ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2,5 კგ ოქროს ნაკეთობების საზღვარზე გადატანის ფაქტი აღკვეთა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 17 ივლისი 2017 12:21

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების საზღვარზე საბაჟო წესის დარღვევით გადატანის ფაქტი აღკვეთა. 

როგორც  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, მათ მიერ გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. 

”გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო - გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების გადატანას ცდილობდა. ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებიდან, ამოღებულ იქნა ჯამში 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 148 000 ლარს შეადგენს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ითვალისწინებს”, - განმარტავენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე შეფასებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წელს ამოღებულია 13,5 კილოგრამი ოქროს ნაწარმი, რომლის საერთო ღირებულება 910 000 ლარს შეადგენს.

წაკითხულია 57 ჯერ

Related items

  • 5 კილოგრამი ოქროს ზოდების კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.

    საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2016 წლის 5 დეკემბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტის, ,,წითელი ხიდის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, მისი მართვის ქვეშ მყოფ ,,TOYOTA PRADO’’-ს მარკის ავტომობილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული, 288 265 ლარის ღირებულების 5.1 კილოგრამის ოდენობის ოქროს ზოდები. საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ძვირფასი ლითონი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

    საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით,  რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • დიდი ოდენობით ბრილიანტების უკანონოდ გადმოტანის მცდელობა

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.

    საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, 2016 წლის 23 ნოემბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტის, ,,წითელი ხიდის“ გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საფულესა და ტანსაცმელზე სპეციალურად მოწყობილი სამალავში აღმოაჩნდათ დეკლარირებას დაქვემდებარებული, 557 ერთეული ბრილიანტის თვალი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანილი ბრილიანტის ქვები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

    საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე.

  • საზღვარზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტი

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს. 

    გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არსენ მარგარიანს და სერბუჰ პეტროსიანს, საბაჟო გამშვები პუნქტის,  ,,სადახლო-საავტომობილოს’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდათ დიდი ოდენობით უმაღლესი სინჯის ოქროს და ბრილიანტის საიუველირო ნაკეთობები. აღნიშნული კანონდარღვევისათვის არსენ მარგარიანი და სერბუჰ პეტროსიანი საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

    დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 დან 11  წლამდე ვადით. 

  • სამართალდამცავებმა 12 კილოგრამი ოქროს ზოდების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, 12 კილოგრამი ოქროს ზოდებისა და დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აშშ დოლარის შემოტანის ფაქტი გამოავლინა.
    როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ბაირამ განჯალიევმა და ელმან ჰუსეინოვმა, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ბაირამ განჯალიევის ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს უპრეცედენტო რაოდენობის, 1 100 000 ლარის ღირებულების არადეკლალირებული უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები და თანხა, 131 950 აშშ დოლარი. ბრალდებულები საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავა და ოქროს ზოდები და თანხა ნივმტკიცების სახით ამოიღო. 

    მათი ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

  • „თავისუფალი თაობის“ აქცია ფინანსთა სამინისტროსთან

    ფინანსთა სამინისტროსთან ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ“ აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ სამინისტროსგან, თუ ვის და რა რაოდენობის ფინანსური დავალიანება ჩამოეწერა 2015 წელს. „თავისუფალმა თაობამ“ სამინისტროში ოფიციალური წერილიც დაარეგისტრირა, რომელშიც მოითხოვენ მეტ გამჭვირვალობას, იმ იურიდიულ პირთა ვინაობის გასაჯაროებას, ვისაც 2013-2015 წლებში საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. ორგანიზაციის წევრები ასევე ითხოვენ, განემარტოთ მიზეზი, თუ რა პრინციპით იქნენ შერჩეულნი და რა ვალდებულებები აიღეს საგადასახადო დავალიანებებისაგან გათავისუფლებულმა კომპანიებმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური