დაივიწყეთ მტანჯველი დიეტა - დაიკელით კვირაში 5 კგ ბანანისა და წყლის დახმარებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 14:05

ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება მტანჯველ დიეტებთან და შიმშილთან ასოცირდება. თუმცა, ბანანისა და წყლის მეშვეობით, სასურველ წონას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ.

ამისათვის, დილით უზმოზე უნდა მიირთვათ ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი, 20 წუთის შემდეგ კი ერთი ბანანი.

თუკი თქვენი ორგანიზმი ცხომებს ადვილად წვავს, ერთ კვირაში 5 კილოგრამის დაკლებას შეძლებთ.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, განსაკუთრებული შეზღუდვა არ არის. დღის განმავლობაში ყველაფრის მირთმევა შეგიძლიათ. სასურველია რაციონში ცომეული შეამციროთ და საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამისგან თავი შეიკავოთ.

ყველაზე მთავარი კი დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყლის მიღებაა.

წაკითხულია 1069 ჯერ

Related items

  • სტაფილოს დიეტური ნამცხვარი ხაჭოს კრემით

    ინგრედიენტები

    ბისკვიტისთვის:

    სტაფილო- 250 გრ.
    შვრიის ფქვილი (დაფქვილი შვრიის ფანტელი)- 8 სუფრის კოვზი
    2 კვერცხის ცილა
    თაფლი 1 სუფრის კოვზი
    ქოქოსის ფანტელი 1 სუფრის კოვზი

    კრემისთვის:
    უცხიმო რძე 300 მლ
    2 კვერცხის გული
    უცხიმო ხაჭო- 150 გრ.
    თაფლი გემოვნებით


    მომზადება:

    კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე. ფქვილი, ქოქოსის ფანტელი, გახეხილი სტაფილო და თაფლი ერთმანეთში აურიეთ და შემდეგ ეს მასა ნელ-ნელა შეურიეთ ცილაში. მიღებული მასა მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე და ღუმელში 200 გრადუსზე აცხვეთ 15 წუთი, შემდეგ ნამცხვრის ფენა ამოატრიალეთ და კვლავ აცხვეთ 5 წუთი. გაგრილებული ნამცხვრის ფენა დაჭერით რომბებად.

    კრემისთვის: ათქვიფეთ კვერცხის გული დაასხით რძე და დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ, როდესაც ადუღებამდე მივა გადმოდგით ცეცხლიდან შეურიეთ გემოვნებით თაფლი, ოდნავ შეგრილების შემდეგ ბლენდერში ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. როდესაც მთლიანად გაგრილდება შეურიეთ ხაჭო და კვლავ ათქვიფეთ.

    მიღებული კრემი წაუსვით ნამცხვრის პატარა ნაჭრებს და 2-3 ცალი ერთმანეთზე დააწებეთ. უმჯობესია თუ ნამცხვარს ერთი ღამით მაცივარში გააჩერებთ.

  • ​ზუგდიდის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისმინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგებისცენტრალიზებული სისტემის  სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.   

    ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არარსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივმოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემამოუგვარდება და ზუგდიდის მაცხოვრებლები 24 საათიანი, სტაბილურიწყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.  

    პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურისა დარეზერვუარების მშენებლობა. ასევე, მოეწყობა წყალმომარაგების  მაგისტრალური მილსადენი. 

    წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერითხორციელდება.  პროექტი, რომლის ღირებულება 84 მლნ ლარზე მეტია 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.

  • იმერეთის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის პროექტი

    სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია”  გორის მუნიციპალიტეტში მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს.

    პროექტის ფარგლებში აშენდება ოთხი სატუმბი სადგური, მოეწყობა 2 კილომეტრი სიგრძის სარწყავი არხი. ახალი საირიგაციო ქსელით მერეთის, გუგუთიანთკარის, ზარდიაანთკარისა და კოშკას მოსახლეობა 185 ჰექტარი მიწის ფართობის მოსარწყავად ისარგებლებს.  სამუშოები 2017 წლის აგვისტოსთვის  დასრულდება.

     

     

  • „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გლდანში გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

    კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გლდანის დასახლებაში, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ღამის საათებში ჩაატარებს. კომპანია წყალსადენის 450 მმ-იანი მაგისტრალური მილის აღსადგენად სამუშაოებს დღეს, საღამოს 8 საათიდან დაიწყებს. მაგისტრალური წყლის მილის მონაკვეთი, რომელიც გლდანის VIII მიკრორაიონში გადის, ავარიულად დღეს დაზიანდა.

    გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, საღამოს 8 საათიდან, ხვალ, 18 იანვრის დილის 8 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
    გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს, სოფლებს: გლდანსა და გიორგიწმინდას, ბერთუბნის დასახლებას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებას.

    ჩამოთვლილ უბნებს წყალი ხვალ დილის 8 საათიდან ეტაპობრივად აღუდგება. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.

    „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.

  • "რუსთავის წყალი" - მრიცხველის არმქონე აბონენტებს წყლის ტარიფი შეუმცირდათ-სემეკის გადაწყვეტილება

    რუსთავის წყალის მრიცხველის არმქონე აბონენტებს ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს წყლის ტარიფი შეუმცირდათ , გადაწყვეტილება სემეკის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. რაც შეეხებათ რუსთავის წყლის მრიცხველიან მომხმარებლებს მათთვის წყლის ტარიფი არ შეცვლილა ,კომპანია ითხოვდა, რომ გადასახადი გაძვირებულიყო თუმცა რუსთავის წყლის მოთხოვნა მარეგულირებელმა კომისიამ არ დააკმაყოფილა , სხდომა კომპანიის წარმომადგენელმა უკომენტაროდ დატოვა თუმცა მოგვიანებით ოფიციალური განცხადება გავრცელდა სადაც ვკითხულობთ , რომ რუსთავის წყლის ხელმძღვანელობა კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება - კომპანიაში ფგიქრობენ რომ ტარიფი უსამართლოდ არის დათვლილი . რუსთავის წყალი სემეკის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური