ელისო კილაძის შვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 12:28

"ქრონიკა პლუსის" რედაქტორის ელისო კილაძის შვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ გადაწყვტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. მისი გათავისუფლება 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ მოხდა. 

წაკითხულია 1465 ჯერ

Related items

  • 2020-მდე ზოგს გიყიდით, ზოგს სანაგვეზე გადაგაგდებთ და ამბის მომკითახვი არ გეყოლებათ!“

    ,,ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

    ,,დაჯექით ახლა და აკაკუნეთ აქ კლავიატურაზე-თავისუფლება პოლიტპატიმრებსო.

    შედით საკრებულოებში და დაანთეთ ჯოჯოხეთის ცეცხლი.

    2020-მდე ზოგს გიყიდით,ზოგს დაგიჭერთ,ზოგს სანაგვეზე გადაგაგდებთ და ამბის მომკითხავი აღარ გეყოლებათ !

    არც იმაში ვარ დარწმუნებული,მიშა რომ დაიჭირონ და ჩამოიყვანონ,ეფექტურ ბრძოლას გაუმართავთ ოცნებას.

    ახლა ისევ ბიძინას იმედზე თუ იქნება კაცი-ოპოზიციურ პარტიას შევქმნი და ჩემს მოყვანილ მთავრობას დავამარცხებო !“-წერს ელისო კილაძე.

  • "სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი"- დავით ხარშილაძის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

    „ქრონიკა+“-ის მთვარი რედაქტორის შვილ დავით ხარშილაძე , რომელიც ნარკოდანაშაულისთის იყო დაკავებული მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით დარბაზიდან 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დავიტ ხარშილაძემ კომენტარი ჟურნალისტევთან გააკეთა და განაცხადა, რომ ის უდანაშაულო იყო და მისი დაკავება დედამისის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა:

    „დღევანდელ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა გადაწყვეტილება და ნამდვილად მოულოდნელი იყო. დანარჩენზე შემდგომ ვისაუბრებ.“- აღნიშნა ხარშილაძემ.

  • სასამართლო პროცესზე ელისო კილაძის შვილსა და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროსს შორის შელაპარაკება მოხდა

    ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძესა და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროს რამაზ თარაშვილს შორის სასამართლო პროცესზე შელაპარაკება მოხდა. შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც დავით ხარშილაძემ პოლიცია მისთვის ნარკოტიკების ჩადებაში დაადანაშაულა. ხარშილაძემ აღნიშნა, რომ ნარკოტიკი მისი დაკავების ადგილზე თარაშვილის მანქანით მიიტანეს. 
    ხარშილაძის ამ განცხადებას მოწმის პროტესტი მოჰყვა.
    "თქვენმა მოადგილემ ჩაატარა ოპერაცია ისე რომ თქვენ არ იყავით საქმის კურსში? თქვენი მანქანიდან ამოიღეს ნარკოტიკი და ჩამიდეს", - განაცხადა დავით ხარშილაძემ.

  • ელისო კილაძე მისი შვილის საქმეზე ევროსასამართლოში სარჩელს შეიტანს

    "ქრონიკა +"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მისი შვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

    ”ჩვენ ამ კვირაში ჩემი შვილის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რადგან მკაფიოდ გამოჩნდა წინა სასამართლო სხდომაზე შეკვეთა, რომელიც აქვს მოსამართლეს. მან არ გაითვალისწინა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თავდებობა. ჩვენ დასამალი არ გვაქვს არაფერი და ჩემი შვილი არსად დაიმალება. ის უკანონო პატიმარია და ვცდილობთ მისი სიმართლე დავადასტუროთ”, - განაცხადა ელისო კილაძემ და დასძინა, რომ აქვს კონკრეტული ინფორმაციები, თუ რა გადაწყვეტილებისკენ მიდის სასამართლო.

  • ელისო კილაძე - ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა „რუსთავი 2“-ის დირექტორობას

    ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა „რუსთავი 2“-ის დირექტორობას, - ამის შესახებ გაზეთ „ქრონიკა +“ რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს.

    კილაძე აცხადებს, რომ მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის პოსტზე შეთავაზება არ მიუღია. 

    „ვიცნობ და ვმეგობრობ გია ყარამანიშვილთან, პერიოდულად ვხვდებით თბილისშიც და კიევშიც. ვსაუბრობთ ყველაფერზე -პოლიტიკაზე, მედიაზე, „რუსთავი 2“-ზე და ა.შ. ორი დღის წინ შევხვდით. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრეთ, გავრცელებული ჭორებიც როგორც ჩანს, ამ შეხვედრას უკავშირდება. ნიკა გვარამიას დირექტორის პოსტიდან გადაყენებაზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, დირექტორობაზე შეთავაზება არ მიმიღია.
    ნიკა გვარამიას გადადგომა ჯერჯერობით არის დაუდასტურებელი ინფორმაცია, ველოდები მის განცხადებას.

    იმედი მაქვს, მენეჯმენტი, გენერალური დირექტორი და ტელევიზიის კოლექტივი შექმნილი რთული მდგომარეობიდან ღირსეულ გამოსავალს მონახავს.

    p.s.კობა ნაყოფიასაც ამ წუთას ველაპარაკე. არ განიხილება არც მისი დირექტორობის საკითხი“ ,- წერს კილაძე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური