"სიამოვნებით გავულამაზებდი უტიფარ სახეს" - ვის ემუქრება მერსი სულხანიშვილი

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017 23:50

მას შემდეგ რაც მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი საცოლეს ნინიკო ნაცარიშვილს დაშორდა, წყვილის გარშემო ინტერესი არ ცხრება. როგორც რამდენიმე დღის წინ Ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯიბღაშვილის დედამ განაცხადა, მისმა შვილმა ნინიკო ნაცარიშვილთან დაშორების გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო. თავად წყვილი დაშორების მიზეზზე საუბრისგან თავს ამდრომდე იკავებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ჯიბღაშვილის საცოლემ ფეისბუქზე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.

ნანიკო ნაცარიშვილის პოსტს "ფეისბუქზე" მერსი სულხანიშვილი ეხმურება:

"თბილისი ძაალიან პატარა ასე თუ ისე... ეხლა ეს ქალბატონი ჯანმრთელია? კიდევ ხმას იღებს ცოტა სულ პატარა თავმოყვარეობა, რომ ჰქონდეს შერჩენილი საერთოდ გაქრებოდა რადარებიდან. სიამოვნებით გავულამაზებდი უტიფარ სახეს.
გამომივიდა სტერეოტიპების მგრეველი მოკლე თავისი მოკლე კჭკუით ტოჟე მნე... კაცი რა ასატანია მოღალატე და ქალი ხო საერთოდ უნდა დაბრიდო".

წაკითხულია 1213 ჯერ

Related items

  • მერსი სულხანიშვილმამარიამობის მარხვა მონასტერში გაატარა

    მერსი სულხანიშვილმამარიამობის მარხვა მონასტერში გაატარა. მარხვის ბოლოს სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყებს:

    „უკვე მარიამობა არის და მარხვაც ერთი ამოსუნთქვით მიილია. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი უფლის გზაზე.

    ისე, როგორც ბევრი, მეც ტკივილით მივედი ტაძარში, უმეტესად ჩემი შეცდომებით გამოწვეული ტკივილით, ზოგიც დაუმსახურებელი ლანძღვით და შეურაცხყოფით.

    მივხვდი, რომ უფალი ერთადერთია, ვინც ისეთს გვიღებს, როგორიც ვართ.

    ჩვენ კი ვცდილობთ, გავხდეთ უკეთესი, ვიდრე ვიყავით... ალბათ, თავისი დრო აქვს ყველაფერს.

    განსაკუთრებით ღმერთთან მიბრუნებას. მე ახლა მომეცა ეს პერიოდი. გული მწყდება, საზოგადოებას ჩემი თავი არასწორად შევთავაზე და რეაქციაც შესაბამისი მივიღე...

    ვნანობ უფლის წინაშე, ყველა შეცდომას და მადლობა მას, მის გვერდით ჩემი ადგილიც რომ აღმოვაჩინე...

    მადლობა მამაო...გილოცავთ მარიამობას. მისი მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს“...

  • მერსი სულხანიშვილი მონატერში მიდის

    სკანდალური ტელე-რადიო წამყვანი მერსი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში თავისი გადაწყვეტილების შესახებ წერს. როგორც ირკვევა მერსიმ მონასტერში წასვლა გადაწყვიოტა. 
    "ნებისმიერი ადამიანი სცოდავს, არც მე ვარ გამონაკლისი. ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ბევრ რამეს აანალიზებ და ხვდები, რომ შეგეძლო უკრთესადაც გეცხოვრა. ახლა ალბათ ამის დროა. ცოტა ხნით მონასტერში წავედი. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მრავალ დამდეგ მარიამობას დაესწარით..."- წერს ჟურნალისტი

  • მერსი სულხანიშვილს თავს დაესხნენ

    მერსი სულხანიშვილს თავს დაესხნენ, ინფორმაციას ამის შესახებ თავად ჟურნალისტი ავრცელებს. მისი თქმით აღნიშნულ ფაქტზე საქმე უკვე აღძრულია:

    "დღეს დაახლოებით 21:45 წუთზე ვიმყოფებოდი აღმაშენებლის 75 ნომერში ვიჯექი კიბეზე მეგობართან ერთად, მოულოდნელად ჩემთვის სრულიად უცნობი გოგონა მომვარდა, (სამი გოგო იყო მათგან ერთერთმა) ჯერ სიტყვიერი შეურაწყოფა მომაყენა შემდეგ კოკაკოლა შემასხა და გაიქცნენ ვარდების ბაღში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია. იმედია მალე იპოვიან დამნაშავეებს და მალე დაისჯებიან კანონის შესაბამისად. უკვე მერამდენედ შეიძლება განხორციელდეს მიზნობრივი პროვოკაციული თავდასხმა? პირველი ნიკორას ამბავი შეგრჩათ ეს აღარ შეგრჩებათ! საკმარისია საზოგადოების აბუჩად აგდება და მანიპულირება. 
    P.S ერთი ბრძოლის მოგება ომის მოგებას კი არ ნიშნავს."- წერს მერსი სულხანიშვილი ფეისბუკზე.

  • მერსი სულხანიშვილი "ნიკორაში" მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და პირველ კომენტარს აკეთებს

    მერსი სულხანიშვილი ნიკორაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და პირველ კომენტარს აკეთებს:
    "სამი დღის წინ გავრცელებულმა ვიდეომ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვიდეო ფრაგმენტულია და არ ასახავს ყველაფერს, რაც შპს „ნიკორას“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. მე გამამტყუნეს იმის გამო, რომ უხეშად მივმართავ მაღაზიის კონსულტანტებს, ამის შემდეგ კი, უკვე რამდენიმე დღეა, სრულიად უცნობი ადამიანებისგან ბევრად უარესი ტექსტები მოვისმინე, რაც ცოტა პარადოქსულია.
    ასეა თუ ისე, მინდა საზოგადოებას მოვუყვე ის, რაც „ნიკორაში“ მართლა მოხდა. ვინც დაინტერესებულია, ამ ტექსტს ბოლომდე წაიკითხავს.
    ხუთშაბათს, დაახლოებით დღის 12 საათისთვის „ნიკორაში“ ვყიდულობდი პროდუქტებს. ერთ-ერთმა კონსულტანტმა შემომთავაზა დახმარება, გადავუხადე მადლობა და უარი ვუთხარი. რამდენიმე წამში, მეორე მხრიდან დამეჯახა ახალგაზრდა ბიჭი და იოგურტის ბოთლზე მიმითითა, შენ ეგ არ გეყოფა, დიდი ბოთლი აიღეო. სრულიად უცნობი ადამიანი მომმართავდა შენობით და თან ყვირილით. არ ეცვა ფორმა, თუმცა ეკეთა ბეჯი, რითიც მივხვდი, რომ საწყობის თანამშრომელი იყო. მას არ ჰქონდა უფლება, ეკონტაქტა მაღაზიის კლიენტებთან, მითუმეტეს ასეთი ფორმით. მშვიდად ავუხსენი, რომ ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს და არ შეეძლო, ჩემთვის ასე მოემართა. ბიჭმა ირონიული ტონით მიპასუხა, ამერიე და იუმორზე აცრილი ხარო. ასე შენიანებს მიმართე-მეთქი. გავბრაზდი და მივაძახე, ძონძი ხარ, ზრდილობა არ გაქვს, მიმართვა ისწავლე-მეთქი. პასუხად მივიღე სიტყვა „გააჯვი“.
    ეს ყველაფერი ვიდეოში არ ჩანს. არსებობს „ნიკორას“ სათვალთვალო კამერებით გადაღებული მასალა, მაგრამ არ ისმის ხმა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვარ გაბრაზებული, შესაბამისად ვერ ვაკონტროლებ ვერც ემოციას, ვერც ლექსიკას. ვითხოვდი, ეთქვათ თანამშრომლის სახელი და გვარი, რომ გადამეცა სათაო ოფისისთვის. უკვე გამწვავებულ ვითარებაში ჩაერთო მენეჯერი, რომელთანაც ანალოგიური მოთხოვნა მქონდა. მან არც თანამშრომლის გვარი მითხრა, არც თავისი, რამაც კიდევ უფრო გამაღიზიანა.
    საჯაროდ ვუხდი ბოდიშს მას, ასეთი უხეში მიმართვისთვის, რადგან იმ სიტუაციაში ის დამნაშავე ნამდვილად არ ყოფილა.
    შემთხვევიდან 40 წუთში მოვიდა შპს „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა ბატკუაშვილი, რომელიც მოწმეა, როგორ აგრძელებდა ჩემთან უხეშად საუბარს საწყობის თანამშრომელი. იმეორებდა ფრაზას: „როგორც მინდა, ისე დაგელაპარაკები.“
    ნამდვილად არ ვიცი, რა დავუშავე ამ ადამიანს. იმედი მქონდა, რომ მომხდარის შემდეგ, შპს „ნიკორა“ გააკეთებდა შესაბამის განცხადებას, თუმცა კომპანია იცავს მხოლოდ საკუთარი თანამშრომლის, და არა კლიენტის უფლებებს.
    მე მესმის, რატომ გაღიზიანდა საზოგადოება, არ ვამტყუნებ არავის. მეც ანალოგიური რეაქცია და აგრესია მექნებოდა. ვემიჯნები და ვგმობ უცენზურობას, შეურაცხყოფას.
    ((ვიდეოში ისმის ჩემი ფრაზა: “მე იცი ვინ ვარ?” ვგულისხმობ იმას, რომ შპს „ნიკორაში“ მე ვარ რიგითი მომხმარებელი. თუმცა, მათ არ იციან, რომ თუკი დავინახავ რაიმე არასწორს, საჭირო ადამიანი აუცილებლად შეიტყობს. ამ კომპანიაზე გული შემტკივა თუნდაც იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა ჩემი ძალიან ბევრი ახლობელი. სამწუხაროა, რომ ხალხმა კონტექსტი არასწორად გაიგო. მე ნამდვილად არ მაქვს განსაკუთრებული ამბიცია. ვარ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ვცემ უდიდეს პატივს. ჩვენ ყველანი, პირველ რიგში, მოქალაქეები ვართ და შემდეგ უკვე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.
    ბოდიშის მოხდა არასდროს მეუხერხულება. მე ძალიან კარგად ვიცი, დამნაშავე ვარ თუნდაც იმის გამო, რომ ჩემმა არასწორ კონტექსტში გაჟღერებულმა ფრაზამ გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანება. მე არასდროს გამოყენებია ჩემი სახელი ბოროტად და არც ვაპირებ ასე მოქცევას.
    მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი შემეკავებინა ყველანაირი კომენტარისგან, ბოლოს მაინც გადავწყვიტე, მომეყოლა სიმართლე. არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ბოდიშს ვუხდი იმ მედია ჰოლდინგსაც, რომელსაც წარმოვადგენდი. რადიო „აფხაზეთის ხმას“ ჩემ გამო შეექმნა პრობლემები. ბოდიშს ვუხდი თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ბოდიშს ვუხდი მსმენელებსაც. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ, გაიგონ სიმართლე. თითოეული თქვენგანის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია" - წერს მერსი.

ბიზნეს ნიუსი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც...

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური