდია და სახელმწიფო  უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევს. მასში ჩართულია  სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებები და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“. სწავლების მხარდამჭერია აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია, აშშ-ის ევროპული სარდლობა და საინჟინრო კორპუსი.

  • უწყებათშორისი სასწავლო კურსი

    შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში, სუფსაში, უწყებათშორისი სასწავლო კურსის შემაჯამებელ ეტაპს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე და აშშ-ს სანაპირო დაცვის წარმომადგენელი, მესამე რანგის კაპიტანი ლიბი რასმუსენი დაესწრნენ.

    სწავლების მიზანი იყო, უწყებათშორისი საინფორმაციო უზრუნველყოფის გზით, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში შემავალი უწყებების შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა მათ დროულად მოახდინონ რისკების გამოვლენა, უზრუნველყონ ზღვაზე სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის პრევენცია და მათზე მყისიერი რეაგირება.

    ტრენინგს ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის წარმომადგენელი ლიბი რასმუსენი უძღვებოდა. საქართველოში 3 კვირიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი ტრენერი ქართულ მხარეს ერთიანი მართვის ცენტრისათვის დაკისრებული ამოცანებისა და საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვაში ეხმარებოდა.

    ერთიანი მართვის ცენტრი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ბაზაზე, სადგურ „სუფსას“ ტერიტორიაზე, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით აშენდა. ცენტრში 8 სახელმწიფო უწყებაა გაერთიანებული, რომელებსაც კოორდინაციას შს სამინისტრო უწევს.

    ცენტრის მიზანია: საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ზღვაზე არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი; პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება დარღვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს; საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა; ერთიანი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

  • საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე

    ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა. საველე სროლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.

    გეგმურ საარტილერიო სწავლებაში დასავლეთ სარდლობის  II  საარტილერიო ბრიგადის 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ.

    „იმ საერთაშორისო სწავლებების გარდა, სადაც ძალიან აქტიურად ვმონაწილეობთ,  ყველა ჩვენს სარდლობას და დანაყოფს აქვს თავისი გეგმური წვრთნები და სწავლებები. დღეს ვიმყოფებით რეაქტიული არტილერიის დანაყოფის სწავლებაზე. როგორც წესი, ხელმძღვანელი არ უნდა იყოს ყოველთვის ბოლომდე კმაყოფილი სროლებით, თუმცა,  ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად კმაყოფილი ვარ და ნამდვილად ძალიან კარგად ისროლეს - არც კი ველოდი, ისე  წარმატებულად  განხორციელდა აღნიშნული კურსი... მინდა,  მადლობა გადავუხადო პირად შემადგენლობას, სარდლობას და თითოეულ მეთაურს, რომლებმაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი დასმულ ამოცანას. შემიძლია ვთქვა, რომ ამოცანა 100%-ით შესრულებულია“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. 

    ბატარეის და ბატალიონის შემადგენლობაში ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გეგმურ წვრთნებში 18 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დანადგარი იყო ჩართული.   

     

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს საფეხბურთო კლუბი უკვე მეორედ გახდა სუპერლიგა A-ს ჩემპიონი!

PSP-ს საფეხბურთო კლუბი უკვე მეორედ გახდა სუპერლიგა A-ს ჩემპიონი!

საფეხბურთო კლუბი “PSP” ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 20...

შეხვედრა B’nai B’rith International-ის დელეგაციასთან

შეხვედრა B’nai B’rith International-ის დელეგაციასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი B...

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპან...

პოპულარული

« ივლისი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper