17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 17 ივლისი 2017 12:09

ვერძი
საინტერესო დღე გელით, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საქმიანი პარტნიორები მომთხოვნები და ეჭვიანები არიან. პირადი ცხოვრება ჩაფიქრებულზე უკეთესად გაქვთ. 

კურო
საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. აირჩიეთ საუკეთესო ვარიანტი. თუმცა, მოშურნეებს თქვენი წარმატების შესახებ ნუ გაუმხელთ. საღამო სუფთა ჰაერზე გაატარეთ. 

ტყუპი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ეცადეთ, მოვლენების და საქმის კურში იყოთ. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. სასიყვარულო სფეროს გასაუმჯოობესებად - ფანტაზია. 

კირჩხიბი
მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითი იდეების განხორციელება გსურთ, დღევანდელი დღე რუტინული საქმეების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

ლომი
გარშემო საიმედო და გამოცდილი ადამიანების ჯგუფი შემოიკრიბეთ და მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. თუმცა, იყავით მომთმენი და ღიმილიანი. ერთიანი ძალებით არ გაგიჭირდებათ მოშურნეების გზიდან ჩამოცილება. 

ქალწული
სიურპრიზებით აღსავსე დღე გელით. საინტერესო და საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. კარგი იქნება, თუ დროზე ადრე არ გახსნით ყველა კარტს. 

სასწორი
ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და არ გადაუხვიოთ გეგმიდან. კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

მორიელი
იდეებისა და გეგმების რეალიზებას შეძლებთ. მთავარია, არ აჩქარდეთ და გვერდით გამოცდილი ადამიანები გყავდეთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ თავგადასავალში აიყოლიეთ. 

მშვილდოსანი
დილიდან სამსახურის საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. სწორად შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და პირადი ცხოვრებისთვისაც მოიტოვეთ დრო. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მომთმენი უნდა იყოთ. 

თხის რქა
დააფასეთ საკუთარი თავი და დრო. ნუ ითავებთ გარშემო მყოფების საქმეებისა და პრობლემების მოგვარებას. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
ფორტუნა გწყალობთ. იყავით მეტად კომუნიკაბელური. საჭირო და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით. 

თევზები
მეტი ყურადღება მიაქციეთ ახლობლების რჩევებს. ზოგიერთი სასარგებლო იქნება. ინტუიციასაც ენდეთ. პირად ურთიერთობაში ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს.

წაკითხულია 1042 ჯერ

Related items

  • 22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    თავისუფლად მოქმედების საშუალება არ გექნებათ, გარშემო მყოფების მოსაზრებებიც უნდა გაითვალისწინოთ. ნუ დაარღვევთ კანონს, წესებს, განსაკუთრებით უცხო ტერიტორიაზე. 

    კურო
    დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. მოერიდეთ ავანტიურას. ნუ დაარღვევთ რეჟიმს. ზოგიერთს გარემოს შეცვლა მოუნდება. 

    ტყუპი
    მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. თანამოაზრეებთან ერთად კარგია სწავლა, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. გააოფიციალურეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. 

    კირჩხიბი
    დილიდან ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა, რომელშიც საჭიროებისამებრ შეიტანთ ცვლილებებს. თუმცა, უმჯობესია მეტად დაისვენოთ და შინაურ ცხოველებზე იზრუნოთ. 

    ლომი
    დღესასწაულისა და მხიარულების განწყობაზე ხართ. ზოგიერთი საყვარელ ადამიანს რომანტიკულ-ეროტიკულ საღამოს მოუწყობს. აკონტროლეთ შვილების ქცევა. 

    ქალწული
    გააძლიერეთ სახლის დაცვა, იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებს უმასპინძლეთ. 

    სასწორი
    დღეს მეტად მოგინდებათ ნიჭის, შესაძლებლობების დემონსტრირება. მიუხედავად ხალხთმოყვარეობისა, შეამცირეთ ურთიერთობა უცნობებთან. 

    მორიელი
    აკონტროლეთ ხარჯი. სახლიდან გასვლამდე ჩამოწერეთ საყიდლების სია. კარგი დღეა დიეტის დასაცავად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაწყებად. 

    მშვილდოსანი
    იყავით დისციპლინირებული. ზოგიერთი ახალ საინტერესო ადამიანს დაუმეგობრდება, ზოგიც ორიგინალურ გასართობს გამოიძებნის. საღამოს მეგობრებს შეეხმიანეთ. 

    თხის რქა 
    მეტად დაისვენეთ, გაერკვიეთ საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა, რომელსაც მომავალი კვირიდან განახორციელებთ. 

    მერწყული
    გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. საღამოს საინტერესო საუბრები გელით საჭირბოროტო საკითხებზე. 

    თევზები
    თუ რაიმეს გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი, სამომავლოდ ნუღარ გადადებთ. იყავით მიზანმიმართული. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან. ახლობლებს თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარეთ.

  • 21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ინფორმაციის მიღების დღეა. გაგიტაცებთ ახალი იდეები, თამაში. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს გადაწყვეტილების მიღებაში. ბავშვებისთვის ინტელექტუალური გასართობი შეიძინეთ.

    კურო

    კარგი დღეა ურთიერთობისა და სწავლისთვის. განახორციელეთ შემოქმედებითი, კულინარიული, დიზაინერული იდეები. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული.

    ტყუპი

    სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. წარმატება ელით სარეკლამო და ტურისტულ სფეროში მომუშავეებს. იყავით მხიარული, მაგრამ არა ცინიკური.

    კირჩხიბი

    იყავით პოზიტიური და მზად ურთიერთობებისთვის. შეხვედრებისა და ახალი საქმეების დაწყების დღეა. საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ. გაუფრთხილდით შინაურ ცხოველებს.

    ლომი

    უამრავი გეგმა და იდეა გაქვთ. ისინი ერთგულ და გამოცდილ პარტნიორებთან ერთად განახორციელეთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. კარგი დღეა გამოფენაზე, კონცერტზე, პრეზენტაციაზე დასასწრებად.

    ქალწული

    ინფორმაციის მიღების დღეა. იყავით დაკვირვებული და ნუ ინერვიულებთ წვრილმანების გამო. მოერიდეთ უსიამოვნებას ახლობლებთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

    სასწორი

    ახალ ცოდნას, გამოცდილებას მიიღებთ; ახალი თანამოაზრეები და მეგობრები გაგიჩნდებათ. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. ზომიერი ფლირტი დასაშვებია.

    მორიელი

    კარგი დღეა საყიდლებისთვის, ცოდნის მისაღებად. ზოგიერთი უცხო ენის შესწავლას, გაუმჯობესებას გადაწყვეტს. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

    მშვილდოსანი

    საინტერესო ადამიანებთან საუბარი გჭირდებათ. მოიმატებს თქვენი პოპულარულობა, შეძლებთ თქვენი ნიჭის დემონსტრირებას. კარგი დღეა დიპლომის დასაცავად, სარეკლამო აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

    თხის რქა

    მოგზაურობა ან მივლინება გელით. ახლობლებისთვის დღესასწაულის მოწყობა მოგინდებათ. ზოგიერთს სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის.

    მერწყული

    ურთიერთობების გაუმჯობესება, ცოდნის მიღება და რომანტიკული განწყობა - აი, თქვენი დღევანდელი მთავარი საზრუნავი. კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად. კოლეგებს ორიგინალური იდეები გაუზიარეთ.

    თევზები

    დღე სასარგებლო საქმეებს შესრულებას დაუთმეთ: შემოქმებებითი იდეების განხორციელებას, სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებას, ოჯახის წევრებისთვის დღესასწაულის მოწყობას.

  • 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    ახალი იდეები ჩაიწერეთ, განიხილეთ კოლეგებთან ერთად, მაგრამ დღესვე არ დაიწყოთ მათი განხორციელება. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. 

    კურო
    კარდინალურად შეგეცვლებათ გეგმები, შეხედულებები. თუმცა, მოერიდეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას, სარისკო საქმეების დაწყებას; დააკვირდით მოვლენებს. 

    ტყუპი
    ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებზე მუშაობას. მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიური, რუტინული საქმეების შესრულებას. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობა. თუ დაშორებული ხართ, შეურიგდით საყვარელ ადამიანს. 

    კირჩხიბი
    მეტად მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორთან და შვილებთან. საღამოს ახალი საზრუნავი გაგიჩნდებათ. 

    ლომი
    ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. საყვარელი ადამიანის ხუმრობას შეიძლება ქვეტექსტი ჰქონდეს. 

    ქალწული
    გადაადგილებები და პატარ-პატარა საქმეების მოგვარება გელით. დღის განმავლობაში შეეხმიანეთ მშობლებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

    სასწორი
    მოერიდეთ ფულის ხარჯვას, განსაკუთრებით ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ახლობებისგან საინტერესო ამბებს შეიტყობთ. 

    მორიელი
    მოერიდეთ ემოციურობას, ნუ გაართულებთ ურთიერთობას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან. საღამო საინტერესო წიგნთან ერთად გაატარეთ და ცოტა ხნით მაინც დაივიწყეთ პრობლემები. 

    მშვილდოსანი
    მშვიდად შეხვდით მოვლენებს. იუმორი განმუხტავს ყველაზე დაძაბულ სიტუაციასაც კი. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

    თხის რქა 
    ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. დღეს ახლობლების დამხმარე და საიმედო საყრდენი იქნებით. საღამოს ფანტასტიკის ან სათავგადასავლო ჟანრის ფილმს უყურეთ. 

    მერწყული
    მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ რუტინული საქმეების შესრულებას. საღამოს ერთგულ მეგობარს გადაუშალეთ გული. 

    თევზები
    ყოველდღიური ვალდებულებები შეასრულეთ. დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნება ახლობლებთან. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

  • 19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    მოსალოდნელია კამათი მემკვიდრეობასთან, გადასახადებთან დაკავშირებით. საკმაოდ სტრესული დღეა. ნუ გარისკავთ, თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ. ნუ ხართ პრეტენზიული შვილის, მეუღლის მიმართ. 

    კურო
    მოსალოდნელია კონფლიქტი ქონებისა და ძალაუფებისთვის. ნუ გაართულებთ ურთიერთობას კონკურენტებთან. მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან. 

    ტყუპი
    სასწრაფო საქმეები გექნებათ მოსაგვარებელი. სამსახურებრივი რომანის (ფლირტის) გამო მოსალოდნელია უსიამოვნება მეგობართან. მეტ ყურადღებას საჭიროებენ შინაური ცხოველები. 

    კირჩხიბი
    დღეს სწრაფად და გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები, მაგრამ მომავლისთვის გადადეთ მათი განხორციელება. მოერიდეთ უმიზეზო ეჭვიანობას. 

    ლომი
    მოერიდეთ ცვლილებებს ბიზნესში, ქირურგიულ ჩარევას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. აკონტროლეთ ემოციები. 

    ქალწული
    ზომიერად ხარჯეთ ფინანსები. ფულის გამო ნუ გაართულებთ ურთიერთობას ნათესავებთან. არ დაარღვიოთ კანონი; დიპლომატია გმართებთ კრიმინალებთან ურთიერთობისას. 

    სასწორი
    ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, ყოველდღიური ვალდებულებები შეასრულეთ. ნუ მიიღებთ საბედისწერო გადაწყვეტილებას. 

    მორიელი
    ზომიერება გმართებთ ყველაფერში. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. 

    მშვილდოსანი
    ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. გაფრთხილდით, ნუ ჩაერევით ინტრიგულ და ფინანსურ აფერაში. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან, განსაკუთრებით, თუ ის უცხოელია. 

    თხის რქა 
    აკონტროლეთ სიტუაცია, მაგრამ ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ ექსპერიმენტებს ფინანსურ და სექსუალურ სფეროებში. 

    მერწყული
    მაქსიმალური დიპლომატია გმართებთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. ზოგიერთი გადაწყვეტს საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცოს საქმიან პარტნიორებს, კონკურენტებს. 

    თევზები
    ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ, ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებზე მუშაობას. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად, მაგრამ არ იკამათოთ მათთან.

  • 15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    გაგიმძაფრდებათ ინტერესი ექსპერიმენტებისადმი, მედიცინისა და კვების მრეწველობისადმი. დილა ვარჯიშით დაიწყეთ. კარგია დიეტაც. მეტად იზრუნეთ ახლობლებზე. 

    კურო
    იყავით მეტად პრაქტიკული. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება. გაუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. 

    ტყუპი
    სიფრთხილე გმართებთ ბინის ქირაობა-გაქირავებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, უცხოელ კლიენტებთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. 

    კირჩხიბი
    კარგი დღეა საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. ეს შეიძლება იყოს კულინარიული რეცეპტი, სამედიცინო რჩევა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან, მეზობლებთან. 

    ლომი
    აკონტროლეთ ხარჯი, კვება (მიირთვით დიეტური საკვები, ხილი და ბოსტნეული). საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება. დაიცავით ძილის რეჟიმი. 

    ქალწული
    ნუ დაიწყებთ მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას. ნუ ეცდებით გარშემო მყოფების იდეალიზებას. მოერიდეთ ამბიციურობას, ავანტიურას. 

    სასწორი
    გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც წარმატებაში დაგეხმარებიან, თუ მოინდომებთ და გააცნობთ მათ თქვენს გეგმებს. საღამოს განმარტოება მოგინდებათ. 

    მორიელი
    გადახედეთ წარსულს, გამოიტანეთ დასკვნები. ეჭვების გამო ნუ გაართულებთ ურთიერთობას მეგობრებთან. ყური დაუგდეთ კრიტიკულ შენიშვნებს. 

    მშვილდოსანი
    კოლეგებთან ერთად შეუდექით დაწყებული საქმეების დასრულებას. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას ეჭვიანობის, აზარტის ზეგავლენით. 

    თხის რქა 
    ახალ პარტნიორს გაიჩენთ სხვა ქვეყანაში, ქალაქში. შეიძლება მივლინებით ან სამკურნალოდ მოგიწიოთ საზღვარგარეთ გამგზავრებამ. 

    მერწყული
    მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, სასიყვარულო პერიპეტიებმა ან შემოქმედებითმა კრიზისმა შეიძლება გაგირთულოთ ცხოვრება. იყავით დაკვირვებული მუშაობისას. 

    თევზები
    მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური