"საკმარისზე მეტი შეცდომა დაუშვი"- სააკაშვილი მართველობის 9 წელს აჯამებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017 00:26

მიხეილ სააკაშვილი არჩევანის ეთერში მოქალაქეთა კითხვებს პასუხობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა.

"საკმარისზე მეტი შეცდომა დაუშვი და რა თქმა უნდა ვიცი, მაგრამ ვინც არაფერს არ აკეთებს ის არ უშვებს შეცდომას. ვინც აკეთებს ბევრს ის შეცდომებს უშვებს, ვინც ძალიან ბევრს აკეთებს ის ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს - ეს ელემენტარული ლოგიკაა. ჩვენი მიღწვები ბევრად აღემატება ჩვენს შეცდომებს"- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ნანობს რომ უკეთ ვერ ახსნეს, რომ "ივანიშვილისთვის ქვეყნის ხელში ჩაგდება არ შეიძლებოდა".

"მარტო მე ნუ დამაბრალებთ ამას, ყველამ დაუშვით ეს შეცდომა ჩემი ჩათვლით. ვნანობ რომ ბევრად მეტი ფული არ ჩავდეთ განათლებაში, თუმცა ამ გადმოსახედიდან კარგი საქმეები გავაკეთოთ"- უპასუხა სააკაშვილმა მოქალაქის შესაბამის კითხვას.

მისი თქმით, მთავარი საზრუნავი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური სიძლიერე და განვითარებაა.

ერთ-ერთმა მოქალაქე დაინტერესდა რატომ იყო სააკაშვილი "ხალხის მიმართ მკაცრი", რაზეც მან უპასუხა, რომ ის კრიმინალის წინააღმდეგ იბრძოდა და არა მოქალაქეების.

"ყოფილი კორტების წინ, იუსტიციის სახლის წინ ყაჩაღების, მკვლელების და ბანდიტების ძეგლი დადგეს. ეს არ არის სირცხვილი? ეს სიმკაცრე მაშინ იყო აუცილებელი, ვეთანხმები რომ შეიძლება მეორე ეტაპზე ხელის მოსვება დაგვაგვიანდ"- აღნიშნა მან. 

წაკითხულია 443 ჯერ

Related items

  • თბილისში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა "მთავარ არხთან" აქცია გამართეს

    თბილისში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება გააპროტესტეს და "მთავარ არხთან" აქცია გამართეს.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ "მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა და ამას ვერაფერი შეცვლის".

    სამასამდე დემონსტრანტი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, სომხეთისა და საქართველოს დროშებით "მთავარი არხის" წინ შეძახილებით "სირცხვილი" და "ყარაბაღი" შეიკრიბა, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტა.

    აქციის დაწყებამდე წინასწარ იყო მობილიზებული საპატულო პოლიცია. 

    დემონსტრანტებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს და მშვიდობიანად, ინციდენტის გარეშე დაიშალნენ.  

    წყარო: https://mtavari.tv/news/17589-tbilisshi-mtskhovrebma-etnikurad-somekhma?fbclid=IwAR3MB7jMmFkn-SlGmkc8237CFeckqduJVAddeNDbSLBPYzvDE5eBNPmPCfQ

  • მიხიელ სააკაშვილი კიევში დააკავეს

    მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციაც უკრაინული მედია ავრცელებს.

     

    გავრცელებული ცნობით, სააკაშვილი, თავისი პარტიის მიმდებარე ტერიტორიიდან, უცნობმა , ნიღბიანმა პირებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მის დასაკავებლად სამი თეთრი ავტომობილი იყო მისული.

  • დავით საყვარელიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

    უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე აქვეყნებს. 
    „დააკავეს მიხეილი! მიყავთ უსაფრთხოების სამსახურში ასკოლდოვზე“, - წერს საყვარელიძე.

  • "თუ მოვინდომებთ, საქართველოშიც იგივეს გავაკეთებთ, რაც დღეს უკრაინელებმა გააკეთეს"- სააკაშვილი

    მიხეილ სააკაშვილის თქმით ის დარწმუნებულია, რომ მონდომების შემთხვევაში ოლიგარქიას საქართველოშიც დაამარცხებენ. აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა:

    „უკრაინა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ ჩემი გული ეკუთვნის საქართველოში ჩემს მომხრეებს. როგორც აქ არის მორყეული ეს ოლიგარქიული სისტემა, თან აქ ერთი ოლიგარქი კი არაა, შვიდია. ივანიშვილი საერთოდ არავინ არაა. თუ მოვინდომებთ, ერთად დავდგებით და იგივეს გავაკეთებთ რაც დღეს უკრაინელებმმა გააკეთეს, მაგათ დიდი დრო არ უწერიათ. სადამდე უნდა დაგვამცირონ, გვაპამპულაონ და ვყავდეთ ჩოქმბჯენში? ის დროა ჩვენ დავაყენოთ ჩოქმბჯენში“- განაცხადა სააკაშვილმა.

    შეგახსენებთ დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას გულისხმობს. რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერები პოლიციას მისი საპატრულო მიკროვტობუსით გადაყვანის საშულებას არ აძლევდნენ, მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილი მიკროავტობუსიდან ძალის გამოყენებით დაიხსნეს.

  • "ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც..." – სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილზე (ვიდეო)

    "ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც..." – სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური