NATO არ აპირებს საქართველოს მომავალზე მოლაპარაკება რუსეთთან აწარმოოს - ჯეიმს აპატურაი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 13:39

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმაურება. აპატურაის თქმით ნატო არ აპირებს საქართველოს მომავალი რუსეთს შეუთანხმოს, რადგან ალიანსში საქართველოს მომავალი მხოლოდ ნატოს და საქართველოს გადასაწყვეტია. აღნიშნული განცხადება აპატურაიმ „მოამბის“ ჟურნალისტთან ქეთევან ქარდავასთან საუბარში გააკეთა:

„მე სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები კარგად თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ეს ფორმატი. ჩვენ საქართველოსთან ძალიან ძლიერი თანამშრომლობა გვაქვს და ამავე დროს გვაქვს მცდელობა იმისა, რომ რუსეთთან გვქონდეს კონსტრუქციული დიალოგი, ეს ხდება ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში. თუ იდეა არის ის რომ საქართველოს მომავალზე იმსჯელონ ნატომ და რუსეთმა მაშინ ეს შეუძლებელია და არ დგას დღის წესრიგში, ვინაიდან ნატო არ აპირებს საქართველოს მომავალზე მოლაპარაკება აწარმოოს არც რუსეთთან და არც სხვა მესამე მხარესთან. ალიანსში საქართველოს მომავალი ნატოს და საქართველოს გადასაწყვეტია. ჩვენს პარტნიორობაში ვერავინ ჩაერევა. რაც შეეხება რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგს, დიალოგი მნიშვნელოვანია და არაერთი მიზეზის გამო. ჩვენ არ ვიცით, თუ როდის შეიდზლება ამ დიალოგს ჰქონდეს შედეგი, მეორე - დიალოგით მხარეებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ პოზიციების შესახებ, მესამე - ალიანსისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც მძიმე სიტუაციაში საქართველოს აქვს კონსტრუქციული დიალოგის მცდელობის სურვილი. მე ვსაუბრობ იმ ფორმატებზე, რაც არსებობს, ტარდება ჟენევის მოლაპარაკებები. საქართველომ თავი მარტო არ უნდა იგრძნოს. თქვენ გვერდით არიან პარტნიორები და მეგობრები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი, ის ფორმატები, რაც უკვე არსებობს, სერიოზული პოლიტიკური სიგნალია, სასაუბრო არხი ღიაა და ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ერთ დღეს შედეგს მივაღწიოთ“- განაცხადა აპატურაიმ.

წაკითხულია 87 ჯერ

Related items

  • პრემიერი საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებიდან 3 წლის შესრულებას ულოცავს

    პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ულოცავს ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებიდან 3 წლის შესრულებას, რომლის განმავლობაში ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა.
    ძალიან მნიშვნელოვანი 3 წელი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა გასული პერიოდი დღეს, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე.
    „რეფორმები, რომლებიც ამ სამ წელიწადში ჩვენს ქვეყანაში გატარდა, თითქმის ყველა სფეროს ეხება და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია ამ მიმართულებით თანმიმდევრული სვლა, რათა ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის ნამდვილ წევრად ვაქციოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მიღწეული იყოს უმთავრესი სტრატეგიული მიზანი - ევროკავშირსა და ნატოში საბოლოო გაწევრიანება.

    „ყველა უწყება ჩართულია ამ ინტეგრაციის პროცესში. სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი დონის სახელმწიფო კომისია, რათა ჩვენი ნაბიჯები შევაფასოთ, მოვახდინოთ იმ სფეროებისა და მიმართულებების იდენტიფიცირება, სადაც მეტი გვაქვს გასაკეთებელი და ერთობლივად გავწიოთ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს მართლაც ჩემპიონი რეფორმების მიმართულებით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
    ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა ნოემბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ; ასევე, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ 
    სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ წარადგინა ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

  • მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017” იწყება
    3 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონსა და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017” ჩატარდება. სწავლება ოფიციალურად ორფოლოს პოლიგონზე 3 სექტემბერს გაიხსნება.
     
    მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017” საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლება საველე და საშტაბო ფაზებს მოიცავს და მისი სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
     
    სწავლების მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა.
     
    სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.
     
    სწავლების საველე და საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.
  • "მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები" - საგარეო საქმეთა სამინისტრო

    საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები

    "საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფლების - ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტს.

    მიმდინარე წლის აპრილში საოკუპაციო ძალებმა აღნიშნულ პერიმეტრზე ჩაატარეს მოსამზადებელი სამუშაოები და დაამონტაჟეს ხის ბოძები, რის შესახებაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ოპერატიულად იქნენ ინფორმირებული. 9-11 აგვისტოს ზემოხსენებული სეგმენტის 800-900 მეტრიან მონაკვეთზე გავლებულ იქნა მავთულხლართები.

    აფხაზეთის რეგიონში ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის შემდეგ, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს.

    რუსეთის საოკუპაციო ძალების ეს ქმედება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებასა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნაკისრ ვალდებულებს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და მოახდინოს შესაბამის რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ და აზიანებს როგორც უსაფრთხოების გარემოს, ასევე, საერთაშორისო წესრიგს”- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  • „ძვირფასო“ რუსებო, თქვენი დახოცვა 25 წლის წინ დავიწყე და ამას გავაკეთებ მანამ, სანამ არ წახვალთ უკრაინიდან, საქართველოდან"

    უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცი ირაკლი ქურასბედიანი სოციალურ ქსელში რუსეთის ფედერაციას მიმართავს და მოუწოდებს, დატოვონ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიები:

    „ძვირფასო“ რუსებო, დღეს მსურს შეგახსენოთ, რომ თქვენი დახოცვა 25 წლის წინ დავიწყე, 9 წლის წინაც იგივეთი ვიყავი დაკავებული, ჩვენში რომ დარჩეს სამი წლის წინაც იგივე გავაგრძელე, 2014 წელს... ამასვე ვაკეთებდი გუშინ... დღეს საღამოსაც ასე მოვიქცევი და ხვალაც!!! ასეთი ჩვევეა მაქვს და თან ძალიან კარგადაც გამომდის!! ამას გავაკეთებ მანამ, სანამ ყველა არ მოკვდებით ან არ წახვალთ უკრაინიდან, საქართველოდან, მთელი კავკასიიდან“, - წერს ირაკლი ქურასბედიანი.

  • მაინც წავალ რუსეთში... დამსაჯონ - ნინო ბურჯანაძე

    „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას, რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოების თაობაზე, რომლის მიხედვით, კერძო ინიციატივით კრემლთან მოლაპარაკებები სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე „პოლიტიკურ სიბრიყვეს“ უწოდებს და პარტიის ყოფილი ლიდერის, ირაკლი ალასანიას მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.

    „დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი სიბრიყვე ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ისე, „თავისუფალი დემოკრატები“ რომელი პარტიაა? ყველა ლიდერი რომ სადღაც გადანაწილდა? გარდა ამისა, ერთი რამეც მინდა გაგახსენოთ, „თავისუფალიდემორკატების“ ლიდერის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს გაკეთებულმა განცხადებამ რაკეტსაწინაარმდეგო სისტემებთან დაკავშირებით, დააჩქარა რუსეთსა და აფხაზეთს, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

    ის აცხადებს, რომ რაც შეზღუდვებიც არ უნდა დაწესდეს, ის რუსეთში მაინც ჩავა თუ ამას საჭიროდ ჩათვლის.

    „სიბრიყვე და მეტი არაფერი, დემოკრატიულ სახელმწიფოში უკარნახო პოლიტიკურ ლიდერს, სად წავიდეს და ვის ელაპარაკოს. მე მაინც წავალ, როცა საჭიროდ ჩავთვლი, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, დაველაპარაკები, ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დამსაჯონ, მომავალი თაობები გაარკვევენ, ვინ რას აკეთებს ქვეყნისთვის,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური