ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება - კახი კალაძის ჩაშლილი შეხვედრა რესტორანში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 21:42

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დღეს თბილისში მდებარე რესტორან "ბარაკონში" "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. შეხვედრაზე კალაძე არ მივიდა. სავარაუდოდ, მმართველ პარტიაში გაარკვიეს, რომ "კურიერი" ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო.

მიუხედავად ამისა, ღონისძიება რესტორან „ბარაკონში“ არ გაუქმებულა. დარბაზი მთლიანად დახურული იყო და გამგეობების თანამშრომლებმა ადგილზე შეკრება რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. მათი დიდი ნაწილი დასაბურთალოს რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე ჯერ კიდევ დარბაზში იმყოფებიან.

10-მდე პირმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, რომ იუბილარი იყო, დანარჩენები კი ამბობდნენ, რომ რესტორანში დაბადების დღეზე იყვნენ მისულები. მათ არ გაუსაჯაროებიათ, რომელი სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

წაკითხულია 408 ჯერ

Related items

  • კალაძე აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის ამხანაგური თამაშის ინიციატივით გამოდის

    თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება.

    „მინდა, შევეხო რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს ბელიაშვილის ქუჩაზე. მგონი, არავის არ მოეწონა ის, რაც მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი არის ყველაზე ტოლერანტული ქალაქი და ამას არ ჩამითვლით გადამეტებულად, ამის მაგალითები არსებობს. რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთ მიდგომები. მინდა, ვთხოვო ლევან კობიაშვილს, თუ არის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ერთი ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, სასწავლებლად ჩამოსულ აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის. ვისაც სურვილი გვაქვს, ჩავერთოთ ამ თამაშში. ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ცუდი ლაქა დავიწყებას მიეცეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

    ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.

    მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

  • კახი კალაძისა და ანუკა არეშიძის უფროსი შვილის ახალმა ვარცხნილობამ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა

    ახი კალაძის და ანუკა არეშიძის ოჯახი ხშირად ხვდება სხვაფასხვა ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში და ეს არცაა გასაკვირი.

    ენერგეტიკის მინისტრს ულამაზესი ოჯახი ჰყავს. შვილები გარეგნობით ძალიან ჰგვანან მშობლებს. უფროსი ბიჭი, ლევანი, როგორც ამბობენ, მამას უფრო ჰგავს.

    ანუკა არეშიძემ და კახი კალაძემ სოციალურ ქსელში უფროსი შვილის, ლევანის ფოტო ატვირთეს, სადაც ის ახალი ვარცხნილობითაა.

    „უსიმპატიურესიააა“.

    „რომ გაიზრდება, ეს რა იქნებაა“. 

    „რა ბავშვიაა, დახატული“.

    „უსიმპატიურესოო“, ვკითხულობთ ლევან კალაძის ფოტოს კომენტარებში. 

    Rating

    Rating

  • ანუკი არეშიძემ დახვეწილი ჩაცმულობით კიდევ ერთხელ გაიბრწყინა (ფოტოკოლაჟი)

    საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მისი მეუღლე , დიზაინერი ანუკი არეშიძე ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან წყვილად ითვლება. ანუკის დახვეწილი სტილი კი, განსაკუთრებით თვალშისაცემია, ოფიციალურ მიღებებსა და ღონისძიებებზე.

     

    ანუკი არეშიძემ თავისი გემოვნებიანი ჩაცმულობით, სოციალური ქსელის მომხმარებლები კვლავ აალაპარაკა. სასტუმრო "ბილტმორ თბილისი"-ს გახსნაზე ქართველმა დიზაინერმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ამაზე ენერგეტიკის მინისტრის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოც მეტყველებს.

     

  • "გაზპრომთან" დაკავშირებით დღეს მსოფლიოში არავის აქვს კითხვები" - კახი კალაძე

    ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმზე ენერგეტიკულ თემებზე საუბრისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რუსული გავლენები და რუსული პოლიტიკა.

    საუბარი შეეხო რუსულ ენერგო კომპანია გაზპრომს და მის გავლენებს რეგიონში. აღნიშნულ თემაზე განცხადება გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა. კახი კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გაზპრომთანმოლაპარაკებით, ქართული ინტერესები არ დაზარალებულა.

    „კითხვა იყო დასმული ბატონი კანდელაკისგან, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელი. გაზპრომთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, დღეს მსოფლიოში არავის აქვს კითხვები. ის, რაც საქართველომ გააკეთა იყო ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

    ენერგო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საუბრობენ ექსპერტებიც, რომლებიც თბილისში მიმდინარე ფორუმს ესწრებიან.

    „ენერგო უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის უსაფრთხოების. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ როდესაც მთავრობას ჰქონდა არც თუ სწორი სტრატეგიული პრიორიტეტი გაზპრომისშემოყვანისა რეგიონში, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, ამ პროცესის შეჩერება მოხდა,“ - განაცხადა ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელმა, ბათუ ქუთელიამ.

  • „კორცხელის ძალადობის ავტორი კახი კალაძეა“ - მიხეილ მაჭავარიანი (ვიდეო)

    „კალაძე, რომელიც ჩვენი ინფორმაციით არის ამ ძალადობის ავტორი, ცდილობს ახლა სიტუაციიდან გამოძვრეს. ვიცი, რომ „ქართული ოცნების“ შიგნითაც დაპირისპირებაა, თვითონ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილიც საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს ამ ფაქტს, მაგრამ კახი კალაძე, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, არწმუნებს მათ, რომ თუ ახლა ეს მოძალადეები დაისჯებიან, 8 ოქტომბრის არჩევნებზე არცერთი ასეთი მოძალადე მათ გვერდით აღარ დაუდგებათ. საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ჩვენ პოლიტიკური ლიდერები მივავლინეთ რაიონებში, რომ იქ სიტუაცია ყოფილიყო სტაბილური. კორცხელში დაგეგმილი იყო პროვოკაცია. 9 მანქანით ჩავიდნენ მოძალადეები იქ. ჩვენ გვაქვს 100%-იანი ინფორმაცია, რომ ვინც ამ ჯგუფს ტელეფონით ხელმძღვანელობდა, იყო კალაძესთან და ის იღებდა გადაწყვეტილებას. ეს ადამიანი „ქართულ ოცნებაში“ ამკვიდრებს კრიმინალურ სიტუაციას.“ - განაცხადა პარლამენტარმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო “star fm”-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს მიხეილ მაჭავარიანი პასუხობს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური